ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2023 წელს!

Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2023 წელს!

2022 წელი, როგორც სხვა ყველა წელიწადი, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციით იყო სავსე - სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, ამბები, მოვლენები, წარმატებები თუ წარუმატებლობები ერთმანეთს ეცვლებოდნენ. ასეთი წელი იყო როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე ქართული სპორტისთვის.

აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ 2022 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და 1/4-ფინალშიც გავიდა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მხოლოდ 1 მატჩი წააგო, ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

განსაკუთრებით დიდი სიხარული ქართველ ხალხს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მიანიჭა - 21 წლის ფეხბურთელმა ევროპული მოედნები "ნაპოლის" მაისურით დაიპყრო და ქართული ფეხბურთი მსოფლიოს რადარებზე დააბრუნა.

წარმატებული წელი ჰქონდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც ისტორიაში პირველად "6 ერის" გუნდი დაამარცხა, თან ორი!

სამწუხაროდ, ევრობასკეტზე კარგად ვერ გამოვიდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები. თუმცა ილია ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანებს ინარჩუნებს და ამ მიზნის მისაღწევად დარჩენილ 3 მატჩში წარმატების მიღწევა სჭირდება.

წარმატებული წელი იყო ქართველი მოკრივეებისთვის, MMA მებრძოლებისთვის, მოჭიდავეებისთვის, ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა!

სანერვიულო მომენტი 2022 წელს არ მოგვკლებია და მომავალი 12 თვის მანძილზეც ასე იქნება და იმედია, დადებითი ემოციები უარყოფითს მკვეთრად გაუსწრებს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!

მთელ საქართველოს, ცხადია, განსაკუთრებით ჩვენს მკითხველებს გილოცავთ ახალ, 2023 წელს! გისურვებთ, რომ მომდევნო წელი თქვენთვის ოცნებების ასრულებისა და მიზნების მიღწევის პერიოდად იქცეს! ყველაზე სასიამოვნო წელს გისურვებთ, რაც აქამდე გქონიათ! როგორც შარშან გითხარით, ის რაც დღეს წარმოუდგენლად ჩანს, ხვალ რეალური შეიძლება გახდეს! ამიტომ, არ თქვათ უარი საკუთარ სურვილებზე, საკუთარ გზებზე და ბრძოლა არასდროს შეწყვიტოთ!

• ავთო

გაიხარე გია! დიდი მადლობა გამორჩევისთვის. შენც და ყველას ვულოცავ ახალ წელს!

• tngh

გილოცავთ!!!

• მამუკა1991

გილოცავთ ყველას წარმატებების და ბევრი სიხარულის წელი ყოფილიყოს. მრავალი წარმატება მიგველოცოს ერთმანეთისთვის ამ წელს

• გილოცავთ 2023-წელს! გია.

ეს სპორტული საიტი მომწონს! ხშირად ვსტუმრობ და ასევე ხშირად ვაკომენტარებ კიდევაც. ამ საიტის მომხარებლები თითქმის "დაუსწრებლად ვიცნობთ" ერთმანეთს, ამიტომ ორ პიროვნებას გამოვარჩევ, რომელთა კომენტარებიც გამოირჩევიან არა აგრესიულობით და ობიექტურობით, ესენია: სოსო და ავთო (ლეო მესის გულშემატკივარი) ვულოცავ ორივეს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!

• Charley

ვულაცავ სპორტალ.გე-ს მთელ შემოქმედებით ჯგუფს მის ყველა ჟურნალისტს რომელი რედაქციაც ნამდვილად გამორჩეულია ქართულ სპორტ:მედია სივრცეში , ასევე ვულოცავ მთელ საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და ყველა მისი მაცხოვრებლის დარდის გამქარვებელი და ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს , სპორტალ.გე დან კი ქართული სპორტის პერმანენტული გამარჯვებებისთვის მიძღვნილი ულევი სტატიები წაგვეკითხოს.

• Skeleton

აქვე დავამატებ, ხვიჩას და ნაპოლის ჩემპიონობა გვეზეიმოს ყველას ამ საიტზე. ❤️⛄️ ეგ რომ მოხდეს მთელი საქართველო გაერთიანდება და მტერი ვეღარ მოგვერევა :D

• ფეხბურთის გულშემატკივრებს გაგვიმარჯოს!!!!!!!!!!!!!!! გია.

გულით და სულით ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც, ულამაზესი და ემოციური სპორტის სახეობა: ფ ე ხ ბ უ რ თ ი უყვართ! დაე ეს წელი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის გამარჯვების და წარმატების წელი!

• G.LA

სპორტალ გილოცავთ ახალ 2023 წელს. ჯანმრთელობას და დამრავლებას გისურვებთ ყველას თქვენი შემოქმედი ჯგუფით. მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ. თუ ხანდახან გაჯავრებთ მოგვიტიეთ. ასევე ყველა სპორტალის მკითხველს გილოცავთ ახალ წელს განურჩევლად პოლიტიკური ქოცნაცური თუ ერევნული კუთვინლებისა. ჩვენ ერთი სამშობლო გვაერთიანებს და მე ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე კი ეს ქვეყანა ვისაც ძალიან არ ვეთანხმები. ისე თქვენს გარეშე ჩემს გარეშე ტერიტორია იქნებოდა და არა საქართველო. მე ქართველებთან ერთად მიყვარს საქართველო. ჯანმრთელობას და დამრავლებას გისურვებთ ყველას. ვისაწვლოთ ჯერ ერთმანეთის ატანა და მერე ერთმანეთის გატანაც იქნება.

• SPORTALL.GE-ის მთელ კოლექტივს ვულოცავთ ახალ, 2023 წელს!

აბსოლუტურად ყველას გილოცავთ ახალ წელს! დაე ეს წელი მაინც ყოფილიყოს მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის და სიხარულის! ყველაფერი ნეგატიური დარჩენილიყოს გასულ წელში! სიმართლე გითხრათ მომენატრა ის კარგი ქართული ჩვენი ხასიათი, როდესაც ყველა ერთმანეთს ვუღიმოდით და რაღაცნაირად ერთმანეთის მხარში დგომით გაგვქონდა, ცხოვრებისეული ლელო! იმედია დაგვიბრუნდება ეგ დროც! აბა ჩემო მეგობრებო და ძმებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ! სიკეთე და ბედნიერება, არ მოგიშალოთ ღმერთმა! კეთილი სურვილებით, თემო.

• სოსო

გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს.უკვე დიდი ხანია,თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ და მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებისა,ვხედავ,როგორ თვალდასთვალ იზრდებით,მისი ჟურნალისტები.იმედი მაქვს ეს წელი კიდევ უფრო შემოქმედებითები გახდებით და გააგრძელებთ,შემდგომ წინსვლას.თქვეთან ერთად ამ საიტის ყველა მომხმარებელს და მთელ საქართველოსაც ვულოცავ ახალ წელს.დაე მშვიდობიანი და წარმატებული აღმოჩნდეს თქვენთვის,მთელი ქვეყნისათვის,ეს წელი.იმის დიდი იმედიც მაქვს,რომ პანდემიები,ისტორიას ჩაბარდება.

• Skeleton

გილოცავთ ყველას ახალ წელს. მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, მაინც მგონია, რომ ამ საიტზე შეგნებული ხალხი აკომენტარებს და ფეხბურთზე მხოლოდ აქ ვწერ კომენტარებს, რადგან სხვაგან უბრალოდ აზრი არ აქვს. გილოცავთ და წარმატებები გქონოდეთ. მრავალი ბედნიერი ახალი წელი!❤️❤️⛄️

• Ahahaha

ბიჭებო გილოცავთ! თქვენი საიტის მომხმარებელი ვარ და მინდა უკეთესები და უკეთესები გახდეთ. წარმატებები

• ქობულეთიდან

სპორტალ.გე-ს, გილოცავთ ჩემო კარგებო ახალ 2023 წელს.მშვიდობა და სიკეთე მინდა გისურვოთ.თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და მინდა ვთქვა რომ ამ საიტის გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია სპორტული სამყარო და მასთან დაკავშირებული სიახლეები. მინდა მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებები გისურვოთ და ჩვენი სპორტსმენების წარმატებით ერთად გვეხაროს! წინ ბევრი სიხარული გველის!

• qomagi

სპორტალ.დღის განმავლობაში საშუალოდ 2 საათი ვსარგებლობ თქვენი საიტით.თავისთავად გამოდის,რომ მნიშვნელოვანი ხართ ჩემთვის.ყველაზე მეტ ინფორმაციას ქართული ფეხბურთის შესახებ ვკითხულობ და აქტიურად ვცდილობ დავაკომენტარო თქვენს სტატიებზე.გილოცავთ ჩემო კარგებო 2023 წელს და გისურვებთ ეარმატებას,ბრდნიერებას მთლიანად თქვენს შემოქმედებით ჯგუფს.ყველაზე მეტად გისურვებთ,2023 ში დაიდოს ყველასთვის საოცნებო სტატია,სადაც საქართველოს ნაკრებზებიქნება ცნობა ევრო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შესახებ და ქართული კლუბების ევროტურნირზე გასვლის შესახებ.მადლობა კიდევ ერთხელ არსებობისთვის..პატივისცემით ბესო!!!

• დინამოელი

სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს, მრავალს დავესწროთ !!!

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა