ეს გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ისტორია კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება
ალბათ ყველას გვახსოვს ეპიზოდი ქართული ფილმიდან “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” და შემდეგი ფრაზა: “რამდენჯერაც გამოგართვით, იმდენჯერ დაგიბრუნეთ” - დაახლოებით ამგვარი ისტორია ვითარდება 2006 წლის სკუდეტოსთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ “იუვენტუსს” ჩამოართვეს და “ინტერს” გადასცეს, შემდეგ “ინტერს” ჩამოართვეს და უპატრონოდ დატოვეს, სულ ბოლო გადაწყვეტილებით კი კვლავ “ინტერს” დაუბრუნეს.

დიახ, ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა მასიმო მორატის მიერ შეტანილი სარჩელი განიხილა და ახალი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც “ინტერი” სადავო საკთხებში აშკარად გამართლებული იყო. ამის შემდეგ, ფედერკალჩოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ამ საკითხს კენჭი ეყარა და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით სკუდეტო კვლავ “ინტერს” დაუბრუნდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ისტორია კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. პრინციპში, რა ვარაუდზეა საუბარი, როდესაც “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა:

“ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან შორს არის სიმართლისგან, რადგან 2006 წლის სკუდეტო “იუვენტუსმა” სრულიად დამსახურებულად მოიგო. გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც “ინტერს” სკუდეტო დაუბრუნდა, აუცილებლად გასაჩივრდება და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელს იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში შევიტანთ. ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართალი არ იზეიმებს”.

მასიმო მორატი მიიჩნევს, რომ სამართალმა უკვე იზეიმა და გასარჩევი აღარაფერია: “მიხარია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მალევე მოეგნენ გონს და სამართლიანობა აღადგინეს. 2006 წელს საუკეთესო გუნდი უდავოდ “ინტერი” იყო და რომ არა ტურინელთა მაქინაციები, სკუდეტოს მოედანზევე მოვიპოვებდით. თუმცა, ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა - მთავარია, რომ გაუგებრობა აღმოიფხვრა და სკუდეტო დაგვიბრუნდა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა