შვიდკაცა რაგბის ევროპული სერია, რომელიც წელს "ევროპის გრან პრის" სახელით გაიმართა, პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა
შვიდკაცა რაგბის ევროპული სერია, რომელიც წლეულს ახალი ფრომატით გათამაშდა და "ევროპის გრან პრის" სახელი დაერქვა, პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ევროპული შვიდკაცა რაგბის ბატალიები ოთხ ეტაპად ჩატარდა. საწყის ორ ტურნირზე, რომელიც რომსა და მოსკოვში გაიმართა, პირველობა არავის დაუთმო ინგლისის ნაკრებმა. ორი ბოლო ეტაპი კი, ბარსელონასა და ბუქარესტში, პორტუგალიელების ზეობით დასრულდა და საერთო ჩათვლაში, შვიდკაცა "ლობუშებმა" ინგლისელებს ერთი ქულით აჯობეს.

საქართველოს ნაკრებმა ყველაზე უკეთ მოსკოვსა და ბუქარესტში იასპარეზა და ჯამში 35 ქულა დააგროვა, რაც, საბოლოოდ, მე-6 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

ევროპის ელიტური დივიზიონი დატოვა, ანუ გრან პრის გათამაშებას გამოეთიშა ბოლო ორ ადგილზე გასული რუმინეთისა და მოლდოვას ნაკრებები, რომლებსაც მომავალი სეზონიდან შოტლანდიისა და გერმანიის შვიდკაცა რაგბის გუნდები ჩაანაცვლებენ.

საქართველოს ნაკრები

გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), გიორგი კაჭარავა (ლელო)

საერთო ჩათვლა

1. პოტუგალია - 63 ქულა, 2. ინგლისი - 62, 3. ესპანეთი - 59, 4. რუსეთი - 52, 5. საფრანგეთი - 50, 6. საქართველო - 35, 7. იტალია - 34, 8. უელსი - 30, 9. უკრაინა - 20, 10. ჰოლანდია - 15, 11. რუმინეთი - 11, 12. მოლდოვა - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა