სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა იმაზე უკეთესი გახლდათ, ვიდრე წინა მატჩში და ცხადია, მალე ფორმაში ჩადგება.

„ინტერთან“ წაგების შემდეგ „აძურისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელმა სპალეტიმ ისევ გამოუცხადა ნდობა კვარაცხელიას და სასტარტოში დააყენა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, ანგისა საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ პოლიტანომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს და მეკარე მერეტმა გადაარჩინა თავისი გუნდი. წვიმიან ამინდში შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო და ოსიმენმა ნეაპოლელები დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ხელი ჰკრეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში ხვიჩა მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 39-ე წუთზე კი ოსიმენი საჯარიმოსთან რინკონმა მოცელა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე ქართველი ლამაზი ფინტით მურიელს გასცდა, რომელიც ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ხვიჩამ პოლიტანოს პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქესთან უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. კვარაცხელია 63-ე წუთზე შეცვალეს. 82-ე წუთზე ელმასმა პენალტი გაიტანა და სპალეტის გუნდმა გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 44 ქულით ლიდერია და 13 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, რომელმაც ჩემპიონატზე ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“

სამპდორია - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 ოსიმენი (19), 0:2 ელმასი (82, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (6)

გაძევება: რინკონი (39)

სოსო
სამპდორია, დღეს კატასტროფის წინაშე მდგომი გუნდია და მოდი გულახდილად ვთქვათ,არც ნაპოლი და არც ხვიჩა მათ წინააღმდეგ,საკმაოდ დამაჯერებლები ვერ იყვნენ.შემოდგომით თუ ტრავმირებული ხვიჩას არ ყოფნას,ნაპოლი თითქმის არ იტყობდა და რიგით მეტოქეებს მაინც ანადგურებდა,დღეს კაცნაკლულ სამპდორიასაც კი აძლევდა სახიფათოდ შეტევის საშუალებას.შესაძლოა შესვენების წინ მიღწეულმა დიდმა უპირატესობამ მოადუნა გუნდი.შესაძლოა რაიმე სხვა მიზეზია,მაგრამ ფაქტია,ეს ის ნაპოლი აღარ არის,სტიქიასავით რომ ანადგურებდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს.ძალიან,ძალიან სჭირდებოდათ ეს გამარჯვება და რაკი გაიმარჯვეს,ფსიქოლოგიურადაც ცოტას გაიმართებიან წელში.ხვიჩასაც დრო უნდა ფორმის და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად და ნაპოლისაც.ამ გამარჯვებამ,მათ ეს დრო გაუხანგრძლივათ და მისი მეტოქეებიც ხომ ჰკარგავენ ქულებს.იუვენტუსი კი აგრძელებს გამარჯვებათა სერია,მაგრამ ბოლო ორი მატჩი,მატჩის მიწურულს მოიგო და თავისუფლად შეიძლებოდა,კრემონეზესთან წაეგო კიდეც(ბოლო წუთებზე ორჯერ მოხვდა ბურთი მათი კარის ძელს და თვითონაც ძელიდან ასხლეტილი ბურთი გაიტანეს).ასე რომ, აჰა და სასწაული ფორმა აკრიფესო,არც მათზე ითქმის.
lekso
რა საჭიროა ამდენი ვარაუდები და ასე იყო, ისე არის, ისე იქნება: მოდი რა, ვუგულშემატკივროთ და დავტკბეთ ამ ბიჭის თამაშით! რატო იყო ცუდი თამაში?! - იბრძოლა, იწევდა კარისკენ, დაცვას ეხმარებოდა! გოლი რო გაეტანა კაი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის ვერ გაიტან! არაა რა, ასე მარტივი! წელის კუნთის მკურნალობა ისეთია, ცოტა აკლებს სისწრაფეს, მარა მალე ისევ ძველებურად ათამაშდება, თანაც არ დაგვავიწყდეს, გამოცდილებას იღებს!..
ზმ-ს
როდის გიჩურჩულა დედას გაფიცებ არ დამალო
ჩემი აზრით
წარმოიდგინეთ რომ ხვიჩას დაერტყა პენალტი და ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შეიძლება ვერც გაეტანა. საერთოდ კატასტროფა იქნებოდა უფრო მაგრად განერვიულდებოდა.ასე რომ რა ჯობდა საკითხავია.
ზ.მ.
სპალეტიი თავისივე ჩასვრილს ასწორებს,ფოსტფაქტუმ.ცრუობს პენალტი ხვიჩიას უნდა დაერტყაო,იტყვილება,შევცვალე,იმიტომ რომ ხუთი შეცვლა მაქვსო და აბა რა ვქნათ,სიმართლე კი შემდგომშია- მე ვარ და ჩემი ნაბადიო,და ასე მსურდაო.ვითომ სტრატეგია ,ორი სიტყვით,მიუხედავად იმისა,რომ იტალიელი კორიფეები ხედავენ ხვიჩიას თავდაუზოგავ ნიჭს,სხვებთან შედარებაში,ყველა თავს უფრთხილდებიან,მათ შორის სპალეტიი,გამონაკლისი არაა.მსოფლუო ფეხბურთი ბიზნესია,საუბედუროდ ფულის კეთების შოუს ქცეული,ნიჭიერთა ხარჯზე მყნობილი.
Kaka
ამ ბიჭმა ცოტა ხასიათი თუ არ გამოაჩინა თანაგუნდელებთანაც ეგრე არ გამოვა რა.რას ქვია თუ ეგ არის პენალტისტი რომ პოლიტანომ დაარტყა?ვინ ჩემი სირბანჯოა ბოლო ბოლო როგორც ბეხბურთელი. თან მერამდენე ვერ გაიტანა... კაპიტანი მოედანზე რას აკეთებს? რაც შეეხება მის თამაშს შევა ნელ ნელა ისევ ფორმაში არაუშავს.
joseph
იუვესთან მაგარი თამაში ყველას დაავიწყებს ინტერ სამპდორიასთან ცუდ თამაშს ეს უნდა ქნას კვარამ ვერანაირი პოლიტანო ელმასი რასპადორი ლოზანო ვერ ჯობია მარადონაზე უნდა დაგლიჯოს ...
დავით 67
ვხედავთ რომ ჯერ ვერ არის ისეთ ფორმაში, როგორიც ტრამვამდე იყო. არაუშავს მოუმატებს. მაგრამ ამ კაცთმოძულეებს რა გიხარიათ. თქვენ გგონიათ სპალეტიმ არ იცის რომ ვერაა ფორმაში? მაგრამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფსიქოლოგიურად რომ არ გატყდეს. თქვენ კიდევ ილანძღებით (უმრავლესობას არ ეხება). ერთს ვერ ვხვდები, პოლიტანოს რატომ არტყმევინებენ პენალტს. მე რაც ვნახე მისი დარტყმული არცერთი არ იყო კარგი. მიუხედავად გოლებისა. დიდი იმედი მაქვს რომ იუვესთან ხვიჩა მაგარი იქნება. ოსიმენი მხეცია. დღეს მისნაირი ცენტრფორვარდი იტალიაში არავინაა. კაცი ყველგან ასწრებს. არ გაყიდიდნენ ზაფხულში კარგი იქნება.
გია
გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, წინა თამაშთან შედარებით. მთავარია ფორმაში მალე შევიდეს და მერე ყველაფერი კარგად იქნება.
არტ
ადრეც დაცწერე და ახლაც ვიმეორებ- ხვიჩა დიდი გზის დასაწყისშია მხოლოდ. კრიზისები ექნება, ყველას აქვს, და უნდა ისწავლოს მათი დაძლევა. ეს ბუნებრივი ამბავია , რომ ახლა უფრო აუღეს ალღო როგორ ეთამაშონ, თანაც ტრამვის შემდემდგომი პერიოდი დაემთხვა რაც თამაშის რიტმიდან ამოვარდნას ნიშნავს ყოველთვის . საჭიროა ერთი- ორი წარმატებული დრიბლინიგი ან გოლი ან ასისტი და თავდაჯჯერებულობას დაიბრუნებს. ასეც იქნება. მეორე მხრივ , მეტი უნდა იმოძრაოს და სწორად. სამუშაო აქვს თამაშის წაკითხვის კუთხით - სწორად და დროულად გახსნა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღება , სივრცეების აღქმა. ეს ყველაფერი აუცილებლად მოვა თუ შრომას გააგრძელებს და სიძნელეებს არ შეუშინდება. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. წარმატებები კვარას!
მწარე სიმართლე.
ხვიჩას ასეთი საშინელი თამაში საერთოდ არ მახსოვს.ეტყობა რაღაცა ჭირს.დრიბლინგს საერთოდ ვეღარ აკეთებს.სპალეტი ალბათ იუვესთან კიდევ ენდობა და თუ კიდევ ცუდათ ითამაშა ძირითადიდანაც ამოაგდებს.
ენძო
ხვიჩაზე გაკეთებული კომენტარების უდიდესი უმეტესობა ხვიჩას სიყვარულით არის გამსჭვალული.მარტო ამიტომ არის ეს ბიჭი დასაფასებელი,რომ ყველაფრის მიუხედავად ქართველებს სიყვარულის უნარი ისევ გვაქვს და ჩვენი ყველას მუდმივი საფიქრალი ჩვენი სამშობლოს ბედნიერებაა.მთავარი ამ ამბავში ეს არის.ერი ამ პატარა ბიჭში გაერთიანდა და მომავლის დიდი გაუჩნდა.ყველა დროს თავისი გმირები ჭირდება.ღმერთმა იმედისთვის ხვიჩა გვაჩუქა-ის ჩვენი გმირია.
გოგა
ხვიჩასგან ყველა მეტს ითხოვს და ეგ არა ცუდი, მაგარი ბიჭი ვყავს და შედის ფორმაშიც, იუვესთან ბევრად უკეთესი იქნება, წარმატებები ხვიჩას და ნაპოლს
გულშემატკივარი
ვეთანხმები skeletons!!! Gოგას-წონაში მომატება მართლა საიდან მოიტანეთ?:)))

დაკარგა კიდეც!!!:))) მილანი-რომა 2:2
jjj
ყასაბ მოურინიოს ვენაცვალე გულში.
ქიტესა
მილანი-რომა 2:2
SN289
ფორმაში ჩადგება და მერე ყველა გაჩუმდება სპალეტიმ იცის რაც შეუძლია იუვესთან ძირითადში იქნება არ ინერვიულოთ ძველი კვარა დაბრუნდება
Anjelo Antei
მე პირადად სულ ცალ ფეხზე მკიდია ხვიჩას განთავისუფლებულ სივრცეში შერბენილი სხვა ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლები, თავის სპალეტიან ნაპოლიანად ფეხებზე მკიდია უკვე გული მერევა სპალეტის დავალების გამო აუტის ხაზთან რომ დგას თამაშის 90%. ჩიტს რომ ფრთები მოაჭრა ის ვარიანტია ხვიჩას ეს სპალეტისეული ტაკტიკური ვარიაცია მიეცი თავისუფლება მელოტო და ის საფეხბურთო სპექტაკლებს დადგამს ტაქტიკური ჭიდილებით გაფერმკრთალებულ სერია აში და ესოდენ სანატრელ სკუდეტოს გაღირსებს ამ სამწვრთნელო დაისის ასაკში.

მართალი ხარ გიორგი. სიტყვის თავისუფლება ბოღმიანებს!
რა მაფიაა?
რა კარგად დაიწყე არადა. ვერ გავიგე თან სპალეტის ტაქტიკაა, ანუ კვარას ფლანგზე ათამაშებს, ძველებური როლი რო ქონდეს, ფიზიკურად უნდა ჩადგეს ფორმაში და რიტმი იგრძნოს, რასაც თამაში ჭირდება, იცის ეს სპალეტიმ და ათამაშებს, მაგრამ გუნდისთვის უფრო სასარგებლო როლი მისცა, რომ ფორმაც აღიდგინოს და თან სასარგებლო იყოს, თან კვარას ერთი მნიშვნელოვანი მომენტის შექმნა ყოველთვის შეუძლია, თამადი ლოგიკის მიუხედავად... ასე რომ შენდეგ გაგრძელებული აზრი რომ ამ თამაშით სპალეტიმ შეიძლება იუვესთან სკამზე დატოვოს, შენივე ნათქვამს ეწინააღმდეგებასავით. საერთო ჯამში გეთანმხები და აუცილებლად დაიბრუნება კვარა ფორმას და ისევ იფრენს თავის სიმაღლეზე... თან სპალეტიმ რა კომენტარი "მისცა"
რა მაფიაა?
აი სპალეტის განცხადება რომელ ნიუსშიცაა, იქ კომენტარი მიწერია და ზუსტად შენი წასაკითხია, ძალიან შეგრცხვებათ ცოტა ხანში ყველას ვინც ასე ფიქრობთ და საერთოდ არაფერი თქვათ ჯობია.
ყურადღება
შეეშვით ტო ამ ბიჭს, ითამაოშოს ფეხბურთი, დააცადეთ. ყველამ!
Skeleton
წონის პრობლემა არ ჰქონია, კუნთის მასის მომატებას და წონის პრობლემას უნდა არჩევდეთ! ვარჯიშობდა საქართველოში ყოფნისას სულ, ძალიან ცუდია, როცა ვიღაცის ნათქვამებს იმეორებთ,დაფიქრების და არგუმენტების გარეშე. ეგეთ დიალოგებში ვერ შევალ, ახალ წელს "საცივის ჭამას" და შეყვარებულთან ფოტოს გადაღებას რომ აბრალებთ მის უგოლო სერიას. მეუხერხულება ეგრე საუბარი. ძალიან დაბლაა! სამწუხაროდ აქ არ ეუხერხულებათ! სუპერვარსკვლავს რომ ვუწოდებ ეგ თავის მოტყუება კი არა რეალობაა. მთელი ევროპული პრესა უწოდებს სუპერვარსკვლავს და აქ ნაცარი უნდა დავიყაროთ თავზე? ტიერი ანრი, ანჩელოტი და მსგავსი მაღალი დონის პროფესიონალები რომ შენზე აღფრთოვანებით ლაპარაკობენ, სუპერვარსკვლავი როგორ არ ხარ! დიახ რონალდუ და მესის უარესი უგოლო სერიები მინახავს. მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ! უბრალოდ ვერ იჯერებთ, რომ ამ ქვეყანაშიც შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს სუპერვარსკვლავი, ამიტომაც ყველა შესაძლებლობისთანავე მის დაკნინებას ცდილობთ!
რატი
სეხნია, შენც და დანარჩენებიც აჩმახებთ და გიხარიათ. :) კვარა კარგ ფორმაშია და კიდევ უკეთესში იქნება. კიდევ ბევრ ბოღმიანს შეაბრუნებს სოროში. ;)

აჰაა ისეთი კომენტარი დადო სპალეტიმ მოგაკეტიათ ჰეითერებს :)))
Ivan
კვარამ ითამაშა დიდებულად. 4 მომენტი ქონდა, მაგდენი არავის ჰქონია. პენალუც მაგას უნდა დაერტყა. სპალეტის ეგ ყავს პენალტზე დანიშნული. ასე რო ტყუილად ნუ დაღონდით. მთავარია კვარას ენდობიან და ეს ბიჭიც მონდომებით თამაშობს. წინ კიდევ იუვესთან თამაშია და 10 კაციან გუნდათ გასამარჯვებლად სპალეტიმ კვარა და კიმი დაზოგა
mamia
ნამდვილად ჩანს რომ უმატებს, კარგია. უბრალოდ ის გოლიც რომ შესულიყო კარში მთლად დაგვხატავდა. თავდაჯერებასაც დაიბრუნებდა. ხალხო გაითვალისიწნეთ დღეს თამაშობდა 22 კაცი. რომელთაგან 21 უკვე რამოდენიმე წელია სერია აშია და ვეებერთელა გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. ჩვენი კვარა მივიდა გუშინ და თან საიდან ჩვენი ჩემპიონატიდან (ეხლა არ დამიწყოთ რუსეთი რუბინი ისიც კაი ჭ კლასია) შესაბამისად ცოტა უჭირს ფორმაში დაბრუნება ასე რომ ზოგიერთმა ვაი გულშემატკივარმა დაანებეთ ფეხბურთის ყურებას თავი. რას ლანძღავთ ამ ახალგაზრდა გულანთებულ კაცს.
Murman Txeli
გაჭრა ნაცების წყევლამ მემგონი, სამწუხაროდ…

მარტო გოლი ვისთვისაცაა ფეხბურთი, ვინც გოლს გაიტანს მარტო იმას უგულშემატკივრეთ. კვარას გულშემატკივრობას არავინ გაძალებთ და ვინც ვგულშემატკივრობთ იმათ გვაცადეთ!
goga
ადამიანი უნდა ეცადო რომ იყო ობიექტური, არანაირი "სუპერვარსკვლავი" კვარა ჯერ არ არის, ეს ბავშვური თავის მოტყუებაა, იმაში გეთანხმები, რომ ეს პანიკა "არიქა არაფერი აღარ გამოუვა!", ან და ცაში აყვანა "აუფ მეორე მარადონა!" ორი უკიდურესობაა, ორი თამაშის ჩაგდება, თუგინდ ოთხისაც პრობლემა იმდენად არაა, პრობლემა იმაშია, რომ უნდა იყო სტაბილური და მუდმივად პროგრესირებდე, აი ესაა "სუპერვარსკვლავობა", შეხედე ამ ორ მონსტრს, მესის და რონალდოს, ახლოსაც არავინ გაიკარეს 10 წელზეა მეტია, იმიტომ რომ გარდა ნიჭისა არიან შრომისმოყვარეები და შესამაბისად სტაბილურები, კვარას ცუდი ის მენიშნა, რომ ტრამვის მერე წონის პრობლემა ქონდა, ყველა ვარდება ფორმიდან ტრამვის მერე, მაგრამ პროფესიონალს წონის პორბლემა არ უნდა შეგექმნას, არასდროს მსგავსი რონადლოს ან მესის არ ქონიათ და არც კი ექნებათ მიუხედავად მათი სპორტული ასაკისა, აი ამაშია საქმე, იმედია მსგავსი პრობლემები აღარ ექნება, დისციპლინა სპორტში მთავარია, მარტო ნიჭი ვერაფერს იზამს, ნიჭი როგორც გაქვს ისე გაფრინდება თუ შრომა და დისციპლინა არ დაამატე, მსგავსი ნიჭიერები ფეხბურთს ბევრი უნახავს, იმედია კვარა მესის და რონალდოს გზით წავა.
jjj
რა ელმასი თუ ძმა ხარ ტიპი 5 მეტრიან პასებს ვერ აკეთებს, ტიპიური ჩამშლელია დარბის და ეგაა. ელმასის დონის ფეხბურთელი ყველა იტალიურ გუნდს ყავს. ხვიჩა დღეს უკეთესი იყო, შემდეგში უფრო მეტს იზამს. იმას არავინ იძახის ფლანგზე 2 კაცს რომ იკავებს რამხელა უპირატესობას აძლევს გუნდს, მაგრამ სპალეტიმ რაღაც ვერ დაალაგა გუნდი, 10 კაციან სამპდორიას დიდი ვერაფერი დააკლეს, ამ თამაშით იუვესთან "ინტერი" დაემართებათ თუ კვარამ არ უშველა.
ნეი
ძალიან ბევრი თამაში მინახსვს მესის,რონალდოს,ნეიმარის,სუარესის მონაწილეობით სადაც ვერაფერი ვერ გაუკეთებიათ.ხვიჩა ჩადგება ფორმაში,ყველაფერი მაგრად იქნება.
Skeleton
ყველანაირ ცუდ მომენტში მხარს ვუჭერ და ვუჭერდი ხვიჩას. ძალიან ბევრი ტალახი მოხვდა საზოგადოებისგან, რაც აუტანელია. არამარტო თამაშის გამო, არამედ სხვა გარემოებების, რაც გაუმართლებელია. ერთხელ მაინც შეაფასოს გულშემატკივარმა ადრეკვატურად მისი მდგომარეობა, მეტი არაფერი მინდა. როცა თამაშს აგებს ან საგოლე მომენტებს ვერ გამოიყენებს აქ ეგრევე პანიკა რატო იწევა, როცა შეიძლება შეაფასო მომენტი უბრალოდ. რუბინშიც ეგრე იყო, როგორც კი გოლს ვერ გაიტანდა ეგრევე აჰეითებდნენ და გოლის მერე ღმერთის გამოგზავნილიაო იძახდნენ. მსგავს ყალბ ხალხთან მობეზრდა დიალოგი. სუპერ ვარსკვლავი არ არისო ვიღაც რომ გამომეხმაურა, იმას ვეტყვი, რომ ტრანსფერმარკეტი და ევროპული პრესა გამოდგება იმის დასტურად არის თუ არა ხვიჩა სუპერვარსკვლავი და არა თქვენი შეფასებები :) რათქმაუნდა ა რ ი ს სუპერვარსკვლავი!! რამდენიმე თამაშის უგოლოდ ჩატარება არ ნიშნავს ფორმიდან ამოვარდნას და რომც ამოვარდეს ფორმიდან, ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. არც საპანიკოა და არც შესაცოდებელი, ვაიმე ეს რა დაგემართაო :) მორჩით რა. კიდე ორ თამაშში რომ ვერ გაიტანოს გოლი, გულშემატკივრები დაიფილტრებით და მარტო დავრჩები ალბათ ამ გვერდზე როგორც მის გულშემატკივრად:D
სააკაძე
ვერც დღეს ითამაშა კარგად, არადა სუსტი მეტოქე ყავდათ და კაციც გაუგდეს.
Charley
სპალეტის დავალებას გავს აშკარად რომ ცენტრისკენ არ შემოდის და ხაზზეა სულ. ამით დაცვას აწელინებს სპალეტი მეტოქეს რომ სხვებს სივრცე გაუჩნდეთ უფრო დიდი აგერ რუი იყენებს ამ სივრცეს ყველაზე კარგად და ასისტიც მიითვალა, რადგან ერთი კაცი პერსონალურად უდგას და მეორე დაზღვევის მიზნით ახლოს არის მასთან მაგრამ ამით ხვიჩას უვარდება პროდიქტიულობა. ლამის მიწებებული ყავს კუთხურის ალამთან ცენტრში ფაქტიურად აღარ წევს. დღეს გამოვიდა ელმასი აიკიდა პენალტი და გაიტანა ყველა ნაპოლის ფანი იტყვის აი ელმასმა გაიტანა და გუნდისთვის უფრო პროდუქტიული იყოო, კვარას მომენტს კი არავინ გაიხსენებს მისი გამოთავისუფლებული სივცრით რუიიმ რო ასისტი ჩაიწერა. დღეს ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო მთელ გუნდში ამაზე მეტი გასაჯეჯილებელი არეალი სად უნდა ინატრო შემტევმა რაც დღეს ქონდა ბოლო ადგილოსანი სამპდორია თან კაც გაგდებული პლუს სივრცეებ მოშიშვლებული პროდუქტიულობა კი სამწუხაროდ ძალიან ცუდი. არ მინდა ასე მოხდეს მაგრამ შეიძლება სპალეტიმ კვარა ამ ფორმის გამო იუვესთან სათადარიგოზე დატოვოს. ხვიჩა მიდი მოიხოდე ყველამ ვიცით შენ ამაზე ათჯერ მეტი შეგიძლია უბრალოდ ირწმუნე შენი თავის ჩვენო ბიჭო. ელმასს შენი ნახევრის ნახევარი კრეატივი არა აქვს და არავის გვინდა რომ როდესმე ვინმემ თქვას ელმასმა კვარაზე უკეთ ითამაშაო. დარწმუნებული ვარ ამ ცუდ ფორმასაც გადალახავს და კვარა იმაზე სანახაობრივ და პროდუქტიულ თამაშებს შემოგვთავაზებს რაც ამ ავადსახსენებელ პაუზამდე გვახსოვს.
რატი
კვარამ ფორმა რაც შეიძლება მალე უნდა დაიბრინოს თორემ ელმასის სუნთქვა ახლოსაა.
giorgi 3
ეხლა მთავარია ამ საღამოს მილანმაც დაკარგოს ქულები რომასთან.
gogi
წინა თამაშს სჯობდა, დაიბრუნებს ნელ-ნელა ფორმას. კარგი იყო გაეტანა დღეს, ორი კარგი მომენტი ჰქონდა. პ.ს.ვიქტორაა ძაან მაგარი კაცი, მართლა ჟილკიანი და მებრძოლი ხასიათის მოთამაშეა, ელმასიც კაია, რუი ფაქტიურად ნაპოლის ყიფიანი იყო დღეს :)
რაბუ
მთავარია მოიგო ნაპოლიმ, კვარა მომდევნო ტურებშიც და ლიგაზეც საჭირო ფეხბურთელია. ვერ არის ფორმაში, აი ის ცეცხლი აკლია რითის გვხიბლავს მაგრამ არაუშავს აღიდგენს ფორმას
ფეხბურთი
ხვიჩა არამარტო ნაპოლიში, არამედ იტალიის ჩემპიონატში ყველა თავის პოზიციაზე მოთამაშეს , ერთი თავით აღემატება და ეს იცის თავად სპალეტიმაც. ორ და სამ თამაშში თუ ვერ იქნა მოწოდების სიმაღლეზე, ეს ტრაგედია არ არის და მალე იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე აქამდე გვინახავს. წარმატებები ქართველ ტალანტს
L.J .
Exla ar aris pormashi ori azri araa,magram idzaxi amaze uketes pormashi ver shevao xvichas modzule gamodixar ra rubini?ra dinamo batumi??ukve sxvagaaanaa donit...da uechveli moixodeba(mgoni upro trvmis shishi aqvs minda vcdebode)
goga
"სუპერვარსკვლავობამდე" ჯერ ძალიან ბევრი უკლია, "სუპერვარსკვლავობა" ლობიოს ჭამა კი არაა, წლები უნდა რომ დაამტკიცო, სტაბილურობა უნდა.
გიორგი
ძლივს არ გამოჩნდა ბოღმიანი ადამიანი! ასე რა, სულ გულშემატკივრები რომ დებთ აქ კომენტარებს, ამ ბოღმა ადამიანმა რომ დაწერა თავისი აზრი, რა დაშავდა ამით?! ყველა ერთნაირად რატო უნდა აზროვნებდეს? ბოღმიანო ადამიანო, მიაქცევ ამათ ყურადღებას და გააგრძელე გესლიანი ენის ქნევა!
goga
ეეე ძმა გეშლება ეხლა შენ! გულავი ჩვენი სამქეა ძმააა!
ზურა
გეთანხმები, ერთნაირად გამაღიზიანებელები არიან ჰეითერებიც და ნამეტანი "გვერდში მდგომებიც"!!! მაგრამ ნორმალურია ესეც, როცა საქმე სუპერვასკვლავთან გვაქს
angisa
აი რა შედეგი მოაქვს ქართველისთვის შეყვარებულობას და გართობას
Skeleton
უკვე აღარ ვიცი ვისზე უფრო მეტად გამეცინოს, ხვიჩას ჰეითერებზე, გოლს რომ ვერ გაიტანს და ლანძღავენ თუ იმაზე, ხვიჩას ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება და გვერდით დავუდგეთო,რაღაც შესაცოდებელ პოსტებს რომ დებენ. რა სჭირს ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავს თქვენი შესაცოდი. ტრავმის მერე ფორმაში რომ არ იყოს ფეხბურთელი ეგ ამ ქვეყანაში არ იციან? ფეხბურთთან ახლოს არ გაუვლიათ, ტელევიზორში არ უყურებიათ? თუ რადგან ხვიჩა არის ან უნდა გადაუარო არ უნდა შეგეცოდოს, აი გვერდით დავუდგეთ ხვიჩას უჭირს :დ მარაზმი სრული! ნეტა რამეში ადეკვატური რეაქცია მანახა ამ გულშემატკივრების და აღარ ვჩივი. დღესვე რომ დაანებოს ფეხბურთს თავი თქვენი შესაცოდი რა ექნება ნეტა კვარაცხელიას!!
ლაშა
წინა თამაშებთან შედარებით ყველაზე უკეთესი იყო ხვიჩა, ნუთუ ეს არაა შესამჩნევი? უბრალოდ ეგა, რომ ადრე თუ სპალეტის ერიდებოდა ვაითუ მომენტი არ გავაფუჭოო, ეხლა ტრავმის მიღების ეშინია. შიშები უნდა გადალახოს!
Anjelo Antei
ნუ რა შეიძლება ითქვას, მე არ მივეკუთნები იმ უზერთა კატეგორიას, რომლებიც ხვიჩას მიმართ დალოდების უსასრულობით გამოირჩევიან. ვფიქრობდი, რომ დღეს გაიტანდა. ასეთი შესანიშნავი შანსი რაც მას სამპდორიამ მისცა, არ ვიცი რა... არ გამიკვირდება იუვესთან ძირითადშიც რომ ვერ მოხვდეს. მგონია, რომ ამაზე უკეთეს ფორმაში ხვიჩა ვეღარ შევა. მასე ველოდით ბოლო სეზონშიც რუბინში მის ათამაშებას, მაგრამ ბათუმში ისე წამოვიდა, რომ არაფერი ეშველა. ჩვენი კრიტიკა რა არის, იმასთან შედარებით რასაც ის იტალიაში მიიღებს. არ ვიცი რა ჭირს. თამაში რომ შეუძლია გასაგებია, ალბათ, როგორც ბოლოს რუსეთში, აქაც დაუმუღამეს.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ლოჩოშვილი სასტარტოში დააბრუნეს - "კრემონეზემ" "სამპდორიას" სძლია
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სპალეტიმ ბოლო ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "სამპდორიას" ვერ ამარცხებს
"ნაპოლიმ" დიდებული საჩემპიონო სეზონი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
სპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს