Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ "ინტერთან" "ნაპოლის" პერფორმანსი შეაფასა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაკეთებული კომენტარია.

საკიმ ჩვენებურის შესახებ ორიგინალური კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ "სან სიროზე" "პარტენოპეის" ბევრი ფეხბურთელი თავის თავს არ ჰგავდა, ხვიჩაზე კი ეგონა, რომ მოედანზე მისი ტყუპი ძმა თამაშობდა...

"ზოგიერთი "ნაპოლის" ფეხბურთელი არ ჰგავდა იმათ, ვინც ამ სეზონში ვნახეთ. მაგალითად, კვარაცხელიაზე მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა, არამედ მისი ტყუპი ძმა იმყოფებოდა...

ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ სპალეტიმ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ენთუზიაზმი და ვნება. "ნაპოლი", რომელიც პირველ ეტაპზე ვნახეთ, ყველაზე ლამაზი, მხიარული და ასევე ყველაზე წარმატებული გუნდი იყო. სილამაზის გარეშე ძნელია გამარჯვება", - თქვა საკიმ.

Tivana
Vetanxmebi winamorbedis am vrcel komentars, Spaletim daakompleqsa Chveni Kvaracxelia pasebis gadacemis motxovnit, swored esaa am droebiti chavardnis mizezi,mas unda misces tavisupleba moedanze radgan bevri araa individualurad ase lamazad motamashe, Kvaracxelia roboti araa daaprogramos, Xvicham unda gaagrzelos miseburi tavisupali tamashi da Gamarjvebebi garantirebuli aqvs!.
მ.მ
ინტერთან თამაშში კვარაზე ისე იმუშავეს ტრანსლაციისას რომ უპირველეს ვარსკვლავად თვლიან ნაპოლიში. ეს კომენტარებიც ამიტომ მოყვა მის საშუალო თამაშს, წესით სასიხარულოა მსგავსი მოლოდინი და ჩასაფრებული ხალხი რომ ყავს, ვარსკვლავობაზე მიუთითებს.
მალადეც ინცკპირველი
საკი იტალიურ ფეხბურთში დიდი ფიგურაა და მისი აზრის მოსმენა საინტერესოა,მაგრამ დროში არის ჩარჩენილი და მისი ბაჯოსთან ურთიერთობა რო იცი კაცმა,კვარაზე მისი აზრი აღარ არის საინტერესო. კვარა არის ძალიან მაგარი ინდივიდუალისტი,რომელსაც მოედანზე სჭირდება თავისუფლება,თუ მას ჩარჩოში ჩასვავ,ყოველთვის გამოჩნდება ნაჯახით მორბენალი მეტოქე,ვინც გააჩერებს. მისი ნაპოლიში ტრანსფერი თან მიხაროდა და თან არა,ტოპ ხუთ ლიგაში ქართველის ნახვა სასიხარულოა,მაგრამ მთლად იტალიაში ცოტა მაფიქრებდა. იტალიელები ზედმეტად ჩაციკლულები არიან ტაქტიკაზე და ყველაფერს გეგმავენ,სადაც იკარგება ინდივიდის თავისუფლება.გვარდიოლაც კი,ვინც ყველაფრის დაგეგმით არის ცნობილი,აძლევს საშუალებას მოთამაშეს ინდივიდუალური ქმედებისთვის,მესის სრული თავისუფლება ქონდა,ხოლო ანრის თუ დავუჯერებთ,მოედნის მესამედი იყო სრული თავისუფლების სივრცე იმ ბარსას მოთამაშეებისთვის. ხოდა რა გახდა ასეთი ეს სპალეტი? რატომ უნდა არბენინო კვარასნაირი ინდივიდუალისტი დაცვაში,როცა შეგიძლია ისე დაგეგმო რო მაქსიმალური სარგებელი მიიღო ამისგან. აგერ სალაჰი ლივერპულში,იშვიათია დაცვაში ირბინოს,სრული თავისუფლება აქვს და ბევრი გააქვს. რომაშიც იყო და ფიორენტინაშიც,ხოდა იმდენი ვერ გაქონდა,რადგან ჩარჩოში იყო მოქცეული. ამას იმიტომ არ ვიძახი რო კვარა ქართველია,მსგავს ფეხბურთელს სჭირდება თავისუფლება და ის მოგაგებინებს თამაშებს. ამ ნაპოლიში კვარა არის ყველაზე ნიჭიერი და ტექნიკური ახალგაზრდა,რომელსაც ახლა სჭირდება თავისუფლება განვითარებისთვის. შესაძლოა,ვინმემ იფიქროს რო სპალეტიმ უფრო იცის ან ამ ქომაგებმა პრაფესორობა რატო დაიწყესო,მაგრამ წარსული ცუდი გამოცდილება გვაქვს ქართველებს. ყველას გვიხაროდა ყენიას გადასვლა შალკეში,მაგრამ ფელიქს მაგათმა რაც ამ ბიჭს დამართა,როგორ გინდა მშვიდად გაატარო სპალეტის დამოკიდებულება კვარასადმი.კი,შესაძლოა ფეხბურთი სპალეტი უფრო იცის,ვიდრე ჩვენ,მაგრამ იმდენი ცოდნა მაინც გვაქვს,რომ გავარჩიოთ მავნებლობა სარგებლისგან.აშკარაა,რომ კვარას ვერ ეხმარება ეს დაცვაში სირბილი და ზედმეტი ტაქტიკური სქემები. ერთ რამეში ვეთანხმები სპალეტის,გუნდურად უნდა ითამაშოს ყველა ფეხბურთელმა,მაგრამ როგორ გინდა პასზე იფიქრო,როცა 3 კაცი მოტყუებული გყავს და კარის წინ დგახარ? რაც შეეხება,იტალიური გამოცემების თუ გულშემატკივართა გამოხმაურებას,ეს მოსალოდნელი იყო და არ არის გასაკვირი,გასარკვევი იყო როდის გააკეთებდნენ ამას და ეს პირველივე არცთუ კარგ თამაშს მოყვა. ასეთ თამაშს თავისი მიზეზები ქონდა,მარა ეგ არ ადარდებთ. ასეთია მსოფლიო ფეხბურთი,ერთ დღეს გაღმერთებენ და მეორე დღეს გლანძღავენ,რას ვიზავთ,პასუხი მოედნაზე უნდა გაეცეთ ასეთ ადამიანებს თუ გამოცემებს. რაც შეგვეხება ჩვენ,ქართველებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და უნდა დავუკვირდეთ ჩვენს ნათქვამს. არავინ ამბობს რო არ უნდა გააკრიტიკოთ,მარა კრიტიკა ზიზღში არ უნდა გადავიდეს,როგორც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში. ჩვენში ხო ნიჭიერს და წარმატებულს ადამიანს ყველაზე მეტად ერჩიან,რატომღაც გონიათ,რომ კვარას წარმატება მათი წარუმატებლობაა და უაზრობებს აკეთებენ. ყველა ხვდებით,რასაც ვგულისხმობ და იმედი მაქვს,რომ მსგავსი სასირცხვილო ქმედებები აღარ მოხდება.იმ ხალხსაც ეხება ეს,ვინც ეიფორიაშია და ლამის გააღმერთეს ეს ბიჭი,ცოტა დაუწიეთ და მიეცით საშუალება მშვიდად განვითარდეს. თამაშის დღეს,ნაპოლის თამაშამდე ლოჩოშვილი თამაშობდა იუვეს წინააღმდეგ და არც კომენტატორები იკლავდნენ თავს,არც გამოცემებს და გულშემატკივარს მოუკლავს თავი ამ ბიჭის ხსენებით,რაც ცუდია. გავიგე,რომ კვარას ხსენება უფრო სარგებლიანია,მეტი ნახვა და გამოხმაურება,კარგი რეკლამაა საკუთარი სარგებლისთვის,მაგრამ არ დაგავიწყდეთ ეს ბიჭი,რომელიც ძალიან კარგად იდგა და მისმა გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა იუვესთან.ალბათ,ცოტა გამართლება და იმ თამაშს მოიგებდა კიდეც. იმ კრემონეზემ ძალიან ბევრი მომენტი შეუქმნა იტალიურ გრანდს და იღბალი დააკლდათ. მესმის,რომ კვარა შემტევია და გულს უფრო ახარებს დრიბლინგები ან გოლები,მაგრამ პერსპექტივაში,თუ გვინდა ჩვენმა ნაკრებმა მიაღწიოს რამეს,ეს შეტევის კი არა,სოლიდური დაცვით მოხერხდება და იმედი მაქვს,რომ ლოჩოშვილი თავის წვლილს შეიტანს. არცერთ გუნდს არ მოუგია ტიტული მხოლოდ კარგი შეტევით,შეტევა იგებს თამაშებს და ტიტულს დაცვა.
სვანსკი
100 % . ეგ ტლოპინა ჯორი წაგება თავის თავს დააბრალოს .
რეზო
რატომ ტირაჯირებთ ნეგატივს? საფეხბურთო სამყარო სავსეა აფთრებით. ხვიჩა საკიზე დიდიცაა, ნაპოლიზეც და სერია ა ზეც. ძალიან მალე ის ნომერ 1 იქნება მსოფლიოში! საკიმ კიდე იმაზე იფიქროს, ბაჯოს რო ერთი ევროპა არ აქ ნატამაშები.
დოდო
მე ხვიჩას ფიზიკური სიძლირე მაფიქრებს თორემ ნაპოლი არა მგონია წელს ჩემპიონი გახდეს მთლიანი გუნდია მოშლილი.
!!-ს
ისევ გაგააქტიურეს?თითები გაცვეთილი გაქვს ამდენი ქებით.რას გიხდიან ასეთს?
დავით 67
zaza-s-ს! ვაა ამაშიც იხდიან თურმე. რა გეშველება!
zaza-s
რამდენს გიხდიან კვარაცხელიას ქება დიდებაში?

ტიპებმა 5 ლარიანი ბილეთები წააგეს და მთელი ორი დღეა ილანძღებიან . რა სირცხვილია ასეთი გულშეატკივარი
Charley
ხვიჩამ გამორიცხულია ეს მცირე ჩავარდნა არ დაძლიოს, დიდი დიდი შესაძლოა კიდევ 2-3 მატჩი დაჭირდეს იმ ფორმის აღსადგენათ რაც ამ პაუზამდე იყო და კვარა ისევ დაანთებს ცეცხლს აპენინის მწვანე მინდვრებზე. უბრალოდ მთავარია რაიმე დაზიანება არ აიკიდოს, რაც ყასაბმა შკრინიარი-ბარელა-დარმიანის ტრიომ მას ფეხებში ურტყეს , და ასევე მთავარი გამოჩნდა წინა მატშიც სპალეტიმ არ მისცა ისეთი თავისუფლება ცენტრში პლეიმეიკერად შეწეულიყო ინტერთან და მთელი მატჩი ლამის კუთხურის ალამთან დააწება, რამაც დაწია მისი პროდუკქტიულობა ისეთაც ამ უფორმობის გამო. მაგრამ ნაპოლის მთელი დამრტყმელი ძალა არცერთია არარის ფორმაში და რაც შეიძლება მინიმალური ქულათა დანაკარგებით უბდა აღიდგინოს ფორმა მთლიანმა გუნდმა და არა კონკრეტულმა ინდივიდებმა თორემ ესეთი ფორმით გაგრძელება მომდევნო თამაშებშიც დიდი ალბათობით სკუდეტის ფასად დაუჯდებათ.
G.A.L.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წაუგებლად რომ ვერ გაივლიდა ნაპოლი მთელ ჩემპიონატს ხომ ყველამ ვიცოდით. ხოდა წააგო კიდეც. ინტერია, ვიღაც ხელწამოსაკრავი გუნდი კი არა! კვარაც, როგორც პირველი თამაში, ამხელა პაუზის შემდეგ, ჩემი აზრით ნორმალური იყო. კარგი იქნებიდა ინტერამდე ერთი ოფიციალური თამაში მაინს ჰქონოდა ნაპოლის, მაგრამ არა უჭირს. პადგატავიტელნის შემდეგ ფეხები არ გემორჩილება, როგორც ტყვიით სავსე ისეა დამძიმებული. პირიქით, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა რომ გაფრენილიყვნენ! მოთმინება და ნდობაა საჭირო. ყველაფერი დალაგდება და ჩვენი ბიჭიც დაუბრუნდება ჩვეულ თამაშს. წარმატება საქარყველოს ნაკრებს და კვარას!!!
სოსო
თუ იტალიელებს ფეხბურთი მოსწონთ და უყვართ,მაშინ ფეხბურთს შემოდგომის ნაპოლი თამაშობდა,მაგრამ თუ მთავარი სამი ქულაა,მაშინ აგერ ინტერი ჰყავთ. უყურონ,"სვარკას" და მსოფლიოს ჩემპიონატებს,ტელევიზორში.თუ მსაჯად მილანელს, სხვებთანაც დაუნიშნავენ,ჩემპიონებიც გახდებიან და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებენ.თუმცა ეს უკევ სპორტის სხვა სახეობა იქნება. არ ვამბობ,რომ ინტერი სუსტი გუნდია.პირიქით,ძალიან მაგარია,მაგრამ ეს თამაში მსაჯმა და ანტიფეხბურთმა გააფუჭა.კვარას თავი ბოლომდე რომც გაემეტებინა,მხოლოდ მძიმე ტრავმას გამორჩებოდა.მსაჯს ისინი განწირული ჰყავდა.ისე კი,მეორე დღეს არ უვარჯიშია და ვინ იცის,რა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.ორჯერ მაინც ისეთი დარტყმები მიიღო,სერიოზული დაზიანების ძალიან დიდი რისკი რომ ჰქონდა და ახლაც შიშით ველი,რას იტყვიან ვარჯიშის გამოტოვების მიზეზზე.
სოსო
ქართველს-ს.შენ ალბათ არც ჭადრაკი იცი და არც ფეხბურთი,თორემ გეცოდინებოდა,რომ მასაც აქვს თამაშის წესები და მასაც.მსაჯის ვალი კი,წესების დაცვაზე თვალყურის დევნება და დამნაშავის შესაფერისი დასჯაა.100-ზე მეტი წლის წინ,ფეხბურთის თამაშის დროს,ფეხბურთელმა ბურთს ხელი სტაცა და გაიტანა.ასე შეიქმნა რაგბი,მაგრამ მასაც თავისი წესები აქვს,რომელსაც მკაცრად იცავენ.
Ზაზა
ამ "ლუზერების" კომენტარებზე ვხალისობ! როგორ უხარიათ ხვიჩას ცუდი თამაში, გეგონება კვარაცხელიამ დასვა ესენი სათადარიგო სკამზე, თორემ დაგლიჯავდნენ "ინტერის" კარის ბადეს.
აკო-ს
კი გაუტანს ლუკეზეს ან კრემონეზეს და დაეცით ყიჟინა..
აკო
ეს "ჭადრაკი ათამაშეთ" რამე ახალი ტრენდია თუ ეს ჩასაფრებულები ყველა მაგას როგორ წერთ. ისე თქვენს ჯინაზე ვისაც ქართველის და ზოგადად საქართველოს წარმატება ასე აღიზიანებს ხვიჩა კიდევ არაერთ ლამაზ სანახაობას გაჩვენებთ. მე გპირდებით ამას.
ცუცურმა
ცირკი ხარ ქართველოჯან, ცირკი )))
კოლხიდელი
არა უშავს.სპალეტი აამუშავებს გუნდს,ხვიჩა კვლავ გაშლის ფრთებს, მოუტანს გუნდს საჭირო ქულებს.ასე იქნება ეს!
ქართველ-ს
ჭადრაკი ათამაშე..რა შორს ხარ ფეხბურთისგან
qartveli
თუ ფეხები დაამტვრიეს ამ ბიჭს, აბა ხელებით ვერ გაიტანს. ისე, ჩვენში დარჩეს ესეც ორიგინალურად ნათქვამია ხომ ?
მალხაზ ჯობავა
აი ჭკვიანი კაცი, სილამაზეო. და რა ქმნის სილამაზეს, რათქმანდა ინდუვიუალიზმი, რომლის თავისუფლებას სპალეტი არ აძლევს ხვიჩას. შე ოჯახაშენებულო რო ხედავ მარცხენა ფლანგზ სამი კაცი დარაჯობს და ურტყამენ ამ კაცს გადამოიყვანე მარჯვნივ, ცენტრში, მიეცი ლავირების საშუალება, თავგზა რომ აურის ინტერის დაცვას და შეაჯახოს ის ყასაბი მცველები ერთმანეთს, არა ერთიდაიგევე შტამპოვკა. მრავალფეროვნება ჭირდება გუნდს სპალეტი, მრავალფეროვნება.
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საკი: "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი
"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე