”ზესტაფონის” თავდამსხმელი კიშინიოვში რთულ და დაძაბულ ორთაბრძოლას ელის
როგორც კი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ”ზესტაფონის" მეტოქის ვინაობა შევიტყვეთ, მაშინვე შემოგთავაზეთ ”დაჩიას" ყოფილი და იმერელთა ამჟამინდელი თავდამსხმელის, ჯაბა დვალის ინტერვიუ, სადაც მან მოლდოვის ჩემპიონთა ავ-კარგზე იმსჯელა და იმედი გამოთქვა, რომ ყოფილ გუნდთან ბრძოლაში თავს გამოიჩენდა.

ჯაბას იმედები გამართლდა - "ზესტაფონი"-"დაჩიას" პირველ მატჩში იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და კიშინიოველთა კარში გატანილი ორი ეფექტური გოლით "ზესტაფონს" მომავალი რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. დღეს ”ლელოს" რესპონდენტი კვლავ დვალია.

- უპირველესად, დუბლს და გამარჯვებას გილოცავთ. რამ განაპირობა მატჩის ასეთი შედეგი?

- მოლოცვისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შევიტანე. ევროთასებს გუნდი კარგი კონდიციებით შეხვდა და ეს წარმატება მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. რაღა თქმა უნდა, შესანიშნავად იმუშავა სამწვრთნელო შტაბმა, დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთგულად გვედგნენ მხარში. ძალიან ცუდი იქნება, უეფა ზესტაფონში თამაშს თუ აგვიკრძალავს, ჩვენს სტადიონზე სათამაშოდ სულ სხვა განწყობით გავდივართ ხოლმე.

- ”დაჩიას" კარში გატანილი გოლები ზუსტად ისეთი გამოგივიდა, როგორც ჩაიფიქრე, თუ ყველაფერი ინსტინქტურად გააკეთე?

- თანამედროვე ფეხბურთში ისეთი ტემპია, ფეხბურთელს ფიქრისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც მოვასწარი გადაწყვეტილების მიღებაც და მისი სათანადოდ შესრულებაც. ისე კი, ეფექტური მხოლოდ ჩემი კი არა, ნიკა გელაშვილის გოლიც იყო. თანაც, პირველმა ბურთმა მატჩის საბოლოო შედეგში განსაკუთრებული როლი ითამაშა. სწრაფად დაწინაურებამ ფრთები შეგვასხა და ამის შემდეგ საკუთარი უპირატესობის რეალიზება აღარ გაგვჭირვებია.

- რა დაავალა გუნდს მატჩამდე გია გეგუჩაძემ?

- თავიდანვე უნდა დაგვეწესებინა კონტროლი ბურთზე, მოწინააღმდეგის ნახევარზე პრესინგი უნდა გვეთამაშა და სწრაფი გოლის გატანა უნდა გვეცადა. საბედნიეროდ, ამ ამოცანებს თავი წარმატებით გავართვით.

- მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა.

- გოლის გატანა და უპირატესობის კიდევ უფრო განმტკიცება შესვენების შემდეგაც გვინდოდა, მაგრამ ვეღარ შევძელით. პირველი ტაიმი ისეთ ტემპში ჩავატარეთ, რომ გასაკვირი არ არის, მეორეში იმდენივე რომ ვეღარ მოვახერხეთ. არა უშავს, საწყის 45 წუთში ისეთი უპირატესობა შევიქმენით, რომ წყვილის უდავო ფავორიტებად ვიქეცით. თანაც, რაც მთავარია, დაცვაშიც მაღალ დონეზე ვითამაშეთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, რაც ევროთასების საშინაო შეხვედრებში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- მატჩის შემდეგ, ალბათ, ძველ თანაგუნდელებს ელაპარაკე.

- კი, ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ. ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები იყვნენ, მაგრამ მაინც იმედოვნებენ, რომ კიშინიოვში მდგომარეობას გამოასწორებენ.

იხტიბარი არც იგორ დობროვოლსკიმ გაიტეხა და განაცხადა, შანსი 50/50-ზეაო. ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარანტირებული ჯერ არაფერი გვაქვს.

- ელოდი, რომ განმეორებით მატჩზე ”ზესტაფონი" ამხელა უპირატესობით გაემგზავრებოდა?

- ამის დიდი იმედი მქონდა, რადგან მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, საფეხბურთო მომზადების დონითაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით არა მხოლოდ ამ ბარიერის გადასალახავად, არამედ გაცილებით სერიოზული მიზნებისთვის საბრძოლველად.

- როგორი თამაშია მოსალოდნელი მოლდოვაში?

- ვფიქრობ, საკმაოდ რთული და დაძაბული. მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი აქვს და ფარ-ხმალს იოლად არ დაყრის. დარწმუნებული ვარ, ”დაჩია" აქტიურად შემოგვიტევს და სწრაფი გოლის გატანას ეცდება. დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და შევეცდებით, იქაც დავამტკიცოთ, რომ ”ზესტაფონი" უკეთესი გუნდია.

3:0-ის მიუხედავად, მეც და ჩემი თანაგუნდელებიც კარგად ვაცნობიერებთ, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და სრული კონცენტრაციით თამაში გვმართებს. ყრუ დაცვაში ჩადგომას ნამდვილად არ ვაპირებთ, გოლი სტუმრადაც უნდა გავიტანოთ, რაც ყველაფერს გადაწყვეტს. კარგი იქნება, თუ სარეიტინგო ქულებს ”დაჩიასთან" საპასუხო მატჩშიც მოვიპოვებთ. ყველანი მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ და მომდევნო მეტოქეებზეც მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა