"კორიერე დელო სპორტმა" ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ნაახალწლევს კონდიციები უნდა დაიბრუნოს.

"ნაპოლის" გეგმა - კვარაცხელია "ინტერთან" მატჩში მწვერვალზე უნდა იყოს

ქართველი ბევრს მუშაობს: მას ამისათვის 12 დღე აქვს

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ "აძური" ისევ გაშლის ფრთებს. დავიწყოთ "კვარათი": მისი გენიალურობა ძალიან აკლია გუნდს, შთაგონება შერწყმული აზროვნების სისწრაფესა და შესრულებასთან, რაც შეიძლება მხოლოდ კარგ ფორმაში მოახდინოს. თავისი ტალანტითა და ფეთქებადი ძალით, ხანდახან ექსტრაორდინალური, ხანდახან კი გამაოგნებელი ქართველი, რაც ნეაპოლში ჩამოვიდა, სერიოზული პრობლემების წინაშე პირველად აღმოჩნდა. ეს როგორ მოხდა? ტრავმის შემდეგ ეს ყველაფერი ნორმალურია და არ ინერვიულოთ.

გეგმა კ

"კვარა" ფორმაში ჩასადგომად გიჟივით მუშაობს: "ენფილდზე" "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებდა და სერია A-ს ბოლო სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია (ატალანტასთან, ემპოლისა და უდინეზესთან). დაახლოებით 20 დღე მხოლოდ თერაპიის კურსს გადიოდა, ზურგის ტკივილის გაქრობის მერე, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. ფეხები დამძიმებული ჰქონდა, მისი დონის ფეხბურთელისთვის წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებდა, დრიბლინგისა და დარტყმების რაოდენობა მინიმუმამდე შეუმცირდა, ხოლო თვალები არ უბრწყინავდა: მან ეს იცის და ყველამ იცის, რომ ამ ფაზაში სირთულეები ჩვეულებრივი ამბავია. "ინტერთან" შეხვედრამდე 12 დღეა დარჩენილი და დრო აქვს იმისათვის, რათა "სან სიროზე" ძველებურად ითამაშოს. დიახ, გეგმა ასეთია. რაც შეეხება კონტრაქტს, როგორს სპორტულმა დირექტორმა კრისტიანიო ჯუნტოლიმ თქვა, სეზონის ბოლოს იქნება კორექტირებული".

დათო
იმედია მეორე ფლანგზე კვარცხელიაც მოახერხებს მარადონას შედეგის გამეორებას და სკუდეტოს მოიგებს
zurabi
ახალ წეზეც ვფიქრობ დამდეგზე და ყველაფერ კარგზე და ბოლოს ფიქრები მაინც 4 იანვრისკენ გარბის .მიდი კვარა თავი არ დაზოგო.
სოსო
კვარას ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო,ყველას გექნებათ ნანახი.სადღაც გადაკარგულიდან კარში რომ ურტყამს და სანამ ძელს არ გავარტყავ,სახლში არ წავალო,ამბობს.გიჟობა სხვა რაღაა?ვარჯიშის გიჟობა.ასე რომ ხვიჩა,მისთვის ჩვეულ და ბუნებრივ სიტუაციაშია და აუცილებლად დაიბრუნებს ფორმას.მისი არ მეშინია,სხვებმა არ დაკარგონ მუხტი,ეგ მეფიქრება.
qomagi
კარგია კარგი,ნაპოლის სერიოზული სამედიცინო სპეციალისტები ეყოლება,მიხედეთ ამ ბიჭს წინ საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.
ზაზა
მადლობა ამ სიტყვებისთვის, გული გამითბა ♥️. გაუმარჯოს საქართველოს და ყველა გულანთებულ ქართველს!!!
შალვა
მე გიჟივით ველი მის ყოველ თამაშს, მე და ჩემნაირები შემოგვატრიალა ფეხბურთისკენ, როგორც რომანტიკული განცდისკენ, რადგან ინტუიცურად ვფიქრობ, რომ ტოტალიზატორები თამაშობენ, და ესეც არის. მე დილეტანტი ვარ ყველა სპორტში, მაგრამ ყველაფერს ვუყურებ ქართული ემოციური ფონის გაძლიერების პრიზმაში. მადლობა ხვიჩას და მის გამზრდელს, რომ რწმენა დამიბრუნა ქართული ცნობიერების. დიდება ცოცხალ გმირებს, ისინი ძალიან გვჭირდებიან ჩემნაირ უბრალო მოკვდავებს.
სტალინი
შეუბერე ხვიჩა, ყველა იმედით და სიყვარულით გელოდება. შენ ხომ ფეხბურთისთვის ხარ შექმნილი.......
G.LA
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გიჟივით ივარჯიშებს. რა თქმა უნდა დაეტყო ის დაკარჰული დრო რაც ტრამვის გამო დაკარგა. ტრენაჟორებზე ვარჯიშიც საჭიროა აუცილებლად. მჯერა ჩვენი ბიჭი ისევ იფრენს და გაგვახარებს. ერთი სული მაქვს 4 იანვარი როდის დადგება. წარმატება ხვიჩას.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა