„ვოლფსბურგი“: ჰელმესმა, შესაძლოა, ათიანნომრიანი მაისური მიიღოს

მას მერე, რაც ფელიქს მაგათი „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის თანამდებობაზე დაბრუნდა, ხშირად ამბობს, შანსი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს თანაბარი აქვს - მთავარია, მაგრად იშრომონ და თავი მომაწონონო.

ფელიქსის ძველი გვარდიიდან კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ მეკარე დიეგო ბენალიოს საკითხი იყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ მაგათს ახლახან ნაყიდი თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესიც არ მოეწონებოდა - ეს უკანასკნელი ვოლფსბურგელებმა ხომ მაგათის მისვლამდე დაიბევეს.

როგორც ჩანს, ბენალიომ და ჰელმესმა მაგათს თავი მოაწონეს, რადგან ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გადაწყვეტილია, რომ ბენალიო „მგლების“ პირველი მეკარის სტატუსს შეინარჩუნებს, ჰელმესს კი სულაც ათნომრიანი მაისურით თამაშს უწინასწარმეტყველებენ.

27 წლის ბენალიომ გასული სეზონი საკმაოდ სუსად ჩაატარა და სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ, დიდი შანსია, რომ მაგათმა დაიფრინოსო. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ „ვოლფსბურგი“ „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზეთი იყო დაინტერესებული, მაგრამ ბენალიო დასტაბილურებულა და მაგათი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ შვეიცარიელი მომავალ სეზონშიც „ვოლფსბურგის“ პირველი ნომერი იქნება.

რაც შეეხება ჰელმესს - ფელიქსმა გასული სეზონის ბოლო ტურებში პატრიკი არ ათამაშა. როგორც ჩანს, ფორვარდმა მოსამზადებელ შეკრებაზე მართლა ძალიან მოინდომა. რაც შეეხება ათნომრიანი მაისურის მიღების პერსპექტივას - შანსი მართლა დიდია, რადგან მაგათი ჰელმესს ტესტ-მატჩებში გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშებს ხოლმე, მის წინ კი ორ ცენტრფორვარდს, სრდიან ლაკიჩსა და მარიო მანჯუკიჩს ამწესებს.

ფელიქსი არ მალავს, რომ დიდი შანსია, „ვოლფსბურგმა“ ახალ სეზონში სწორედ ასე ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა