ფრანგული "ბორდო" სეზონის განახლებისთვის ემზადება. დავიდ გიონის გუნდი ლიგა 2-ის მე-16 ტურში ტურნირის ლიდერს "ლე ავრს" დაუპირისპირდება.

"ჟირონდელებმა" უქმეების დროს 3 ამხანაგური მატჩი გამართეს, "ბრენტფორდთან" (2:1) და "ბოავიშტასთან" (2:0). თავი გატანილი გოლებით საქართველოს ნაკრების გარემარბმა ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.

ჩვენებურის შესახებ "ბორდოს" თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ზურიკო სამივე მატჩში ეფექტური იყო, მისგან სწორედ ამას ვითხოვ. დამაგვირგვინებელ ფაზაში სწორად თამაში შეუძლია. მინდა, ხასიათი გამოავლინოს. ამ დროისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გატანილი გოლია, რაც საკმარისი არ არის. დავითაშვილმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, უამრავ შანსს ქმნის, ამის უნარი გააჩნია.

ზოგადად, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა თავად შეუძლიათ. ვფიქრობ, ზურიკო ერთ-ერთი მათგანია. ის არის ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ", - განაცხადა გიონმა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ში 7 მატჩია. 21 წლის ფეხბურთელმა თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. "ბორდო" 15 ტურის შემდეგ 28 ქულით ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ლე ავრს" 4 ქულით ჩამორჩება.

მიდი ზურა
ქართველი ჟირესი
სოსო
რუსეთში თამაშისას,ზურიკო საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან იწყებდა დრიბლინგს,გზაში რამდენიმე მეტოქეს ატყუებდა,მაგრამ მეტოქის საჯარიმოსთან ძალები ელეოდა და ბოლო პასი,ან კარში დარტყმა,სასურველი სიზუსტისა აღარ გამოდიოდა.საფრანგეთში ეს სიტუაცია,მეტწილად გამოსწორებულია,თუმცა ჯერ მაინც ვერ გაიხსნა ბოლომდე.თითქოს ერიდება თამაშის ცალსახად საკუთარ თავზე აღებას.ეს ერთმხრივ კარგია,არაა ეგოისტი,მაგრამ ყველაფერი ზომიერია კარგი.და კიდევ,აქ ერთი წერს,თავი ასწიეო და მასაც ვეთანხმები,სიტუაციას უკეთ შეაფასებს.ზურიკოს ძალიან მაგრად თამაში შეუძლია.უბრალოდ თავდაჯერება ახალ გუნდში,თითქოს ჯერ კიდევ აკლია.შესაძლოა ენობრივი ბარიერიც აქვს.
koba
ოღონდ კვარას ნუ შეადარებთ რაა.ჯერჯერობით, ცა და დედამიწაა და ეგ შედარება და შეჯიბრი კიდევ დაღუპავს ზუსტად. თავისი ითამაშოს ჯობია,შეიძლება კვარაზე უკეთესადაც გამოუვიდეს ბევრი რამე მომავალში.
ლაშა
ზურიკო, ძირს ნაკლებად იყურეეე:-) და ეფექტურობაში კვარასაც კი დაეწევი...
მერაბი
ზურიკო,აშკარად ბევრი შეგიძლია.მაღალი მწვერვალებისკენ მეტი მიზანსწრაფულობითა და სისწრაფით გევლოს.გვეიმედებით და,აბა შენ იცი, იმედები გაგვიმართლე!
L.J.
წარმატებები ზურა...მიდი არ დაიზარო შრომა რაცმთავარია,ნიჭი კი გაქვს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა