ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება

"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება

გუშინ, 8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მართალია, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა მისი ბოლო თამაშები საგანგაშოა. "ინტერთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია. თითქოს კვარაცხელიას კონცენტრაციის პრობლემა აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის აჩრდილია" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, რამდენიმე სიტუაციაში სითამამე დააკლდა, ბოლო პასი, კარში ზუსტი დარტყმა, მეტოქის მოტყუება, რამდენიმე შანსიც მიიღო, თუმცა ვერ გამოიყენა" - Tuttonapoli-მ ქართველს 6 ქულა დაუწერა.

"ინტერთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ ფორმის აღდგენას კვლავ ვერ ახერხებს, მისგან მხოლოდ უმაღლესი დონის თამაშებს ვართ მიჩვეულნი. "სამპდორიას" წინააღმდეგ კი დრიბლინგის გაკეთებაც უჭირდა" - Tuttomercatoweb-ი "კვარას" გუშინდელ მატჩს 5 ქულით აფასებს.

"ფორმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთს იღებს, მუდამ წინსვლას ცდილობს, თუმცა ის ფეთქებადობა და სითამამე, რაც სეზონის პირველ ნაწილში გააჩნდა, თითქოს გაქრა" - Persemprenapoli-მ ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 13 იანვარს "იუვენტუსთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

• ციციკორე

საერთოდ რა საჭიროა მოდერაცია?! საბჭოთა კავშირში ვართ, ცენზურა რომ იყოს?! დაწერა კაცმა-გამოუქვეყნე. ერთადერთი, გინება და წყევლა-კრულვა წაიშალოს.

• J.g.

გჯერავს რასაც წერ? P.s. ნახეს ინტერმა რაც მოუწყო, იგივე გაიმეორა სამპდორიამ და კვარაცხელია ის არარის რა თქმა უნდა რომ 2/3 კაცს + უხეშად თამაშს რამე დაუპირისპიროს და ნახავთ რამოდენიმე ტურში საერთოდ დასვავს ასე ვთქვათ ზამენაში.ღმერთმა არ ქნას ჩემი სიტყვები გამართლდეს მაგრამ აშკარად მოედანზე არ არის რაღაც აწუხებს ფაქტია,,, ჩემი აზრით რაც ფედერერს სჭირდა ბოლო წლებში,ხედავდა ვერაფერს ვერ უხერხებდა მოწინააღმდეგეს და შეიძლება 1-6, 2-6 იც წაეგო. მსგავს დაავადებას სპორტში კიდევ ერთხელ იზმენას ვეძახით...

ეგ შეყვარებული აქამდეც არსებობდა და აქამდეც სულ ხვიჩასთან ერთად იყო, მაშინ როცა ხვიჩა დაფრინავდა და გოლებს მას უძღვნიდა. უნდა ტეხავდეს მსგავსი მოწოდებები მაგრამ რას ვიზამთ. იმ დონეზე არიან ადამიანები, სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევას არ ერიდებიან და ამას ხმამაღლა აჟღერებენ. სამწუხაროა ძალიან. ორი თამაში ჩაუვარდა და მონახეთ ხო ეგრევე დამნაშავე? გოგონა არის რათქმაუნდა ყველაფერში დამნაშავე. აქამდე მოტივაცია არისო შეყვარებულიო ეგრე იძახდით, როცა დაფრინავდა და ახლა დამნაშავედ და ხელის შემშლელად გამოიყვანეთ? ის გოგოც ბავშვია და რა უფლებით ეხებით სხვა ადამიანების ურთიერთობას და გამოგაქვთ აქ ჭორების სახით? ვინ გეკითხებათ სხვის ცხოვრებას ციციკორეებო!! გგონიათ მაგით კარგ საქმეს აკეთებთ? ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა გახდეს სამარცხვინო და დასაცინი სხვის პირადზე შეხება? ისეთი რამეებია ამ ქვეყანაში დასაცინი და მსგავს აზროვნებას ტაშით ეგებებიან. საოცრება პირდაპირ!

• გიორგი-50

როგორ ცვალებადია ეს ცხოვრება, პატარა ფეხის აცდენა და ეგრევე დაესივნეენ ხვიჩას წურბელებივიიით... 13-ში, იუვესთან ოსიმენს ერთ საგოლე პასს გაუკეთეეებს და ერთსაც თვითონ გაიტანს(სავარაუდოდ პენალტით) და ატყდება ისეეევ...ოოოო ეეს ხომ მეორე მარადონააა...არა უკაცრავააად, კვარადონააა.... მიდი ხვიჩა, გაააკეთე იიის რაც შეეენ იცი და რაააც გამოგდიიის....მეტი საფეხბურთო თავხედობა... ფორსა ხვიჩა...

• Bmb

ბებერო ქალბატონო, ხვიჩა თქვენთვის ილესავს კბილებს

• aburjga

ძალიან მართებული ნააზრევია!

• გიორგი

ამდენ წუწუნს, დაელოდე შე კაი კაცო, იქნებ არავისაც აფ დაუბლოკავს შენი ნაწერი და უბრალოდ სწრაფად ვერ გამოქვეყნდა! ეხლა ხომ ხედავ რო სულ ტყუილად მოიშალე ნერვები!

• გიორგი IV

სპალეტი იცავს.მშვენივრად ხედავს რო ფორმაში ვერაა და იმიტომ.მარა ამ დონეზე არავინ გაპატიებს ფორმიდან ამოვარდნას.სულ არ აინტერესებს არავინ შეყვარებულია თუ წალენჯიხაში იყო საქეიფოდ!ყველა ვგულშემატკივრობთ კვარას მარა სიმართლე ესაა.

• მაგარ გატეხილში ვარ

სად გაქრა დრიბლინგები,მოედნის ხედვა,სასწაული პასები,აზროვნება.უცბად ასე კაცის შეცვლა?თითქოს თავში რაღაცა გადაუტრიალდა.სპალეტის და მთელ ნეაპოლს ბრწყინვალე ხვიჩა ჭირდება და ასეთ ხვიჩას რომელიც ყველაზე სუსტი იყო ნაპოლში ბევრ ლოიალობას არავინ დაუწყებს.იუვესთანაც თუ ჩაგდო ძირითადიდან ამოაგდებენ.უნდა ვაღიაროთ რომ დღეს ალმასი უკეთესად თამაშობს.

• კაპიტან გარდენბურგი

ბიჭო ჭკვიანურად მაინც ბლოკავდეთ თქვე კაი ხალხო, ამდენი ვწერე და გგონიათ ცუდი დავწერე რაღაცა, ან რამე გესმოდეთ ფსიქოლოგიაში, ან ფეხბურთში და ან ჟურნალისტიკაში. აზრზე არ ხართ არაფრის! ერთი ღვითასავარია აქ ადეკვატური ცოტა და დანარჩენი სოფლის კლუბია და იყავით და წერეთ მაშინ თქვენ. ამდენი ნაწერი დააჭირა ვიღაცამ და დაბლოკა. ხოდა იყავით აწი, დავწერ იმდეანად იშვიათად, რომ უბრალოდ ხვიჩას რამე არ დააკლდეს და ფეხბურთელებს თორე თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ. მიდი ესეც დაბკლოკეთ ან გაუშვით და გამოჩნდება როგორი დემოკრატიაა თქვენ გვერდზე :)) ეჰ

თქვენ რატომ უწერებთ ლიმიტს , ეს თამაში თუ ჩააგდკ სკამზე დასვამენო. იმდენი თამაში ითამაშა უმაღლეს დონეზე, ორი სამი თამაშის გამო ეს სკამზე დასჯს კომპლექსი რატომ აიკიდეთ? თუმცა სანამ გადავიდოდა აქ მანამდე იძახდით სკამის სახეხად მიდისო და ალბათ არც გსიამოვნებდათ ელმასი რომ სკამზე დასვა. არვიცი მეტი რა ვიფიქრო, ყოველი თამაშის წინ სკამზე დასმებს რომ გაიძახით

• უტა

სპალეტის კოლექტიურად მოთამაშე გუნდი უნდა, ხვიჩა ინდივიდუალისტია, მიკვირს, აქამდე როგორ გასძლეს ერთად ერთმანეთის ქებაში. ფაქტია, სპალეტის ხვიჩა არ უნდა, მაგრამ მედია+ფანები დიდი ძალაა და დღეს ხვიჩასკენ არიან. ვფიქრობ, ხვიჩას "ნაპოლიდან" წასვლა მოუწევს

• L.J .

Gushin osimhenis shemdeg sauketeso iyo politano...da penalis shesaxeb aravin icis ra iyo da ra moxda,ubralod spaleti amxnevebs xvichas rac dzalian kargia 21wlis asakshi chavardnebi normaluria mtavaria gaudzlos da isev gimilit da karg xasiatze gaagrdzelos tamashi!!!

• kaxa

ამ იტალიელებს კაცი ვერ გაუგებს,ერტი ან ორი ტამაში ტუ ვერ იტამაშე დაგმარხავენ,ერტი ტამაში ტუ მაგრა იტამაშე გაგახმერტებენ,ეს მარტო კვარაზე არ მომხტარა ბევრ კაი მოტამაშეზეც უტკვამტ,მაგატგან ეს მოსული და ახალი არ არის.იუვენტუსტან ტუ კვარამ გაიბრცხინა და საერტოდ იმ ტამაში გოლი ტუ შეაგდო იციტ რას იტხვიან? ფეხბურტის გენიოსი არისო, ნუ ეგეტი ხალხია ეგენი,ნეაფოლში ფეხბურტის მეფე არისო იტხვიან იმიტომ რომ ტურინელები და ნეაფოლელები ერტმანეტს ვერ იტამენ.ვინც იცის დამეტანხმებიტ.ხმერტმა ისე ინებოს და 13-ში კვარას გოლიტ მოეგოს ნაფოლის.მჩედლიცეს მერე მეორე კარტველი იკნება კვარა გოლის ტუ შეუგდებს იუვეს.ხმერტმა დალოცოს და გაეხარებინოს ხველას გული 13-რიცხვში.

• კაპიტან გარდენბურგი

საერთოდ არ მინდა ჭორაობა და კვარას მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს ვიღაცეებს ემახსოვრებათ, მაგრამ აუცილებელი მგონია ამის დაწერა, რასაც ეხლა დავწერ: ჩაკვეტაძეს შეყვარებული რომ ჩავიდა ბელგიაში თუ იქ გაიჩინა არ ვიცი, ის ქართველი გოგონა, ფოტო რომ დაიდო პარალელურად კაცმა, მაშინ დაასრულა ყველაფერი ლამის. იმედია ეხლა ამოქაჩავს. აქ კონკრეტულად რომელიმე გოგოს ბრალი კი არაა რამე, აქ საქმე რუტინაშია და ყოველდღიურ წვრილმანებში. ხვიჩა მისმინე, ჭკუის სწავლება არ მინდა, უბრალოდ ასაკი შენზე მეტი მაქვს და მინდა რომ იცოდე, როდესაც ქალი , როგორი უსაყვარლესიც და გადასარევიც არ უნდა იყოს, შემოვა იმ საქმეში, რომელიც იქამდე ენთუზიაზმით და ბავშური სიხალისით იყო სავსე, დიდია ხიფათი რომ ეს საქმე გადაიქცეს ძალაუნებურად მხოლოდ პასუხისმგებლობად და სრულიად სხვა ელფერი მიიღოს. ფეხბურთი თამაშია! ეს მეცნიერება არაა და ამიტომ უხდებოდა მას ის შენი ენთუზიაზმი, სილაღე და ბავშვურობა. ყველანაირი დიდი ფული, ამდენი უზნეო ჟურნალისტი, უთავმოყვარეო ყოფილი ფეხბურთელი და ე.წ. საზოგადოების წევრები, ვინც ჩადიან ამ კაცთან და უთავმოყვარეოდ ეტენებიან, ამძიმებენ მაქსიმალურად უამრავი რაღაცით, რაც არ ეხება ფეხბურთს, ეს ყველაფერი ხელს უშლის ხვიჩას ნიჭს და მის თავისებურებას. მესიმ შეინარჩუნა ეს ბავშურობა და ენთუზიაზმი, მაგრამ მესი არგენტინელია და ქართველ კაცს უფრო დიდი ცდუნება აქვს ნაადრევად ოჯახურ რუტინაში გადაეშვას, ამიტომ მგონია რომ ადრეა ჯერ მთლიანად გადაშვება ამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების აღება, პატრიარქთან ურთიერთობებზე გასვლა და ასე.შ იმიტომ კი არა რომ ცუდია ამაში რამე, არამედ იმიტომ რომ ჯერ ბავშვია იყო ხვიჩა და ნაადრევად ნუ თხოვთ დაბერებას და დაბმას სადღაც ან რაღაცაზე. ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა, ის კი არა ვინმეს თავი დაანებო და რამეს და ჭკუა გასწავლო რა უნდა ქნა, უბრალოდ დაიცავი წონასწორობა მეგობარო - სანამ ახალგაზრდობაში საყვარელი გოგონასთან რაღაც დისტანცია მაინც არსებობს, სიყვარულიც ხომ უფრო ლაღი და ამაღლებულია, უფრო სუფთა, გახსოვთ გალაქტიონის "რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"... შეეცადე რომ ფეხბურთი სრულიად ცალკე იყოს ოჯახური ცხოვრებიდან და ფულიდან, თორემ მას გართობათ ვეღარ აღიქვამ და არადა შენში რაც ბუნებრივი ნიჭია, სწორედ ესაა, რომ თავისუფლად, სტიქიურად თამაშობ და გიხარია თამაშის გრძნობა. ამიტომ საქმე საქმედ, ცოლი ცოლად, ფეხბურთი ფეხბურთად. ყველაფერს თავისი ადგილი და წონასწორობა სჭირდება. არ გეწყინოს, დიდ სიხარულს, სპორტულ გამარჯვებებს, ჯანმრთელობას და ოჯახურ ბედნიერებას გისურვებ. მიდი მიაწექი ხვიჩა

• რომანი

ხვიჩას თამაში რაც მთავარია,სპალეტიმ შეაფასა დადებითად .ამასთანავე პასებსაც არ აძლევენ და არ ტვირთავენ.კიდევ ის,რომ ალბათ დავალებას აძლევენ პასები გააკეთოს და თვითონ არ გაამწვავა თამაში.საყურადღებოა რა დავალებას აძლევს მწვრთნელი. კიდევ ის,რომ რაც ყველაფრის სტატისტიკადაიწყეს და ამით ფასდება ფეხბურთელის დონე და ფასიც,ფეხბურთელებიც ცდილობენ, რომ არ გაამწვავონ თამაში და იქვე მისცენ ასპროცენტიანი პასი,ვიდრე სათუო გრძელი და გამჭოლი პასი გააკეთონ.ეს ფეხბურთელსაც აფუჭებს და თამაშიც უინტერესო ხდება.მარტივი ხდება მოკლე მოკლე პასებით თამაში.თუ დრიბლინგი გააკეთა და ბურთი დაკარგა,ხომ სულ მთლად საფლავში ჩადებენ და ასე შემდეგ .სანამ ესეთი სტატისტიკური შეფასებები არსებობს,თამაშებიც და ინდივიდუალიზმი არ იქნება საინტერესო და მიმზიდველი საყურებლად.მესხი შეიძლება სულ ერთ ადგილზე მდგარიყო ერთი საათი,მაგრამ ერთ წუთში ისეთ რამეებს გააკეთებდა....მოკლეთ ის ინდივიდუალური თამაშები,ყიფიანის გრძელი პასები,გუცაევის დრიბლინგები დღეს ამის გამო აღარ არის და ფეხბურთელებსაც ნუღარ გავამტყუნებთ.ხვიჩაც ეგრეა,რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს და ამიტომაც აქებს მწვრთნელი,რომ მის დავალებას ასრულებს და ისე არ თამაშობს,როგორც თვითონ უნდა.თავისუფლება რომ მისცენ,შეიძლება ათჯერ დაკარგოს ბურთი,მაგრამ ერთხელ გაიბრწყინა,მაგრამ მერე სტატისტიკა?ამაშია საქმე

• რომანი

ხვიჩას თამაში რაც მთავარია,სპალეტიმ შეაფასა დადებითად .ამასთანავე პასებსაც არ აძლევენ და არ ტვირთავენ.კიდევ ის,რომ ალბათ დავალებას აძლევენ პასები გააკეთოს და თვითონ არ გაამწვავა თამაში.საყურადღებოა რა დავალებას აძლევს მწვრთნელი. კიდევ ის,რომ რაც ყველაფრის სტატისტიკადაიწყეს და ამით ფასდება ფეხბურთელის დონე და ფასიც,ფეხბურთელებიც ცდილობენ, რომ არ გაამწვავონ თამაში და იქვე მისცენ ასპროცენტიანი პასი,ვიდრე სათუო გრძელი და გამჭოლი პასი გააკეთონ.ეს ფეხბურთელსაც აფუჭებს და თამაშიც უინტერესო ხდება.მარტივი ხდება მოკლე მოკლე პასებით თამაში.თუ დრიბლინგი გააკეთა და ბურთი დაკარგა,ხომ სულ მთლად საფლავში ჩადებენ და ასე შემდეგ .სანამ ესეთი სტატისტიკური შეფასებები არსებობს,თამაშებიც და ინდივიდუალიზმი არ იქნება საინტერესო და მიმზიდველი საყურებლად.მესხი შეიძლება სულ ერთ ადგილზე მდგარიყო ერთი საათი,მაგრამ ერთ წუთში ისეთ რამეებს გააკეთებდა....მოკლეთ ის ინდივიდუალური თამაშები,ყიფიანის გრძელი პასები,გუცაევის დრიბლინგები დღეს ამის გამო აღარ არის და ფეხბურთელებსაც ნუღარ გავამტყუნებთ.ხვიჩაც ეგრეა,რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს და ამიტომაც აქებს მწვრთნელი,რომ მის დავალებას ასრულებს და ისე არ თამაშობს,როგორც თვითონ უნდა.თავისუფლება რომ მისცენ,შეიძლება ათჯერ დაკარგოს ბურთი,მაგრამ ერთხელ გაიბრწყინა,მაგრამ მერე სტატისტიკა?ამაშია საქმე

• უშანგი

იმის გაკეთება დაუშალეს რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა,ყველასგან გამოარჩევდა და რისტვისაც ყველას მოგვწონდა.

• dato

კვარა იქნება იუვესთან ჯოკერი ღმერთმა ნუ ქნას ის თამაშიც ჩააგდოს თორემ სკამზე დაგსვამენ ეს იცის ხვიჩამაც .პ.ს პოლიტანო გასაშვებია გუნდიდან თუ სპალეტიმ უთხრა ხვიჩას დაარტყმევინე პენალტიო .

• ადამიანი

იქ იტალიური პრესის და აქ ქართლის ზემოდან. ხვიჩას წარმატებები ,,ძაღლი ჰყეფს,ქარავანი მიდისო" ჰოდა იყრუტუნოს იტალირმა მედიამ იქ და ქართულმა აქ

• მინდია

ზოგადად შეფასება რთულია. თუნდაც ის მომენტი, რო გვერდიდან შევიდა და ააცილა, რომ გაეტანა უკვე საკმარისი იქნებოდა რო ეთქვათ. რომ კვარა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, ასე რომ ყველაფერი წინაა, ერთი გოლი მოუხსნიდა ყველა ფსიქოლოგიურ პრობლემას, წარმატებები იუვესთან!!!

• beqa

იუვესთან თუ ჩააგდო თამაში გადაინაცვლებს სათადარიგოზე აქ არ ვგულისხმობ გოლს უბრალოდ სახიფათო უნდა იყოს ჯერ არცერთი სახიფათო გადაცემაც ვერ გააკეთა, შორეულ ძელზე უყვარდა გადაცემები და ხაზებს შორის, რაც დავაკვირდი სულ უკან აკეთებს გადაცემას ან გვერდით ახლოს. უნდა ისწავლოს ფორმაში დროულად ჩადგომა.

• ვვვ

რას იზამ. შენც არ იცი წერა, მაგრამ ამხელა რაღაცა დაწერე. დაგიშალა ვინმემ? ))

• ლაშა

ცოტა პრობლემები აქვს ხვიჩას, მაგრამ აჩრდილი გადამეტებულია... იუვესთან უნდა დაამტკიცოს თავისი ძალის სიდიადე!

• ზ.მ.

ყველა ნუ გავხდებით ფეხბურთის უზადო მცოდნენი,ვერ გამოგვივა, ხვიჩა თავის საქმეს ბევრზე უკეთ აკეთებს,თუნდაც ნაპოლიში, საუბედუროდ დაიწყეს მისი დამტვრევა,შეესაბამება?კვარაცხელია ეფექტიური დრიბლინგები,მის ანაზღაურებას,არა.,გვიყვარსო ვიძახით და აბა შენ იციო, რომ ღმუიან ბევრი რეფორტიორები,რომელთაგანაც ბევრი რეფორტიორების პაროდიაც ვერაა,და უი კომენტატორებიც რომ გაჰკივიან,ისე ვერ თამაშობს როგორც ადრეო,თუმცა არც ფეხბურთის ბაი ბურშიც არიან და ალბათ თავიანთი პროფესიებისაც არა გეგებათ რა. .ან სპალეტია დიდი ტროფეების მფლობელი თუ მაისაშვილი ან ტყემალაძე არიან უდიდესი რაგბის სტრატეგები მსოფლიოში,ქადაგად რომ გაიკრიფენ,ამიტომ ყველამ თავთავინთი საქმე აკეთოს ამომწურავად,ჩუმად შესაძლებლობებიდან თვისი, და შეეშვა სიტყვების ბრახუნით,ჰაერის რხევას ეთერში.ყველას კი თავს ვერშეაყვარებ,რაც არ უნდა მაგარი - ზეინკალი,პურის მცხობელი,ექიმი,ინჟინერი.....თუ ფეხბურთელი იყვე,რა? უნიჭიერეს პოლიტიკოსს არ დამართვია-უუფს ,რამდენიც გსურთ,და დეგენერატი სპეციალისტები კი,ხომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან,მითუმეტეს ჩვენთან,მასიურად,კარგები,გამრჯენი კი თითო ოროლა თუა.ერს აერთიანებს ,აძლიერებს,თავთავიანთი საქმის ცოდნა,უკლებლივ, ყველას მიერ,და მუდამჟამს, და არა ეპიზოდურად გარჯა ხარისხიანად, წამ და უწუმ მკერდში ბრახუნით,ღრიალით სხვათა გასაგონად ,სამშობლოს სიყვარული,"საქმითა თვისითა საჩინოდ"- ფასობს.

• ბოკინიო

ექნება ფსიგოლოგიური პრობლემები აბა რა იქნება. ტრქმვა მერე აქ პრეზერვატივზე მივახატეთ. იქ რუსეთს რატო არ აგინებო. აქეთ პატრიარქს რატო უკოცავო. არ დაგვავიწყდეს ჯერ 21 წლისაა . ეას მის პოზიციაზე 3 სეზონში 8 თუ 9 გოლო ქონდა გატანილი და ნუ შევჭამეთ ბიჭი ყველაფერი კარგად იქნება.

სხვის პირადზე ჭორაობა არ გიტყდებათ? ეგ შეყვარებული აქამდეც არსებობდა,როცა ხვიჩა ბრწყინავდა და გოლებს უძღვნიდა. მაშინ იძახდით მოტივაციააო და ახლა ხელის შემშლელია? ყველგან როგორ უნდა გამოავლინლთ საკუთარი სიმცირე და სხვის პირადზე ორღობულად იჭორაოთ! უნდა ტეხავდეს წესით მაგრამ რასაც აქ კაცების ჭორაობას ვუყურებ არვიცი რა ვთქვა...

• ბადრი

ხვიჩა ყურებამდე შეყვარებულია, აი მიზეზი. ამ დროს თავი გაქვს დაკარგული, სხვაზე არაფერზე არ ფიქრობ, ეს უქნა პარიზში დასვენებამ. ვისაც გამოუცდია დამეთანხმება.

• ჟორა

რაღაც მანდრაჟის ნიშნებს ვხედავ მის თამაშში, გართულებაზე აღარ მიდის, ამაზე ამბობენ ფეხებს უფრთხილდებაო, ასეთების ადგილი კი რეზერვშია, ამიტომ სანამდე ამას სპალეტი შეამჩნევდეს უნდა გამოასწოროს, ანუ ძველებურად თამამი გახდეს. საყვედური პარტნიორებსაც ეკუთვნით, ბურთს მაშინ აძლევენ, როცა მის წინ 2-3 მცველია, მის თავისუფალ ზონაში შერბენას არ ეხმაურებიან, ეს კი მწვრთნელმა უნდა შეამჩნიოს და გამოასწორებინოს პარტნიორებს.

• მეგრელი

სამწუხაროდ ვერ არის ფორმაში. მაგრამ არაუშავს, ეს ფეხბურთის ნაწილია, თუ უნდა დიდი ვარსკვლავი გახდეს ეს უნდა გადალახოს. აბა ერთ დონეზე 15 წელი მხოლოდ რონალდო და მესი თამაშობდნენ. მთავარია მოიგეს და ლიდერები არიან.

• ჩემი აზრით

სწორი სათაური,ნამდვილად ჩრდილია.სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

• გუსანი

იუვესთან თამაში იქნება გადამწყვეტი, ღმერთმა არ ქნას-მორიგი უფერული თამაში და სათადარიგოზე აღმოჩნდება ჩვენი იმედი,ყველა განსაკუთრებით ემზადება მის წინააღმდეგ და გასაგებია თანდათან გაუჭირდება. მაგრამ იმედია გაუძლებს სხვადასხვა გამოწვევებს, სათანადო გარემო აქვს და დაეხმარებიან ფსიქოლოგიურ სტაბილურობაში...,

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია