მას შემდეგ, რაც “ლაციომ” ორი ტიპური ცენტრფორვარდი გადაიბირა, ამ გუნდის მომავალ ტაქტიკა-სტრატეგიაზე იტალიურ პრესაში ძალიან აქტიურად მსჯელობენ
მას შემდეგ, რაც “ლაციომ” ორი ტიპური ცენტრფორვარდი გადაიბირა, ამ გუნდის მომავალ ტაქტიკა-სტრატეგიაზე იტალიურ პრესაში ძალიან აქტიურად მსჯელობენ.

ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯიბრილ სისეს და მიროსლავ კლოზეს ერთად მოედანზე არაფერი ესაქმებათ, ნაწილის აზრით კი სწორედ მათი ტანდემი იქნება მრისხანე და “ლაციოს” ძველ დიდებას თუ არა, რაიმე მსგავსს მაინც დაუბრუნებს.

“გაძეტა დელო სპირტში” საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, სადაც იმის შესახებ არის საუბარი, რომ რომაული კლუბის მესვეურები მაურო სარატეს გასხვისებას აპირებენ. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ედუარდო რეია კლასიკურ 4-4-2-ს ამუშავებს, სადაც ოთხი ნახევარმცველი ხაზზეა განლაგებული, წინ კი ორი სუფთა ფორვარდი ირჯება - ეს ორი ფორვარდი სწორედ სისე და კლოზე არიან, მათი პასებით მომარაგებაზე კი როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი თანაბრად იზრუნებს. შესაბამისად, ამ სქემაში არც გამთამაშებლის ადგილია და არც გარემარბების. გამომდინარე იქიდან, რომ სარატე ან გარემარბი უნდა იყოს, ან გამთამაშებელი, მისი ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

ითქვა იმის შესახებაც, რომ 24 წლის არგენტინელით ფრანგული პსჟ-ა დაინტერესებული. ამბობენ, რომ პარიზელები მზად არიან, მაუროს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა რომაელები მასში მინიმუმ 20 მილიონს ითხოვენ. ამ საკითხზე თავად ფეხბურთელი ორაზროვან განცხადებას აკეთებს:

“არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ “ლაციოს” მესვეურები ტრანსფერზე დაყენებას მიპირებენ - შესაბამისად, ვერც პსჟ—ზე და ვერ სხვა რომელიმე ვარიანტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დღეს “ლაციოს” ფეხბურთელი ვარ და სერია A-ს მომდევნო სეზონზე ვფიქრობ, თუ რაიმე შეიცვალა, ჩემი მიზნებიც გადაიხედება. გამოვრიცხავ თუ არა სხვა გუნდში გადასვლას? - ფეხბურთი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ცხოვრებაში კი როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი ხდება”.

ჟურნალისტებმა ედუარდო რეიასთან დაკავშირება სცადეს, მაგრამ ბოლო დღეებია მისი ტელეფონი უიმედოდ სდუმს. სამაგიეროდ, მიროსლავ კლოზე გაუშინაურდა ახალ გარემოს და მედიისთვისაც მოიცალა: “სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ახალ გარემოს ასე ადვილად შევეგუებოდი. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და ეს მიკვირს კიდეც, რადგან გარემოს გამოცვლა ბავშვობიდან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. როდესაც ასეთ ასაკში საცხოვრებელ ადგილს იცვლი, ბევრმა ფაქტორმა შეიძლება წაგიხდინოს ხასიათი, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ “ლაციოში” გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.

რაც შეეხება ჯიბრილ სისესთან ტანდემში თამაშს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ორი სუფთა ფორვარდი მოედანზე ჩვეულებრივი ამბავია.

ჯიბრილი ტიპური ცენტრფორვარდია, მაგრამ არც ტექნიკა დაეწუნება და არც პასი ეშლება, ამიტომ, მის მხარდამხარ თამაში ნამდვილად არ გამიჭირდება. უკვე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ამაში ნათლად დავრწმუნდი”.

ერთი სიტყვით, კლოზე ამაღლებულ განწყობაზეა და ახალ სეზონს ელოდება - ამ ოპტიმიზმს კი “ბიანკოჩელესტეს” გულშემატკივართა დიდი ნაწილი იზიარებს. ბოლო ინფორმაციით, გუნდის საშინაო შეხვედრების აბონიმენტებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და შესაძლოა, ამ მხრივ ბოლო ათწლეწულის საუკეთესო შედეგიც კი დაფიქსირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaradona
აუუუუუუუუ ზარატე არ გაუშვეტ ბიჭო თორე დაგენდზრევთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა