13 იანვარს, პარასკევს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato ტურის ცენტრალური დაპირისპირების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

"სამპდორიასთან" გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი" პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სერია A-ს ზამთრის ჩემპიონი გახდა. სპალეტის გუნდი "იუვენტუსსა" და "მილანს" 7 ქულით უსწრებს. "პარტენოპეის" ამ წარმატებაში უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი არც ისე კარგ ფორმაშია, ორთვიან პაუზას "კვარასთვის" კარგი არაფერი მოუტანია.

ხვიჩამ თავისი დრიბლინგით, გოლებითა და შედეგიანი პასებით "ნაპოლის" ქომაგებს ლორენცო ინსინიეს წასვლა დაავიწყა. ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლოს თავი 29 ოქტომბერს "სასუოლოს" (4:0) წინააღმდეგ გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს, თუმცა მისი სათამაშო კონდიციები საუკეთესოსგან ჯერ კიდევ შორსაა. აშკარაა, რომ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

კვარაცხელიამ ნეაპოლში დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია. "იუვენტუსთან" მატჩში "კვარა" სცენაზე უნდა დაბრუნდეს, ხვიჩა "შავ-თეთრებთან" მატჩში მაცდურ შანსს მიიღებს. "იუვე" 3 დღეში "მარადონაზე" ჩავა. განსაკუთრებულ შეხვედრას განსაკუთრებული მოთამაშე სჭირდება, ქართველმა "ნაპოლის" გულშემატკივრები აღტაცებაში კიდევ ერთხელ უნდა მოიყვანოს, რადგან ამ მატჩს 3 ქულზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსი" და "მილანი" კი 37-37 ქულით მეორე ადგილს იყოფენ.

თენგო
ძალიან აჩქარებენ კვარას იუვესთან უნდა გაგიჟდეს, აუცილებლად გოლი გაიტანოს. არ არის ასე. კვარა ნელნელა დაიბრუნებს ფორმას ჯერ რა მკურნალობა ჩუტარეს ნემსების ზემოქმედების ქვეშაც არის ალბათ. არავითარი წნეხი
G.A.L.
მგონი ცოტა მეტი მოთმინება გვმართებს. ასეთი პაუზის შემდეგ დროა საჭირო ფორმის აღსადგენად. კონდიციების დასაბრუნებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და დარწმუნებული ვარ ხვიჩა ამას ჩქარა შეძლებს. ინტერთან თამაში არ იყო. მაგას უფრო ცემა ეწოდება. შკრინიარმა და ძმანმა მისმა კლასიკური იტალიური, ანტიფეხბურთი იჭიდავეს (ეტყობა მატერაცისგან ისწავლეს). შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ და მიზნის მისაღწევად ყველა გზა მისაღებიას პრინციპით კვარა კარგად გაგვილახეს. მსაჯიც მგონი სხვაგან იყო, ან ბარათები დაავიწყდა. არც სხვა ნაპოლელები იყვნენ უკეთესები. ჟელინსკი, ლობოტკა, ანგისა თავს არ ჰგავდნენ. სამპდორიასთან გაცილებით უკეთესები იყვნენ, თუმცა მოწინააღმდეგის კლასი გასათვალისწინებელია. მაგრამ ზოგადად სათამაშო მონახაზი, სქემები, სივრცეები, თითქოს უკეთესი იყო. ელმასს რატომ არ ენდობიან ცენტრში სათამაშოთ ვერ ვიგებ. მომენტებში საუკეთესოც იყო. კვარა ბევრად სჯობდა ინტერის კვარას. თუმცა მუდმივად გაკრული მარცხენა ბროვკაზე ადვილი წასაკითხია (ეს სპალეტის ჩანაფიქრი უფროა). სისწრაფეც ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ ჯერ შორს არის მისი შესაძლებლობისგან. იმედია ყველაზე მეტ ყურადღებას ამ კომპონენტს დაუთმობს. სისწრაფე ყველაფერში, აზროვნებში, ბურთთან მოპყრობაში, გადაადგილებაში, მოკლედ ყველაფერში. და კიდევ ერთი, კვარას თვალებში ცეცხლი, ჟინი აღარ ჩანს. თითქოს დენთი გამოელიაო! იუვესთან იმედია ძველ კვარასთან მიახლოვებულს ვიხილავთ. წარმატებები საქართველის ნაკრებს და კვარას!!!
xmali
ირბინე ხვიჩა, ირბინე
მეგრელი
6 ქულიანი თამაშია. აუცილებლად უნდა მოიგოს და ხვიჩა უნდა გაგიჟდეს
Ზაზა
გოლის გასატანად უფრო მეტი სისხარტე ჭირდება ხვიჩას! ამიტომ უნდა შემოინახოს მატჩისთვის ტესტოსტერონი.
gogi
მთავარია ფსიქოლოგიურად იყოს მზად
იუვესთან გამოჩნდება
ბოლო 4 მატჩი მათ შორის 2 ამხანაგური რომ საშინლად ჩაატარა ყველამ ვნახეთ.რა მოხდა კაცი რომელიც დაფრინავდა და უდიდეს ვარსკვლავების გვერდზე ახსენებდნენ ელემენტალურად ბურთს ვეღარ ამუშავებს.ამის მიზეზი სპალეტიმ და ნაპოლის ფსიქოლოგებმა დროზე უნდა გამოიკვლიონ თორემ თუ ამდენი ქების მერე ვარსკვლავური დაავადებაა, ეს აღარ იმკურნება.ამის რამდენიმე მაგალითი საქართველოში გვაქვს.
სოსო
სამ დღეში ხვიჩა სასწაულებრივად ვერ გარდაიქმნება და ფრენას ვერ დაიწყებს,მაგრამ გაცილებით უკეთესი კი იქნება.იუვეს მშრალად გამარჯვებული მატჩების სერია აქვს და ეს სერია,სწორედ ნეაპოლში დასრულდება.

იუვესთან თუ გოლი ვერ გაიტანა ესე იგი დამთავრდა მისი კარიერა 21 წლის ასაკში ხო? :)) არაფერი ეშველება ამათ მოკლედ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ