“ტვენტეს” ავსტრიელი ცენტრალური თავდამსხმელი მარკ იანკო უარს აცხადებს ერედივიზიედან სათამაშოდ "ანჟიში" გადაბარგდეს
“ტვენტეს” ავსტრიელი ცენტრალური თავდამსხმელი მარკ იანკო უარს აცხადებს ერედივიზიედან სათამაშოდ რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგდეს. "დე ტელეგრააფის” ცნობით, მახაჩყალის “ანჟიმ” მას ხელფასის სახით 3 წელიწადში 8 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ბევრად მეტია.

გამოცემის მტკიცებით, რუსული კლუბის მიწვევით ფეხბურთელის აგენტი გეორგ შტანგაზინგერი ავსტრიაში ბად ვალტერსდორფში შეკრებაზე მყოფ რუსულ კლუბს ბაზაზე ეწვია და მოლაპარაკებები გამართა. ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის უარის მიზეზი შეთავაზებული ანაზღაურებით უკმაყოფილება არ არის. “მარეკი უბრალოდ არ არის მზად საცხოვრებლად რუსეთში წავიდეს. მას ყველანაირად აწყობს ენსხედეში ცხოვრება,” - აცხადებს შტანგაზინგერი.

იანკომ “ტვენტესთან” 4-წლიანი კონტრაქტი შარშან ზაფხულზე გააფორმა, რისი წყალობითაც წელიწადში ის 2 მილიონ ევროზე ცოტა ნაკლებს იღებს. შეგახსენებთ, რომ “ანჟიმ” ორიოდე კვირის წინ შეიძინა “ეინდჰოვენის” საყრდენი ნახევარმცველი ბალაშ ჯუჯაკი და იმედი ჰქონდა, რომ ერედივიზიეს კიდევ ერთ ვარსკვლავსაც წაართმევდა. ჩრდილოკავკასიელებმა უნგრელ ფეხბურთელში 14,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი გერმანული ვებგვერდის მტკიცებით, “ანჟიში” გადასვლაზე უარი თქვა “ბეშიქთაშის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რიკარდო კვარეჟმამაც. არადა “ანჟის” მესაკუთრე სულეიმან ქერიმოვი მას წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა. კვარეჟმას განცხადებით, ბოლო დროს თურქულ ფეხბურთში განვითარებული მოვლენების ფონზეც კი არ არ აპირებს ამ ქვეყნის დატოვებას და სათამაშოდ სხვაგან წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა