არგენტინის ნაკრებმა ისტორიაში მესამედ მსოფლიო ჩემპიონობის მოსაპოვებლად დიდი გზა განვლო, თუმცა "ალბისელესტესთვის" 2021 წელს "კოპა ამერიკის" მოგებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რადგან სკალონის გუნდმა ხანგრძლივი უტიტულო სერია დაასრულა.

ამ ამბავს წინ ერთი საინტერესო მოვლენა უძღოდა. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, გახსნით მატჩში, არგენტინის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მუნდიალზე პირველი სენსაციის დაფიქსირების შემდეგ არგენტინელმა ჟურნალისტმა რომა პანტაროტომ ლეოს წითელი ლენტი აჩვენა და უთხრა: "ლეო, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხართ. ყოველთვის მის შეკერილ ლენტს ვატარებ და ჩემთვის იღბალი მოაქვს. თუ გინდათ, შემიძლია გაჩუქოთ".

"ლა პულგა" შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, ჟურნალისტმა კი ცისკენ აიხედა და თქვა: "დედა, მესიმ შენი შეკერილი ლენტი მოირგო!"

არგენტინის ნაკრებმა მომდევნო მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ გამართა. ალბათ, ყველას გახსოვთ მესის შთამბეჭდავი გოლი აფრიკელთა კარში.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამავე სამაჯურით კიდევ 4 ფეხბურთელი გამოჩნდა: მესის ყოფილი თანაგუნდელი "ბარსელონაში" ფელიპე კოუტინიო, როდრიგო დე პაული, ლაუტარო და ემილიანო მარტინესები.

შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა "ალბისელესტემ" 2021 წელს "მარაკანას" სტადიონზე მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებს სძლია, 2022 წლის მუნდიალის ფინალში კი დრამატულ ბრძოლაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.

საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა არგენტინელთა ბანაკში "წითელი ლენტის" წარმატების ისტორია.

მამუკა
ამათმა სულ გაუბერეს, ჯერ იყო და წყევლაო, ეხლა წითელი ლენტაო, ფიფას პრეზიდენტიდან დაწყებული და ტვალეტის დამლაგებლით დამთავრებული ყველა არგენტინის მოგებას გაიძახდა.

მესიმ ზრდილობის გულზე გაიკეთა ეგ მაგის იმედზე კი არ ყოფილა
ავოეეე, მურთოოოო!
რაღაც სისულელეებს, რომ როშავ ვერა ხვდები? უბრალოდ გვაცინებ რა? და თავს იმასხარავებ! ეგ არის და ეგ.
ეეე
ვის ვინ მოსწონს მისი საქმეა, მარა მესი ან არგენტინა შორეულ საქრთველოში, როგორ უნდა შეიძულო ისე, რომ მისი დამსახურებული ჩემპიონობა ფიფას დააბრალო.
მურთო
არგენტინის წარმატების საიდუმლო- ,,ფიფა''! მარტივი გამოსაცნობია
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა