ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტი სწორს ამბობდა, ხვიჩა ისევ გაახარებს ქართველებსა და ნეაპოლელებს

სპალეტი სწორს ამბობდა, ხვიჩა ისევ გაახარებს ქართველებსა და ნეაპოლელებს

ცხოვრება შავ-თეთრ ბილიკს ჰგავს. თეთრი ბილიკი წარმატების სიმბოლოა, როდესაც ყველაფერი იმ გეგმით მიდის, როგორც შენ გინდა. შავი? შავი ის დროა, როდესაც შენს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი შემოდის და ერთგვარ გამოცდას გიწყობს, რამდენ ხანში დააბრუნებ ყველაფერს უკან, თეთრი ბილიკისკენ.

დღეს მინდა გესაუბროთ საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლის ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ამ მომენტისთვის ოპტიმალური ფორმისგან ცოტა შორსაა და მედიის კრიტიკასთან ყველაზე ახლოს. ქართველმა გარემარბმა 2023 წელს მილანის "ინტერთან" და "სამპდორიასთან" გოლი ან საგოლე გადაცემა ვერ მიითვალა და უცხოური მედიაც "ამუშავდა", ხვიჩას თავს დაატყდნენ და რა აღარ დაწერეს...

მიუხედავად ყველაფრისა, მუნდიალამდე "პარტენოპეის" მატჩის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო, იტალიური გუნდი ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებდა ყველას, განურჩევლად სათამაშო ოსტატობისა და კლუბის სახელისა. მაგალითად: 4:0 "სასუოლოსთან", 6:1 "აიაქსთან", 4:1 "ლივერპულთან" და ა.შ. ასევე იმარჯვებდა სერია A-ს ტიტულისთვის გარკვეულწილად გადამწყვეტ შეხვედრებში, როგორებიცაა "სან სიროზე" "მილანის" დამარცხება (2:1), "სტადიო ოლიმპიკოზე" - "რომასი" (1:0) და "ლაციოსი" (2:1); ბერგამოში, "გევისის" მოედანზე "ატალანტასთან" გამარჯვება (2:1) და სხვა მატჩები, რომლების ჩამოთვლაც არ ღირს, რადგან ძალიან შორს წავალთ.

ლუჩანო სპალეტის შეგირდები ჩინებულად გამოიყურებოდნენ, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო. შემდეგ "ენფილდზე" მიღებული ტრავმა, ერთ თვეზე მეტხნიანი "საკლუბო" ფეხბურთის პაუზა. ამ ყველაფერმა არა მხოლოდ ჩვენებურს, არამედ "პარტენოპეის" პერფორმანსს დაღი დაასვა... "ნაპოლი" ძველებურად აღარ ბრწყინავს და იმედია, ეს ყველაფერი დროებითია... თუმცა ეს არაერთხელ გვინახავს (ეხება როგორც ინდივიდუალურ ფეხბურთელს, ასევე გუნდს), ხვიჩაზე დიდი ფეხბურთელებიც ამოვარდნილან სათამაშო ფორმიდან, ვეღარ გაჰქონდათ გოლები, ვერ აკეთებდნენ ასისტებს, ეს ყველაფერი კი დროებითი იყო, რადგან ტრავმა/იძულებითი პაუზა საფეხბურთო კონდიციებიდან გაგდებს, ხოლო სანამ უკან დაუბრუნდები, გარკვეული დროა საჭირო. ნეიმარის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, რთულია თქვა, მაგრამ ბრაზილიელი ვირტუოზი ხშირად საფრანგეთის ლიგაში მიღებული დაზიანების შემდეგ რამდენიმე შეხვედრას მაღალ დონეზე ვერ თამაშობს, რადგან საფეხბურთო კარიერაც ცხოვრებას ჰგავს, ხან დაღმასვლა გაქვს და ვერ თამაშობ, ხანაც ფრთებს მოისხამ და საუკეთესო კონდიციებში შედიხარ. რადგან ვახსენეთ ნეიმარი, აქვე ვთქვათ, რომ "სელესაოს" ლიდერისა და ხვიჩას თამაში რაღაცით წააგავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნეიმარი მოედანზე ბევრად ლამაზად თამაშობს (არცაა გასაკვირი, ბრაზილიური წარმოშობა ყველაფერს ცხადყოფს), თუმცა ხვიჩა ფიზიკური კონდიციებიდან, ჩინებული ტექნიკითა და სისწრაფით მეტოქის ფეხბურთელებს მარტივად ატყუებს, რის გამოც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს ლიდერის შესაჩერებლად გარკვეული სვლების ან ტაქტიკური სქემის შემუშავება უწევთ. როგორც წესი, ეს სქემა უხეშობაზე გადის...

"სამპდორიასთან" ნაკლებად, მაგრამ "ჯუზეპე მეაცაზე" აშკარად გამოჩნდა, რომ "ინტერის" ფეხბურთელებს სიმონე ინძაგისგან დავალებული ჰქონდათ, რომ ქართველი გარემარბი არაფრის დიდებით არ უნდა გაეტარებინათ, ეთამაშათ ბარათის ზღვარზე და მაქსიმალური უხეშობა გამოევლინათ, რადგან ამ დროს ასპარეზზე ფსიქოლოგიაც ერთვება, როდესაც ფეხში რამდენიმე წუთის წინ ძლიერად მოგხვდა, ცდილობ ისე ითამაშო, რომ ის ტკივილი კიდევ რამდენიმე წუთი არ შეიგრძნო... გარემარბებისთვის ეს დაზიანების მომენტში ყველაზე მეტად აისახება, რადგან უხეშობა მათი მიმართულებით ყოველთვის მეტისმეტი და გადამეტებულია. სწორედ ასეთი დაცვითი სტილი შეიმუშავა სიმონე ინძაგიმ, სიმონე სოძამ კი ფეხბურთელებს ამის შესაძლებლობა მისცა და ყვითელი ბარათებით განზრახ უხეშობისთვის არ დააჯილდოვა...

თუმცა ხვიჩას ხასიათი ყველამ კარგად გაიცნო. გავიხსენოთ ამსტერდამში, "იოჰან კრუიფის არენაზე" (6:1) დუშან ტადიჩმა კვარაცხელიას კინაღამ ფეხი მოტეხა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ქართველი წამოდგა, გოლი გაიტანა და ცვლილება შემდეგ მოითხოვა. სხვათა შორის, ეს გოლი 18-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო ქართველის შესრულებით.

"ინტერთან" მატჩის შემდეგ იტალიური მედიის დამოკიდებულება ორად გაიყო. ერთი მხარე ღიად წერდა, რომ კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო, მეორე კი იცავდა და მოუწოდებდა მსაჯებს, რომ მსგავსი სტილის ფეხბურთელები მოედანზე დაეცვათ.

მოგეხსენებათ, ხვიჩას სეზონის სტარტი როგორი გამოვიდა, იტანდა გოლებს, აკეთებდა ასისტებს, სადებიუტო თვეში საუკეთესო ფეხბურთულად დასახელდა; მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს თავგზა აბნეული ჰქონდათ, არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ ის, რადგან ასეთი სტილის გარემარბები სერია A-ში რაფაელ ლეაოსთან ერთად გამორჩეული არიან. დროის გასვლის შემდეგ კი ერთადერთი გეგმა უხეშობა აღმოჩნდა, რაც სამწუხაროდ, გარკვეულწილად ამართლებს...

თუმცა ხვიჩას მყარი ხასიათი აქვს, როგორც უკვე გითხარით, არ ტყდება, პირიქით, ბოლომდე იბრძვის, ვარჯიშობს და ოცნებებს რეალობად აქცევს. გიორგი მამარდაშვილთან და სხვა გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად საქართველო მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა; "პარტენოპეი" მარადონას შემდეგ ყველაზე მეტად ახლა უახლოვდება ნანატრ სკუდეტოს, რომელიც 1989-90 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია... "კვარა" აუცილებლად ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში, აღიდგენს ძალებს, გაისწორებს სამიზნეს და კვლავაც გაიტანს გოლებს და გადააწოდებს საგოლე გადაცემებს თანაგუნდელებს. ამ ბიჭმა ყველა აალაპარაკა, მისცა იმედი ნეაპოლელებს და დაგვიბრუნა ოცნება ქართველებს, რომ მსოფლიოს ან ევროასპარეზზე ვითამაშოთ.

გახსოვთ, თავდაპირველად ლუჩანო სპალეტი ჟურნალისტებს რომ მოუწოდებდა თავშეკავებისკენ? მართალი ყოფილა, ბევრი კი აკრიტიკებდა, რას აღარ უწოდებდა. დღეს ის ხვიჩას პირველი დამცველია, ხვდება, რომ ქართველს ახლა რთული დრო უდგას, მწვრთნელის ვალდებულება კი მისი დაცვა და ფსიქოლოგიურად მყარად დგომაში დახმარებაა. იტალიელმა სპეციალისტმა პირდაპირ ჟურნალისტების წინ თქვა, რომ კვარაცხელიას პირველი დამცველი ის არის. სწორედ ამიტომ, ლუჩანომ იცოდა, რომ ხვიჩა ერთ სიმაღლეზე სეზონს ვერ ჩაატარებდა და ის აღმაფრენა აუცილებლად შეიცვლებოდა გაუთავებელი კრიტიკით და ეს დროც დადგა...

მალე, 13 იანვარს, ხვიჩა და "ნაპოლი" სერია A-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტურინის "იუვენტუსთან" ჩაატარებენ. მოგეხსენებათ, "პარტენოპეი" უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მორიგ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს სკუდეტოსკენ... ხვიჩა ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მედგრად უნდა შეხვდეს, ითამაშოს, გაგვახაროს და გაახაროს ნეაპოლელები...

• ვისაც ეხება

ყველაფრისგან "საგიჟეთს" რატომ აწყობთ.

• გალა

დდედააფეთქებული ალბათ რუსთველისგან ისწავლე ვაჟიკო.

• zura222

ცუდი რეკლამა გამოგივიდა ლილევ PP

• ბახტრიონი

ხვიჩამ სერიოზული ტრამვა მიიღო.მითუმეტეს არასწორად უმკურნალეს.ორი-სამი თვე კიდევ ჭირდება.თბილისში არის ქართული პრეპარატი "ლილე" თუ ამ წამალს გამოიყენებს ორ კვირაში მწყობრში იქნება.

• emigranti

უცხოური პრესა თუ საზოგადოება ყოველთვის დეგენერატულად იყო და არის საქართველოს და ქართველების მიმართ განწყობილი. ამაში "თარჯიმნებიც" ხელს უწყობენ, და როგორც საქართველო ისე ყველა ქართული გმირობა და წარმატება დაკნინებულად და უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი. მოკლედ რომ გითხრათ, ქართველმა მთამ რომ აწიოს და გადადგას ასე დაწერენ კენჭი აწიაო და მერე რა მოხდაო დიდი არაფერიო ისეთიო. ესეთი ტენდენციაა დიდი ხანია და ჩვენი მეზობლები თუ ძველი ნაცნობებიც უწყობენ ხელს. მაგათ სულ თავში უნდა ურტყა ფაქტები ყველაფერი რომ აღიარებინო რეალური სურათი. ამიტომ მაგათგან გასაკვირი არაა

• დათო

კვარა იხოდება, იუვესთან დარწმუნებული ვარ გაიბრწყინებს. დაგეთანხმებით სისწრაფე ცოტა დაკარგული აქვს. წონაში აშკარად მომატებული აქვს, ერთი 5 კილოთი ზედმეტია, შესვენებამდე სურათებს რომ ვნახულობ ლოყები საერთოდ არ ქონდა, ახალწელმაც თავისი როლი ითამაშა, მაგრამ მალე ჩადგება ფორმაში. მიდი ხვიჩა იუვეს უნდა გაუტანო და დაადუმო ყველა...

• ვაჟა მასწავლებელი

გიორგი მადლობა, კარგი ანალიზური სტატიაა კვარაზე, მაგრამ ეს დედააფეთქებული გოლებს "იტანს" - ვინ, სად, რომელმა ილია ჭავჭავაძემ, ან იაკობ გოგებაშვილმა გასწავლათ?

• kaxa

სისწრაფე უნდა აღიდგინოს და უფრო უნდა მოუმატოს კიდევ, დანარჩენი საკმარისზე მეტი აქვს ხვიჩას, იმედია მალე იფეთქებს..........

• Charley

სპალეტი გრანდიოზული წარმატებებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩვენზე ათასჯერ მეტი ესმის ამ სპორტში. ბევრი რამე უნახავს ფეხბურთში, ახალგაზრდა ფეხბურთელზეა საუბარი. როგორც კი საფრთხე ჩნდება. რომ მოთამაშეს შეიძლება ქებისგან თავბრუ დაეხვას, ცდილობს მიწაზე დაუშვას, საკმაოდ უხეშად და პირდაპირ ანიშნებს რომ ღრუბლებიდან ჩამოდი, მარტო შენ არ ხარ აქ, გუნდია, მარადონა არ ხარ, არც მესი. როგორც კი ბიჭს გაუჭირდა და ფორმიდან ამოვარდა, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა, გულს უკეთებს, ამხნევებს მოტივაციის იშტაზე მოყავს. ჩემი აზრით ჯამში ძალიან სწორად მუშაობს ხვიჩასთან. ხვიჩას კიდევ ერთხელ ვიმეორებ კლასი არსად წასულა ის ისევ ხვიჩაშია და ის აუცილებლად "იფეთქებს" წარმოუდგენელიც კი არის ეს ესე არ მოხდეს და კვარას ფანტაზიებს ვერცერთი სერია ას მწრთნელის ტაქტიკური ხრიკები ვერ შეაჩერებს უბრალოდ დაველოდოთ და ვიმედოვნოთ ხვიჩამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მისი არსენალის ამოქმედება მოედანზე.

• L.J .

Ucxouri gamocemebi ki magmam qartvelebmac ar daakles araperi(vai qartvelebma)chasaprebulebma patara kacmacunebma ;)

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ