რუსეთის ფეხბურთის კავშირის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანატოლი ვორობიოვმა რუსული ფეხბურთის აზიაში შესაძლო გადაბარგებაზე РБ Спорт-თან ისაუბრა:

"თუ 27 დეკემბერს აღმასკომმა აზიაში გადასვლაზე მიიღო გადაწყვეტილება, ეს კოლექტიური ჰარაკირი იქნება. მაშინ აღმასკომის წევრები ნამდვილი სამურაების როლში წარსდგებიან და უკვე რუსული ფეხბურთის ყველა ორგანოს გახსნიან. ისტორია მათ სახელებს დაიმახსოვრებს. ჩემი აზრით, რუსული ფეხბურთი ისედაც გვამია, მაგრამ ჯერ არ გაქვავებულა. ასეთი გადასვლა - ეს "ტვირთი 200"-ის ევროპიდან აზიაში ტრანსპორტირებაა და იქ გვამი უფრო სწრაფად გაიხრწნება.

რატომ? საფეხბურთო მოდას მსოფლიოში ევროპა და სამხრეთ ამერიკა განსაზღვრავენ. აზიური გუნდებისა და ამ რეგიონის მიღწევების მთელი პატივისცემის მიუხედავად - საერთაშორისო არენაზე შეხვედრები ისეთ კლუბებთან, როგორებიც "რეალი", პსჟ და "ბაიერნი" არიან, გულშემატკივრებისა და ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველი სანახაობაა.

ხანდახან ვუყურებ კატარის, საუდის არაბეთის, ემირატების და კუვეიტის ჩემპიონატების მატჩებს - ეს გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ფეხბურთია. ჩვენ ამ მომენტისთვის არსებული პოლიტიკური მოსაზრებებით კი არა, არამედ საკუთარი იდენტობით უნდა ვიხელმძღვანელოთ. წაიკითხეთ ფილოსოფოს ბერდიაევის ნაშრომები რუსეთის ბედის თემაზე. თუ ჩვენ უკვე "აზიოპა" (დროებითი მთავრობის წევრის პაველ მილიუკოვის ტერმინია) ვართ, მაშინ ყველაფერი გასაგებია. თუ ევრაზია ვართ და განვითარების ევროპული გზისკენ მივისწრაფით, მაშინ მაინც ამ დებულებიდან უნდა ამოვდიოდეთ".

G.LA
არ მგონია აზიაში ხელგაშლილებმა მიიღონ ეს ტერორისტები. არა ერთი ქვეყან იქნება წინააღმდეგი სხვა და სხვა მიზეზებით. ამ ადამიანს არ უნდა პოლიტიკაც გარიოს, თუმცა მშვენივრად ესმის რომ ეკონომიკური განვითარებაც დასავლეთშია და ასევე ეკონომიკაშიც გვამია ეს ტეროირსტული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ მთელი მოსახლეობა ვერც აცნობიერებს იმდენად ზომბირებული არიან სამთვარობო პროპაგანდით. ასევე არიან ჩვენში საცოდავი რუსეთუმები, რომლებიც იმპერიის სიძლიერეში დარწმუნებული არიან და ზოგი საფლავში ჩაყოლამდე იყეფებს აქაც. მახსოვს აქ როგორ იგიჟებდნენ თავს, დიდი რუსეთს ვინ აკადრებს გარიცხვას ევროპიდანო?
გიუშა
აზიოპა არადა აზიჟოპა კი))
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება