სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" სეზონში პირველი მატჩი წააგო, სპალეტის გუნდმა "ინტერის" წინააღმდეგ ვერაფერი შეძლო და მინიმალური ანგარიშიც 0:1 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნერაძურისთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, ლუჩანომ "კვარა" 76-ე წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა.

იტალიური გამოცემა Corriere della Sera ახალგაზრდა გარემარბის შესახებ წერს და "კვარას" არასათანადო სათამაშო ფორმას 3 მიზეზით განმარტავს.

ტრავმა და მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა

"ხვიჩამ "ლივერპულთან" წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია, ამის შემდეგ კი 2022 წლის მუნდიალი გაიმართა. მართალია, სრულად განიკურნა, მაგრამ სავარაუდოდ, მის ათამაშებას დრო დასჭირდება, რადგან ტრავმის ხელმეორედ მიღების შიში დაძლიოს.

უსიამოვნო ინციდენტი - მანქანის მოპარვა

ღამით ხვიჩას სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი კუთვნილი მანქანა მოიპარეს, ქართველმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და საცხოვრებლად ნეაპოლის ერთ-ერთ გარეუბან პოზილიპოში გადავიდა. ცხადია, ეს უსიამოვნო ინციდენტი მის თამაშზე გარკვეულ გავლენას იმოქმედებდა.

"ნაპოლის" მისი კარგი თამაში ძალიან სჭირდება. გამარჯვებები და შედეგიანი მატჩები მისთვის საუკეთესო მკურნალი იქნება, თუმცა "სამპდორიასთან" კიდევ ერთი ჩაგდებული შეხვედრის შემთხვევაში, არ გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ ტურებში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სვანსკი
Alonzo-ს ჩვენი ნაკრები ვერ დაფრინავს,სამაგიეროდ მთელი ნაკრები ხვიჩაზე თამაშობს,ხვიჩიას უსიტყვო კარნახით მიდის ნაკრების თამაში,თან როცა ბურთს კარგავს სპალეტივით ხელს არავინ შლის,ნაპოლიში კი გუნდურობას გადააყოლეს სამწუხაროდ.
სვანსკი
ჩეხვაში უძლიერესია, ინგლისელებსაც კი არ გაუკეთებიათ ასეთი @ -ბა ხვიჩასთან რაც აკეთა ინტერმა
ბაბაია
ილოცავთ შობას , ახალ წელს, ბედნიერება და სიხარული ნუ მოგვაკლოს ღმერთმა! დღეს ნაპოლის მატჩის დღეა ! ფეხბურთი ისევ დაბრუნდება ჩვენს ცისფერ ეკრანებზე ! ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში. ინტერთან შეხვედრამ საფიქრალი გაგვიჩინა, რა ხდება ნაპოლიში ? რატომ ვერ იყო წარმატებული გუნდი და ხვიჩა ? რა იყო წარუმატებლობის მიზეზი ? ვფიქრობ ამის გამომწვევი უმეტეს წილად ინტერის მწვრთნელის მიერ "სწორად" არჩეული და სპალეტის მხრიდან არასწორი ტაქტიკა უნდა იყოს, "სწორად" ში ბინძური,ზღვარს გადასული უხეშობა ,სიხისტე ვიგულისხმე და ინტერმა ამ ანტიფეხბურთს მიმართა სწორედ. სპალეტის შეცდომა კი არის რომ ამ ცინიკურ, ყასბურ, "კატენაჩიო"ს "პირველ ნომრად თამაში" დაუპირისპირა. ყველაზე გენიალური ფეხბურთელიც ვერ შესძლებს მარტო თამაშს., მწვრთნელი ცდილობს ,ჩართოს ის მის მიერვე მოფიქრებულ ტაქტიკურ სქემაში. ხვიჩაც ამ სქემის "მსხვერპლია" და კიდევ კარგი რომ გადავრჩით ტრავმას რომელიც ინტერის ასეთი მონდომებით . მწყობრიდან გამოიყვანდა მას,მსაჯი კი თვალებახვეული თემიდასავით, უემოციოდ ადევნებდა თვალს ამ საყასბეს..... გადავრჩით და ეს სრულად არ არის უმნიშვნელოდ ნათქვამი. ვგონებ მართებული იქნებოდა სპალეტის დაცვაში დაეყენებინა გუნდი და შეეცადა კონტრშეტევებზე სწრაფი გადაცემების ხარჯზე შეექმნა საგოლე მომენტები, არ იქნებოდა ეს სანახაობრივად მოსაწონი მაგრამ თუ მეტი გამოსავალი არ არის ? ასე რომ ვფიქრობ სპალეტის წილი ამ დამარცხებაში მნიშვნელოვანია.
ბაბაია
გილოცავთ შობას , ახალ წელს, ბედნიერება და სიხარული ნუ მოგვაკლოს ღმერთმა! დღეს ნაპოლის მატჩის დღეა ! ფეხბურთი ისევ დაბრუნდება ჩვენს ცისფერ ეკრანებზე ! ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში. ინტერთან შეხვედრამ საფიქრალი გაგვიჩინა, რა ხდება ნაპოლიში ? რატომ ვერ იყო წარმატებული გუნდი და ხვიჩა ? რა იყო წარუმატებლობის მიზეზი ? ვფიქრობ ამის გამომწვევი უმეტეს წილად ინტერის მწვრთნელის მიერ "სწორად" არჩეული და სპალეტის მხრიდან არასწორი ტაქტიკა უნდა იყოს, "სწორად" ში ბინძური,ზღვარს გადასული უხეშობა ,სიხისტე ვიგულისხმე და ინტერმა ამ ანტიფეხბურთს მიმართა სწორედ. სპალეტის შეცდომა კი არის რომ ამ ცინიკურ, ყასბურ, "კატენაჩიო"ს "პირველ ნომრად თამაში" დაუპირისპირა. ყველაზე გენიალური ფეხბურთელიც ვერ შესძლებს მარტო თამაშს., მწვრთნელი ცდილობს ,ჩართოს ის მის მიერვე მოფიქრებულ ტაქტიკურ სქემაში. ხვიჩაც ამ სქემის "მსხვერპლია" და კიდევ კარგი რომ გადავრჩით ტრავმას რომელიც ინტერის ასეთი მონდომებით . მწყობრიდან გამოიყვანდა მას,მსაჯი კი თვალებახვეული თემიდასავით, უემოციოდ ადევნებდა თვალს ამ საყასბეს..... გადავრჩით და ეს სრულად არ არის უმნიშვნელოდ ნათქვამი. ვგონებ მართებული იქნებოდა სპალეტის დაცვაში დაეყენებინა გუნდი და შეეცადა კონტრშეტევებზე სწრაფი გადაცემების ხარჯზე შეექმნა საგოლე მომენტები, არ იქნებოდა ეს სანახაობრივად მოსაწონი მაგრამ თუ მეტი გამოსავალი არ არის ? ასე რომ ვფიქრობ სპალეტის წილი ამ დამარცხებაში მნიშვნელოვანია.
ჟორა
ფეხბურთის მიმომხილველობას აპირებენ და ვარჯიშობენ.
ადამიანი
შენ რა მაგრად დაწერე,არა?! სულ სხვა ბდონე ხარ
გოგა
რა ამბები ატეხეთ ერთი თამაში ჩააგდო რა მოხდა მერე? თამაში კიარა ნახევარი სეზონი მესიმ ჩააგდო რა გაუტრაკეთ ამ ბიჭს საქმე მოიხოდება ისევ ამხელა პაუზის და ტრამვის შემდეგ კიდე კარგად ითამაშა
სოსო
ალონზოს.გუშინდელ კომენტარებში,მსაჯს,სადმე უადგილო ადგილას,რომან დოლიძესთან შეხვედრა ვუსურვე,ჭკუის სასწავლად.მგონი ეგეც კარგი ვარიანტია.შკრინიარს კი,მსაჯმა მისცა უფლება და მანაც ისარგებლა.ჩალხანოღლუსაც რამდენჯერმე კარგად უთავაზეს.ეს ყველაფერი მსაჯის სინდისზეა,თუ აქვს,რა თქმა უნდა.
jiji
ხვიჩა რა თქმა უნდა კარგათ ითამაშებს მაგრამ ეს რა ჯანდაბაა მოთხრობასავით კომენტარები.რისი დამტკიცება გინდათ რომ მაგარი ჭკვიანები ხართ.სინამდვილეში პირიქითაა.გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო.
დათო
ხალხო მოდით რეალურად შევხედოთ მთლიან სურათს, ხვიჩა რუბინში რომ იყო ტრავმის შემდეგ 1 ან 2 თამაშს ვერ თამაშობდა ისე როგორც მას სჩვევია, ეს ბუნებრივიცაა, პრაქტიკის ნაკლებობა ყველაზე აისახება. მაგრამ 2 თამაშის შემდეგ იმაზე უკეთესი იყო ვიდრე იქამდე. ამხელა შესვენების მერე საპანიკო აქ არაფერია. რაც შეეხება ინტერთან თამაშს, ნაპოლის შემადგენლობაში მეკარემ და ხვიჩამ ითამაშა, 2 კაცს იკავებდა თან სულ ჩეხვაში ყავდათ. დანარჩენებმა რა ქნეს 2 მეტრიან პასს ვერ აკეთებდნენ, ხვიჩას ყოველთვის უგვიანებენ გადაცემას. თან რომ უყურებ ყოველ 5 წუთში გუნდის ლიდერს გიმტვრევენ ცოტა გააპროტესტე მსაჯს მიაწექი ესეც ხომ თამაშის ნაწილია. მაგ თამაშში ერთადერთი იყო ვინც რაღაცას ცდილობდა. ამის საპასუხოდ პოლიტანო ხელების შლაში პროფესორია. დავწერე და კიდევ დავწერ, ეს წაგება საჭირო იყო, რომ ახლიდან დაიმუხტოს გუნდი, როგორც არგენტინის შემთხვევაში მოხდა საუდის არაბეთთან. და კიდევ ინტერი ერთ-ერთი ფავორიტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში და ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. ნაპოლის კონკურენტები იუვე, მილანი და ინტერია. ისინიც დაკარგავენ ქულებს.
ზაზა
ეხლა ახალი ინტერვიუ არის სპალეტის და კარგად ახსნა ყველაფერი. ესეა კვარასნაირი ფეხბურთელების ბედი, უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობს, ერთი თამაშიც რომ ჩააგდოს ეგრევე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ბრავო სპალეტის მაგრად დაიცვა კვარა. იმასაც ნუ იტყვიან რომ კვარა არ ცდილობდა თამაშის გამწვავებას, უბრალოდ ამოკეტეს რა, არც ჩეხვას მოერიდნენ. ერთი პოლიტანომ, ლოსანომ ან ოსიმენმა რა გააკეთა კვარაზე მეტი? დაიდება ალბათ ამ საიტზეც სპალეტის კომენტარი, ბრავო მართლა ლუჩანოს რა. როცა აქებდნენ ჟურნალისტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა ეხლა კი მაგრად იცავს კვარას!

ერთი თამაში წააგეს და თურმე ვეღარ ბრწყინავს. მოუსმინეთ როგორ დაიცვა სპალეტიმ. წეღან დავწერე სლუცკი იცავდათქო და სპალეტის ეგ ინტერვიუ არ მქონდა ნანახი. ძალიან სწორად იქცევა მწვრთნელი როცა ქების დროს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ყველას და კრიტიკის დროს იცავს კვარას. ყველაზე დიდი წნეხი ვიზეც არის ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვნად იმას თვლიან. აბა ელმასი კი არ გაულანძღავთ :)
Anjelo Antei
ინტერთან ოსიმენსაც არაფერი არ უქნია და საერთოდ ვერავინ ვერაფერი ქნა. ალბათ ჩვენი პრესა გვაწვდის ინფორმაციას მარტო კვარაცხელიაზე მარა იქაც მაინც მოზღვავებულად განიხილავენ. ინტერთან მცდელობები მაინც ქონდა კვარაცხელიას. სხვებმა რა ქნეს საერთოდ? ბურთს აკონტროლებდნენ საჯარიმოს მისადგომებამდე, ინტერის კონტშეტევებს კი ვეღარ კეტავდნენ. პრაქტიკულად გარღვეულ დაცვას უტევდა ინტერი და უბრალოდ ვერ გაიტანეს მეტი მინიმანული ანგარიში მაგის ბრალია. კარგია რომ კვარაცხელიასგან მოლოდინები დიდია, რახან თხოვენ ე.ი. შეუძლია, მარა ცოტა ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდებაა. ისიც ზედმეტი მგონია სეზონის პირველი ნახევრის მერე, ახალი მარადონააო რომ ამბობდნენ და ეხა საერთოდ 1 წაგების მერე გაშიფრეს და აწი ვეღარაფერს იზავსო. რომ გაშიფრავენ ეს გასაგებია, გაშიფრულები არიან მსოფლიოს ყველა ტოპ ფეხბურთელი, მაგრამ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებენ. კვარა როგორც არ უნდა გაშიფრონ, მის განეიტრალებას რესურსი ჭირდება, რესურსის მიმართვა მასზე კი იწვევს რაღაც ადგილების მოშიშვლებას. და იმ ადგილებში სხვებმა უნდა ისარგებლონ, თუ სხვები შექმნიან საფთხეს კვარაცხელიაზე მიმართული რესურსებიც შემსუბუქდება და მეტი შანსი ექნება. რატო იყო ფლანგზე ზელინსკი საერთოდ ვერ გავიგე. ან რატო მიდიოდა ერთი ფლანგიდან შეტევა სულ, ესე დროს როცა ერთ ფლანგზეა დიდი დაცვითი რესურსი, ზელინსკიმ ცენტრიდან უნდა ანაწილოს ბურთი ცარიელ ზონებში. აქ კიდე მიყრილი იყვნენ ერთად და სულ ერთ ფლანგს აჯდნენ. რამდენჯერმე რომ გადაიტანეს მეორე ფლანგზე, რომ არა ტექნიკური წუნი იქ მოთამაშე ფეხბურთელების იყო შასნი კარგი შეტევის. კვარას უნდა მეტი თავისუფლება სპალო ნუ პრაფესორობ მიეცი მას სრული კარტბლანში მოედანზე და თუ ის ვერ შექმნის ფლანგიდან შეგიქმნის ცენტრიდან და მოგაგებიებს თამაშებს. მარტივი ფორმულაა ვერავინ დამაჯერებს შეიძლება ამ მომენტში არ არის იმ ფორმაში რომელშიც პაუზამდე იყო მაგრამ კლასი არსად წასულა და მისი "ამოფრქვევა" აპენინის მწვანე მინდვრებზე დროის ამბავია. მისი გაქანების შემტევები კი ყოველგვარი გადამეტების გარეშე არა მარტო სერია აში არამედ სხვა ტოპ ლიგებშიც თითზე ჩამოსათვლელად არიან და ეს ნაპოლშიც კარგად იციან.
ხვიჩას
მალევე გაეცი ამ უბადრუკებს ღირსეული პასუხი კვარა, ხედავ, როგორია სამყარო? როცა დაფრინავ, ცაში აყავხართ, როგორც კი ჩააგდებ თამაშს, ეგრევე სვავებივით გაცხრებიან თავზე. მარტივია ყველაფერი: გოლს პლუს პასი და ჩაიგდებენ ეგრევე ენას.

ზუსტად მაგაზე წერს იტალიური პრესა, რომ შეიძლება დაემუქრენო და რაღაც სხვა მოხდაო. მარტო მანქანა და ნივთზე ხო არაა საქმე. ჩვეულებრივად ვარჯიშობდა და მერე უცებ ტრავმა აქვსო, ლივერპულთან თამაშის მერე რამდენიმე დღე იყო გასული. იმედია ჭორებია ეს ყველაფერი. ინტერთან თამაშს რაც შეეხება , მსგავსი უხეში თამაში არ მინახავს კვარას მიმართ, რასაც ქვია მიზანმიმართულად ურტყამდნენ. მსაჯი რომ აიგნორებდა და მწვრთნელმაც არ დაიცვა ეგ უფრო უარესია იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ასეთ ტალანტებს დაცვა ჭირდებაო. იმ რუსების გაგონებაც არ მინდა მარა მახსოვს სლუცკი როგორ იცავდა უხეში თამაშის მერე ხვიჩას. მსაჯებსაც ეკამათებოდა. სავარაუდოდ ყველანაირი წესის დარღვევა იგნორირებული იქნება ახლა მის მიმართ და არვიცი რამდენ ხანს გაუძლებს ამას. ტრავმისკენ მიდრეკილი არაა მარა რკინის ძვლები ხო არ აქვს
დათო
ნაპოლი არ არის ფორმაში, არც ხვიჩა. მსაჯზე ლაპარაკიც არ ღირს.
Skeleton
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ცუდად ითამაშა, მთელი კრიტიკა მარტო კვარას დაატყდა. იმიტომ რომ გამორჩეულია ყველასგან და ყველაზე მეტს მისგან ელიან. გასაკვირი არ არის მაგრამ ზომა და წონა უნდა იცოდეს ადამიანმა. ზღვარგადასულია უკვე და დიდი უმადურობა და დაუნახავობაც არის. მარტის მერე ამ ბიჭს თამაში არ წაუგია. ბათუმის დინამოში რაც ითამაშა, ხალხი სტადიონებზე მიიყვანა და არასდროს რომ არ ღირსებია საქართველოს ჩემპიონატს (დამოუკიდებლობის ისტორიაში) ისეთი რამეები აკეთა. ევროპული პრესა მის მომენტებს იღებდა და ავრცელებდა, ზუსტად საქართველოს ჩემოპონატიდან და ზესტაფონის, თელავის თუ სხვა ქალაქების სტადიონები ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ამის მერე ნეაპოლში საოცარი სეზონი, საოცარი დასაწყისი და მოლოდინის გადაჭარბება დაიწყო. გინდათ, თქვათ, რომ ინტერთან წაგების გამო ასეთ თავდასხმას იმსახურებს? 21 წლის ასაკში კარიერას უმთავრებენ თუ რა კრიტიკა მოდის? ხალხი ისე იქვევა, როგორც ველურების გროვა. ქართველების რამოდენიმე კომენტარი დავსქრინე და შევინახე, როცა გოლების მერე აყიყინდებიან სახეზე უნდა ავაფარო. არ შეიძლება ასეთი ფარისეველი იყო. ვინც გიყვარს ბოლო დონის ბინძური სიტყვებით არ უნდა ლანძღო და თუ არ გიყვარს ვინ გაძალებს, სხვა რამით დაკავდი... რატომ არ ესმით ამდენი... ძალიან დიდი ხანია აქ ვაკომენტარებ და არაფერი იცვლება ხალხში. ზენიტთან რომ წააგებდა რუბინი და ქართველები კვარას გადაუვლიდნენ მაშინაც იგივესკენ მოვუწოდებდი, როცა 19 წლის კვარაზე იძახდნენ მორჩა ამის ფეხბურთი, ზენიტთან წააგოო :დ მაშინაც ეგეთი უხეში თამაშით თუ შეაჩერებდნენ. მთავარია ტრავმები არ მიიღოს და ყველაფერი კარგად ექნება. ეგ ჩასაფრებული ხალხი კი მარტის თვის მერე იცდიდნენ რაღაც ცუდი დაეწერათ :D
gogi
ვერ გავიგე უკვე მარაზმში გადადის სიტუაცია - ამხელა პაუზის მერე ერთი თამაშის ჩავარდნით დაინგრა ყველაფერი? გაკერპების წინააღმდეგი ვარ და ვიყავი, მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდეთ. დაველოდოთ შემდეგ ორ თამაშს და გამოჩნდება რა და როგორ.
უვიცი
ერთი რამე გასათვალისწინებელია, რომ ნაპოლიმ ხუთი თამაში ჩაატარა ხვიჩას გარეშე, ხუთივე მოიგო, ხვიჩას დაბრუნების შემდეგ სამი და სამივე წააგო.
გიორგი
დაბოღმილი თანამემამულე, ბევრად უარესია, ვიდრე აგრესიული მტერი. zaza-ად წოდებულს ვპასუხობ: ხვიჩა გამოჩნდა თუ არა, ბიჭებს ვუთხარი, თუ ტრამვებს გვერდს ავუვლით, მსოფლიო ვარსკლავი გვეყოლება. როცა გავიგე, ხვიჩა ბაზაზე ცხოვრობდა, უცებ პარალელმა მხითარიანთან გამიელვა. ზურიკო იმ ხანებში ძირითადში იყო, ბევრს მისი თამაში უფრო მოსწონდა,მაგრამ მე ხვიჩას ვანნიჭებდი უპირატესობას. ხვიჩა მარადონაზე უკეთესი იქნება. მე 74-წლიდან მსოფლიო ჩემპიონატებს ვუყურებ, და ბევრი ვარსკლავი მინახია. კოჭებში ეტღობა ხვიჩას ვარსკლავობა.
G.LA
მთლად გადაირივნენ ყველანი. ნაპოლი რომ ბრწყინავდა და ლაღად თამაშობდა მაშინ მთელი ნაპოლი ლაღობდა და ახლა რატომღაც ხვიჩა გახდა მთელი ნაპოლი? ინტერთან გსავლაზე ნაპოლის არსებობის ისტორიაში სულ 4 თამაში აქვს მოგებული და ახლა ეს წაგება ხვიჩამ განაპირობა? ვერ ვიტყვი რომ ინტერმა გადაუარა ნაპოლის. ერთი წაგებით რა ალიაქოთი ატეხეს? აგერ ბუნდესლიგაში ჩემპიონატის დაწყებიდან ბავარია უკვე ჩემპიონია და ისინიც კი აგებენ სეზონში 4-5 თამაშს. აღარ ვლაპარაკობ პრემიერ ლიგაზე და ლა ლიგაზე. პსჟ ყველაზე ათი თავით მაღლა დგას საფრანგეთში და აგერ ლანსმა გააცამტვერა. ვერ მესმის აქაური და იქაური კრიტიკები ვისზეა ნაპოლიზე რომელმაც არც ერთი თამაში არ უნდა წააგოს და ჩემპიონი ისე უნდა გახდეს თუ ხვიჩაზე რომელიც 2 თვის შემდეგ პირველ თამაშს ატარებდა კასტალომ მცველის შეუზღუდავ უხეშობით? ხვიჩას რომ უფრო თავდაუზოგავად ეთამაშა ვინ იცის როგორი სანანებელი გაგვხდომოდა მის საერთოდ თამაში მილანში მილანელ მსაჯის თანხლებით. ყველაფერი რიგზე იქნება და ხვიჩაც იფრენს ნაპოლიც ჩემპიონატს მოიგებს. წარმატება ჩვენ ბრილიანტ ბიჭს.
ALONZO
ამაზე გიპასუხებ:- ჩვენი ნაკრებიც ვერ დაფრინავს, მაგრამ კვარა მუდმივად ფორმაშია და თამაშს აკეთებს.
ALONZO
ამის წამალია გუნდურობა. "ნაპოლის" რომელიმე მოთამაშეს შკრინარისთვის კარგად უნდა მოეცხო ფეხებში და კვარას შეეშვებოდა. მსაჯი კი სილას იმსახურებდა.
სოსოს
ჰოდა მაგაშია საქმე, მეორე დღესვე, რომ იპოვეს ამით კრიმინალურმა სამყარომ(შეიძლება ქართულმაც) დაუტოვა მინიშნება, რომ წილები უნდა იხადოს სადაც ჯერ არს და რა გინდათ თქვათ ეს არ დათრგუნავდა ხვიჩას? აბა რას ნიშნავდა ერთი ქუჩიდან აივანეს მანქანა და მეორეზე დაუტოვეს ეგრე არ ხდება.
Lasha
ყველაზე კარგ ფორმასი რასპადორი და კვარაცხელიაა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის! ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება ღვთის წყალობით. ინტერს სახლში ჭკუას ასწავლის ნაპოლი. ცხრილში 5 ქულიანი ჩამორჩენა ნაპოლის აწი აიძულებს უფრო ფრთხილი და სერიოზული იყოს. მთავარია კვარას ტრავმისშემდგომი შიშები არ დაეწყოს...
რაბუ
იმენა დაღალეს ტიპი. კიდევ კარგი, ინტერვიუში ამბობს რომ კომენტარებს და სოციალურ ქსელებს ყურადღებას არ აქცევს და სწორიცაა რომ კონცენტრაცია საქმისკენ აქვს მიმართული.
სოსო
სამი თვის წინ,მანქანა მოჰპარეს და მის გამო ფორმიდან ამოვარდა?!კარგით რა!ის მანქანა, მეორე დღესვე იპოვეს.ძალიან დიდი პაუზა გამოუვიდა და სათამაშო პრაქტიკა არ ეყო ფორმაში ჩასადგომად.ეგეც არ იყოს,მთლიანად გუნდი ვეღარ არის ძველებურად დამუხტული.ერთი თამაშით,იმის დასკვნა,ვეღარ ბრწყინავსო,ძალიან ნაჩქარევია.არც ის დაგავიწყდეთ,რომ ინტერთან წააგეს,გასვლაზე და შკრინიარი,ერთერთი უძლიერესი მცველია,მსოფლიოში.მთავარი კი,მაინც ის არის,რომ კვარა ფლანგზე,ერთ ადგილზე იყო დაბმული და აშკარაა,ეს მხოლოს საკუთარი სურვილით არ ხდებოდა.სამი კაცი ფეხზე რომ გაზის,ფეხებში გირტყამს და მსაჯი ამაზე თვალებს ხუჭავს,თანაგუნდელები კი,განთავისუფლებულ სივრცეს ვერ იყენებენ,ეს შენი ბრალი კი არა,პარტნიორების და მწვრთნელის ბრალია.წლინახევრის წინ,რუბინის რიგებში,რაკუვთან მატჩი მახსენდება,მაშინაც მთელი დაცვა მის წინააღმდეგ იყო გადაწეული,დესპოტმა დასაწყისშივე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.პასის გაკეთების ყველა მიმართულებას უკეტავდნენ,ფეხებში თუ ფერდებში ურტყამდნენ და მსაჯიც ამას გულგრილად შესცქეროდა!თანაგუნდელები კი,პირღიები შეჰყურებდნენ ყველაფერს.მაშინაც ისევ კვარას ჩამოაწმინდეს ყველაფერი,არადა ისეთი ტრავმებით თამაშობდა,კაი ხანი გაუცდა ამის შემდეგ.მაშინაც, არც ქართველებს დაუზოგავთ ხვიჩა და ახლაც ასეა.მარადონა,კვარადონაო რომ გავიძახით და მარადონა არასოდეს ნებდებოდაო.კი,ასე იყო,მაგრამ რითი დაამთავრა,არ გახსოვთ?მეტი ტკივილებისაგან,ნარკოტიკზე შეჯდა და კოკაინს სწორედ ტკივილისადმი უგრძნობლობის ეფექტი აქვს.კოკაინზე შემჯდარი გვინდა ხვიჩა?თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე არ მონდა და დარწმუნებული ვარ,არც თვითონ.დიდი დინამოს დროს,ჩვენ ბიჭებს,მსაჯის გულგრილობის გამო,ფეხებს რომ ალეწავდნენ,სტადიონის 80 000 გულშემატკივარი,ხმაშეწყობილად სკანდირებდა,"სუდია პიდარასტ!-ო".სუდია რუსულად მსაჯს ნიშნავს.დღეს კი,პიდარასტობაც ნორმად ითვლება და მსაჯისაგან განწირული ჩვენივე სისხლისა და ხორცის,აქეთ გაქიაქებაც.კარგია,რომ უკვე გუნდის ლიდერად მიგვაჩნია,მაგრამ ჯერ 20 თამაშიც არა აქვს გუნდში ჩატარებული და როცა ვერც სხვებმა,ამ გუნდის ძველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს სათანადო დონეზე,ამ ახლად მისულ და ახლად ტრავმა მოშუშებულ,ფორმაში შეუსვლელ ბიჭს ნუ ავკიდებთ,ევროპის ერთერთ უძლიერეს კლუბთან,მსაჯის უდიდესი დახმარებით, დამარცხების ბრალს.
Givi
Ra gadaakvda kvela am ert tamashs?! 5 da 10 tamashi xom ar chaagdo xalxo?! acadet cota... mase arabettan mesimac ra itamasha da mere rac moxda kvelam vnaxet,an inglistan bampes tamashi mogewonat? saertod ar daurtkams karis mimartulebit,ra meree???
dato
ეს პატარა კაცობა სხვა რამით რომ დაიკმაყოფილო ურიგო არ იქნება.მხოლოდ ხვიჩაზე შეწმენდა ხელის ძაან უნამუსობა იქნება იმ ფონზე როცა ამდენი ურტყეს ფეხებში. ცოტა ტვინი ატანეთ არ ტეხავს,თან როცა მთელი გუნდი ვერ თამაშობდა
zaza
რა დროს მანქანის მოპარვით გამოწვეული უსიამოვნებაა? ხალხს მშობლები და შვილები უკვდებათ და გამოდიან და მაგრად თამაშობენ. წელის ტკივილიც და პაუზაც სულელური არგუმენტებია.ჰოლანდიც არ იყო მსოფლიოზე და ტრამვაც ჰქონდა,მაგრამ ფრინავს ბიჭი.ასე რომ ხვიჩას ურჩევნია საკუთარ თავზე იმუშაოს,თორემ მართლა დასვამენ სკამზე.ეგეთები დაუსვიათ?მართლა მარადონა ხო არ გგონიათ ეგ?
პროფესტო
ერთ თამაშში გოლი ვერ გაიტანა და წააგეს მინიმალური ანგარიშით ინტერთან. რა არის აქ საპანიკო?
beqa
გასაგებია დიდი ფსონი დადეს ხვიჩაზე ჩემპიონობა და რამე.. მაგრამ პირველ სეზონს თამაშობს მაღალი წნეხი და არც ანგისა და ზელინსკიმ ითამაშა კარგად ბურთს ძაან ნელა ათამაშებდნენ რის გამოც ინტერი ასწრებდა ოსიმენის და კვარას ჩაკეტვას გუნდიც არაა ფორმაში რაც ამ მწვრთნელის პრობლემაა მეორე წრე
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ