ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე...

წლის მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას! - ქართული უნარები დიდ არენაზე...

2022 წელი სრულდება. შეუძლებელია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური ხდებოდეს, ბევრია ტკივილი და იმედგაცრუებაც, თუმცა მადლიერების გრძნობა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენი პროფილი სპორტულია. აქაც ჩვენს პატარა ქვეყანას ბევრი წარმატებაც პქონდა და მარცხიც.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასა და უელსთან გამარჯვება მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია; ოლიმპიური წელი არ ყოფილა, თუმცა საჭიდაო სახეობებში მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც იყო და მაინც მოულოდნელი წაგებებიც; გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი - ლაშა ტალახაძე; ევრობასკეტის მასპინძლობა კარგი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ჯგუფის დაძლევა ვერ მოვახერხეთ; საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგა" (ჯგუფური ეტაპი) მოიგო, რამდენიმე ლეგიონერი კი პროგრესითა და წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა არავინ დაგვამუნათებს იმის გამო, თუკი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვით - ის ამას იმასახურებს! ზოგიერთ მიღწევას მაინც შეჩვეული ვართ, რაღაც კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ხდება...

გიორგი მამარდაშვილმა ჩვენი ლეგიონერები სხვა სიმაღლეზე დააბრუნა, თუმცა ის, რაც კვარაცხელიამ შეძლო, განსაკუთრებული მასშტაბისაა - გადასვლა სკუდეტოს მაძიებელ ერთ-ერთ მთავარ გუნდში, მაშინვე უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ქცევა, არა მარტო ევროპული, არამედ შეერთებული შტატების მედიისა და გულშემატკივრების გაოცება - მოთამაშე, რომელსაც დრიბლინგი საოცარი სილამაზითა და მოხდენილობით გამოსდის. "კვარადონა", როგორაც მას შეარქვეს, შედეგიანია, გოლის გატანა იცის და არც მნიშვნელოვანი პასების გაკეთება ეშლება, მკვეთრად ინდივიდუალისტური უნარები აქვს, ამავდროულად, გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გოლი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. კარი არ დაულაშქრავს, თუმცა მისი შეჩერება ისეთ კლუბს გაუჭირდა, როგორიც "ლივერპულია". ხვიჩას ვერაფერი მოუხერხეს "მილანის", "რომასა" თუ "ლაციოს" მცველებმა. ამავდროულად, "კვარა" საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია, წარმატების მთავარი ფაქტორი და ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება და თავმდაბლობასაც არ კარგავს...

ერთგვარი სადღეგრძელოც კი გამოგვივიდა, თუმცა წლის ბოლოს უხდება. მადლობა, ხვიჩა, რომ ჩვენი სიტყვა თუ საფეხბურთო უნარები დიდ არენაზე გამოამზეურე! ბევრის დაწერა და თქმა არ გვჭირდება, არც კვარაცხელიაა ის, ვინც დითირამბებს ითხოვს. ის მუდმივად განვითარებასა და კიდევ უფრო კარგ მომავალზეა ორიენტირებული.

უკეთესი ხვალინდელი დღე აქაა. თითოეულ ბავშვს შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი გამოიყენოს და დიდ სპორტში თავისი ადგილის დამკვიდრებაზე თამამად იფიქროს...

მომავალ, 2023 წელს გამარჯვების კვარცხლბეკზე კიდევ უფრო მეტ ქართველს ველით!

• ქართველი

ამინ!!!

• ქ. გ.

ხვიჩას მომენტები Villarreal-ის წინააღმდეგ https://www.youtube.com/watch?v=qa4fQrg_fPo

• რრრ

იმედია ხვიჩას ეს მცირეოდები ჩავარდნა დეკემბერშივე დარჩება და იანვრიდან ყველაფერი რიგზე იქნება.

• მერაბი

ჩვენო სანაქებო ბიჭებო,მომავალ წლებს კიდევ უფრო დიდი მადლობისა და ქების საბაბი მისცემოდეთ თქვენი ჩინებული გარჯისადა გამო!

• სოსო

ყოველთვის ვცდილობ,გადამეტებული ემოციები არ გამოვხატო,მაგრამ,აქ ჩამოთვლილმა ყველა სპორტსმენმა და არა მხოლოდ მათ,დაიმსახურეს წლის მადლობა.მათ უდიდესი სიხარული გვაჩუქეს და საჩუქრისათვის მადლობის გადახდა,არასოდესაა ზედმეტი.რაც შეეხება ცალკე ხვიჩას,ის რამდენიმე თვე თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატში და ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ,მის გვერდით როგორ შეიცვალნენ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე,მისი თანაგუნდელი თუ სხვა გუნდის ფეხბურთელებიც.ყველა ცდილობდა მისთვის მიებაძა და ტექნიკურად,სანახაობრივად ეთამაშა.მისი წასვლის შემდეგ,ეს თანდათან გაქრა.ესეც მიგვანიშნებს,რომ ხვიჩა და საერთოდ ვარსკვლავის თამაში,ფაქტორად ხდება სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის.ამიტომაცაა მისასალმებელი,როცა სახელოვანი სპორტსმენები, კარიერის უკანასკნელ წლებს,სამშობლოში ატარებენ და მათ გვერდით მოთამაშე ახალგაზრდებს,მასწავლებლებად ევლინებიან.

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში

100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა

ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული