Goal-მა ევროპის სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ კიმ მინ ჟესთან, თვით ლეო მესისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანა, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, უდიდესი აღიარებაა.

მეკარე: ბრის სამბა (ლანსი)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმ მინ ჟე (ნაპოლი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

თავდამსხმელები: ლეო მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

გამოცემამ სიმბოლურის ყველა მოთამაშე დაახასიათა და კვარაცხელიას შესახებ შემდეგი აღნიშნა:

"და ახლა მივადექით ფეხბურთელს, რომელიც უკვე იყო "სეზონის ტრანსფერის" პრედენდენტი: "ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის მოთამაშემ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა, თავის პირველ 17 მატჩში ფენომენალური თამაშის დემონსტრირება მოახდინა და ნეაპოლელთა ხატის დიეგო მარადონას პერეფრაზირებული მეტსახელი "კვარადონა" დაიმსახურა.

ის ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია და მთელი კონტინენტის მცველებს, მათ შორის ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეაჩერონ. "ლივერპულის" უკანახაზელს უმოწყალოდ გაუსწორდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინგლისური გუნდი 4:1 გაანადგურეს.

"ნაპოლი" უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად გახდა რამდენიმე ფრონტზე ნამდვილი ლიდერი და ვინაიდან მის შეტევას კვარაცხელია უდგას სათავეში, არ აქვს ზღვარი იმას, თუ რაოდენ შორს შეუძლიათ გავიდნენ".

სოსო
რაც ახლაა,იმაზე აფასებენ აფასებენ და რატომაა ნაადრევი?!
alexandre
oto, შვილო, ასეთი კომენტარი სწორი მისამართით დაწერე. ამჟამად Goal-ს მიწერე, sportall.ge და ჩვენ რა შუაში ვართ?
oto
ზედმეტი მოლოდინები გაქვთ აშკარად. ჯობდა რამე ტიტული მოეპოვებინა და მერე ამტყდარიყო ეს აჟიოტაჟი. დამშვიდდით და აცალეთ, ეს შეფასებები ნაადრევია.
ზაზა
უბედური საქართველოს ამაყი შვილი ღმერთი გფარავდეს
ლევანი
კიდევ,კიდევ,კიდევ უფრო დიდი წარმატებები, შენ მაგარო ქართველო! ბოლო-ბოლო გაიგებს და დააფასებს მსოფლიო ქართულ ნიჭს. სხვა რა გზა ექნებათ რო... დიდება საქართველოს!
მე-9 ბლოკის თაობა
ხვიჩა შემტევი ნახევარმცველია და მბაპე თავდამსხმელი
zura222
მბაპეს ადგილზე ხვიჩა და ნეიმარი არიან ესეიგი ამათ ვერ აჯობა მბაპემ
ამო
აბა ბამპე?
gia
მბაპე გამორჩათ?
სოსო
ეს ბიჭი კარგად თამაშობს, თითის წვერებზე დგება, ამან რომ გოლი შეაგდოს, ნეტავ ვის დაჰბრალდება?! ბათუმის დინამოსაგან,სულ რაღაც 10 მილიონად გამოისყიდესო!ნეტავი ის მაინც შეხვედროდათ! ხვიჩა გიჟივით ვარჯიშობსო!გაგიჟება,ოღონდ ჩვენი,მაშინ ნახეთ,მეტოქეს რომ აიკლებს და მათ დაცვას,ძველებურზე უარესად,თავზე დაიმხობს.
giorgi
უფრო მაღლა კვარა უნდა იფრინო შენთვის და საქართველოსთვის
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან