42 წლის შტეფან ეფენბერგი სამწვრთნელო კურსებზე დადის და ლიცენზიის აღებას აპირებს
42 წლის შტეფან ეფენბერგი მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ რევოლუციის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ სამწვრთნელო კურსებზე დადის და ლიცენზიის აღებას აპირებს.

მწვრთნელის განათლებას ეფენბერგი ყოფილ თანაკლუბელ მეჰმეთ შოლთან ერთად ეუფლება - ეს უკანასკნელი ახლა 40 წლისაა და ეფესთან ერთად, 2001 წელს „ბაიერნში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სხვათა შორის, შტეფანისგან განსხვავებით, შოლს გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება უკვე აქვს - შარშან „ბაიერნის“ მეორე გუნდის თავკაცი გახლდათ, თუმცა წარმატებებს ვერ მიაღწია.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ეფე ამბობს, მინდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გავხდეო. „მთავარია, უმაღლეს ლიგაში ვიმუშავო და მნიშვნელობა არა აქვს, გერმანიაში დავსაქმდები, იტალიაში, თუ ინგლისში. დარწმუნებული ვარ, რომ სამწვრთნელო საქმეში ძალიან წარმატებული ვიქნები,“ - ამბობს შტეფანი.

სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ასე ლაპარაკობდა ეფენბერგის კოლეგა ლოთარ მათეუსიც, რომელიც შტეფანზე რვა წლით უფროსია. ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო ლიცენზია ათი წლის წინ აიღო და ზუსტად ათი წელია, მწვრთნელის რანგში მოღვაწეობს, თუმცა წარმატებას ვერსად მიაღწია. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ მათეუსის ბედს გაიზიარებს, „ბაიერნის“ გულშემატკივრების უსაყვარლესი ექს-ფეხბურთელი პასუხობს, ეს გამორიცხულიაო.

ეფენბერგთან და შოლთან ერთად, სამწვრთნელო კურსებს კიდევ ოთხი წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი გადის - ესენი არიან თომას შტრუნცი, იორგ ჰაინრიხი, კრისტიან ვიორნსი და იორგ ბიომე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა