Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ. წამყვანმა საქართველოს 21-წლამდელთა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:

- ბრუნდები მოსკოვის "დინამოში", მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?

- ასე ვიტყვი: სხვა ვარიანტი არ მქონდა. როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის, არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში, მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში. ხალხს არ უნდა, ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ჰქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე, არ შემიძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში. მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ, ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.

საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.

წარმატებები გაგნიძეებს ლუკას და ნიკას
ასეთი მონაცემების ბავშვებისთვის რეგიონებში განვითარების საშუალება რომ არ არის და ოჯახს უნდა მოწყვიტონ ნიჭიერი (მაგრამ ათი წლის) ბავშვი, ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?! მიხედეთ ფეხბურთს და აცადეთ ბავშვებს ნორმალური განვითარება
გიზოგ
რა არ ხდება, კაცი, რომელიც თავგადაპარსულია და მოშვებული აქვს წვერი, კლასიკურ ფორმას ატარებს ჩვენი ჩრდილო უახლოესი მეზობლებისა, მეორე 19 წლის ბიჭს ეუბნება „ხაჭაპური თუ არ გიყვარს, რანაირი ქართველი ქართველი ხარო, მგონი ამერიკელი ხარო“. კარგია მიუთითო სხვას ეროვნულ ტრადიციებზე, მაგრამ უკეთესი იქნება ეს საკუთარი თავიდან დავიწყოთ. რაც შეეხება ლუკას თავის კარიერისთვის რაც აჯობებს, ისე უნდა მოიქცეს, ასე მგონია მე.
Gio
რომ არა ომი, ეგ ძლიერი ფეხები უკვე დალეწილი იქნებოდა
ქ. გ.
კიდევ ერთი ნიჭიერი ბავშვის კარიერა ცუდი აგენტის მიერ განადგურებული. ძალიან ცუდი აგენტის ხელში გაიზარდა. ბავშვი მშობლების სახლში უნდა იზრდებოდეს. თუ მშობლებს თბილისში გადასვლა არ შეეძლოთ, მაშინ 10 წლის ბავშვი მარტო არ უნდა გაეშვათ. ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტი ბიჭი გაიზარდა. ვერ გახდება ჩემპიონი.
ქომაგი
ბიჭი ცხოვრებას ეხლა იწყებს, იმის მაგივრად რომ გავამხნევოთ, რას აღარ წერენ. ისე მე როგორც ვიცი, ჩვენი ბრილიანტი, ხვიჩა, თბილისის დინამომ გააგდო, რუსთავში გადავიდა. იმათმა კიდევ ორი კაპიკი დაინახეს თუ არა გაყიდეს, და რომ არა რუსული ლიგა, ხვიჩა ასეთ ძლიერ ფეხებზე ვერ იდგებოდა, ასეა ეს. სხვისი განსჯა მაგრად ვიცით, თვითონ რას ვაკეთებთ რო...
რრრ
შენ ითამაშე ისე, როგორი პოტენციალიც გაქვს და ვერავინ დაგპლოკავს ნაკრებში, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ ვერ აჩვენებ იმ თამაშს, რომ ნაკრებში ყოფნა დაიმსახურო, რუსეთში ყოფნა არაფერ შუაშია.
ასეა ეს
უბრალოდ ევროპის დონეზე ვერ გაქაჩა და რა ექნა მატერიალური კეთილდღეობის მიზნით რუსეთი აირჩია თანაც ცუდ დროს როდესაც რუსეთი უეფადან სანქცირებულია და მათი ჩემპიონატი არავის აინტერესებს. როგორც ფეხბურთელი იგი ვერ მოუმატებს ამიტომ დაკარგულია. მისი ნაკრებში გამოძახება უაზრობა მგონია.
ილია
რას ერჩით ამ ბავშვს,რა სიტყვებს უბეჭდავთ.ან იქვე დააზუსტებინეთ ბოლომდე თავისი აზრი,რომ გუნდში შარი არ მოსდონ.
zura222
თუ ამ მაგარ და ნიჭიერ ფეხბურთელს ნაკრებში იმის გამო არ გამოიძახევენ რომ რუსეთში თამაშობს ყველაც გასაყრელი იქნება დაწყებული ფედერაციის "პაწრიოწებიდან" დამთავრებული ახალგაზრდული ნაკრების იდიოტი "მწვრთნელით" @@ რაა ძალიან ბევრი გვყავს ასეთი ფეხბურთელები საყრდენის პოზიციაზე ??
სოსო
იმით დავიწყებ,რომ როცა რუსეთში დაბრუნდა,მგონი მე ვიყავი პირველი,ვინც გადაწყვეტილება და მრჩეველები დაუწუნა.ახლაც დარწმუნებული ვარ,რომ არ უნდა გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი,მაგრამ მანამდე პოლონეთში იყო გადასული და მოედანზე გაშვება არ აღირსეს.ახლაც ამბობს,სხვა ვარიანტი არ მქონდაო!ახალგაზრდულებში თურქებმა,ისე მოარტყეს,რომ მეგონა ყველაფერი დაუწყვიტეს,სახსარში და დაახლოებით ერთ თვეში ვარჯიში დაიწყოვო რომ თქვეს,გამიხარდა,გადარჩა მეთქი.ამის შემდეგ,კიდევ კაი ხანი გავიდა,სანამ ფორმა აკრიფა და ბუნებრივია ასე ტრავმირებული,არავის უნდოდა.საქართველოში თამაშს კი,რუსეთის ლიგა ნამდვილად სჯობია სათამაშო დონით.ასე რომ მის მაშინდელ გადაწყვეტილებას,ახლა უფრო გაგებით ვუყურებ,ვიდრე მაშინ ვაფასებდი.ერთადერთი კონტრაქტის ხანგრძლივობაა,დღეს უარყოფით განწყობას რომ მიძლიერებს.რუსეთიდან წასვლის თავისუფლების თარიღი,მგონი ამოიწურა და ეს შეიძლება გახდეს მისი პრობლემა.არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო,თვითონ ამბობს და რუსების ხასიათი რომ ვიცი,შესაძლოა ეს სიტყვებიც კი,ცუდად მოუბრუნდეს მას,ჩვენ კი,აქედან ვკორტნით.გვავიწყდება,რომ ჯერ პატარა ბიჭია და ძალიან ბევრი რამე,ჯერ კიდევ არ იცის.დღეს,როგორც არასდროს,ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა სჭირდება ლუკას,რადგან სხვა ვერაფრით დავეხმარებით,ის კი,ქართველი ფეხბურთელებიდან,სავარაუდოდ,ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

რა ქნას ფეხბურთს დაანებოს თავი? რუსეთი რო ოკუპანტია ვიცით, თუმცა ოკუპანტების თელასის შუქი გვაქვს, იგივეო ოკუპანტების სურსათი და ჩამონათვალი დიდია. ამ ყველაფერზე უარს არ კი არა, ვერ იტყვის ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ. ასე რომ ამ ბიჭს დაანებეთ თავი.
irakli81
ვინც კიდევ ვერ ელევით რუსეთს, ჩალპით მაგ რუსულ ჭაობში. ხვიჩამ თუ ითთამაშა ბათუმში, ამას რა უშლიდა, ეთამაშა სეზონის ბოლომდე ბათუმში ან თბილისის დინამოში და გამოჩნდებოდა ევროპული ვარიანტიც. აქ ვისაც დაუჩემებია რუსული პროპაგანდისტული ტერმინი ლიბერასტი, თქვენ არც ფეხბუთი ქიყვართ, არც საქართველო და არც მაგ ბიჭის ბედი გაწუხებთ, ტვინ გამორეცხილი რუსეთუმეები ხართ.
akaki-ს
შენისთანა ჭკუის კოლოფების გამოა ეს ქვეყანა ამ დღეში! მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და ცუდი და კარგი!
ჰაჰა
მითხარი ვინ არის ამის აგენტი, და მერე შეიძლება აზრი გამოვთქვა. ეგრე კვარაც და დავითაშვილიც იყვნენ რუსეთში, მაგრამ მშვიდად და უსკანდალოდ "გამოიკვლიეს" გზა.
არტ
ვინც ვერ გაიგო ავუხსნი - ამ ძალიან ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭს ხელი მოაწერინეს 5 წლიან (!) კონტრაქტზე მოსკოვის "დინამოსთან", მისი აგენტი ამბობს რომ აბა რა გვექნა - ევროპელები კი იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენო. ბიჭი 19 წლისაა და რა ასეთი საჩქარო იყო მისი წასვლა? ფული ეჩქარებოდა ეტყობა კლუბსაც და აგენტსაც. მაგრამ არც ესაა მთავარი - კი ბატონო, წასულიყო მოსკოვის "დინამოში" მაგრამ ეს 5 წლიანი კონტრაქტი რამ დაადებინათ, ეგ რა მავნებლობაა? იჯარით წასვლა კი შეუძლია ახლა ევროპაში მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშეა და ამიტომ დიდი დაინტერესება არ არსებობს. რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს - იშოვეთ კარგი უცხოელი აგენტები და ამისთვის ფულს ნუ დაიშურებთ, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.
beqa
შენ თუ 5 წლიან კონტრაკტის გასვლას ელოდები რავი ოქროს წლები მოგიწევს უფასთან და ტულასთან :))
ვაჟა
ეს ბიჭი რა თქმა უნდა ცოდვაა, სახლში ხომ არ დაჯდება ნიჭიერი ფეხბურთელი. ისე, მეორე მხრივ, უნდა შეეგუოს, რომ ბევრი არ მოუწონებს რუსეთში თამაშს. ზოგადად, მეც პირადად მიმაჩნია, რომ დღეს რუსეთში ჩვენები არ უნდა მიდიოდნენ სათამაშოდ და თუ ალტერნატრივა არ აქვთ, ცოტა ხანი საქართველოში ითამაშონ, სანამ რამე გამოუჩნდებათ უკეთესი. გაგნიძე მართლა არ მოგნია ვინმეზე ნაკლები ქართველი. უბრალოდ, ამ კონკრეტულ რეალობაშია მოხვედრილი და რა ქნას. ყველა არ არის მზად საქართელოს დაბალი დონის ჩემპიონატში სათამაშოდ, თნაც, სასაცილო ხელფასზე. ალტერნატივა თუ არ გამოუჩნდა რთული იქნება მიატოვოს და წამოვიდეს. მისი რაღაც მხრივ მესმის.
ჟორა
უგნურთა კასტავ, 19 წლის ფეხბურთელი სახლში დაჯდეს თუ რას ურჩევთ? თუ საჩხერის ჩიხურაში ითამაშოს?
akaki
ეს ბიჭი რუსეთში თამაშით არაფერს ცუდს აკათებს, საერთოდ არაფერს. რას ქვია არ გამოიძახებენ თუ კარგად ითამაშებს. საზონოვს გამოიძახებენ და ამას არა? ვინც კიდევ რუსეთში მცხოვრები ქართველები მოღალატეები თუ არასწორები გგონიათ ჩვეულებრივი ტვინგამორეცხილი ლიბერასტები ხართ
ადამიანი
ნეტა შენ ტვინში ჩამხედა?! აი შენმა საყვარელმა ევროპამ მოხსნას აკრძალვა და აღარ ექნებათ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ გუნდებში თამაშის პრობლემა,ვის ეხალისება რუსეთში ფეზბურთის თამაში?!
zaza
ჭკუის სწავლებაში პირველები ხართ, ამას რომ პატრონი ყავს ნეტა შენ გყავდეს მასეთი პატრონი....
rigiti
მრჩეველი არავინ გყავს შვილო? ნეტა იმის ტვინში ჩამახედა!!!!
ჯიმა
არ უნდა გამოძახონ არა კვახი. შენ კარგად ითამაშე და კარგადაც გამოგიძახებენ... ისე ამას რო ალაპარაკებთ მერე რუსების ყურამდე მივა და სკამს ახეხინებენ მერე...
gogi
შემეცოდა ეს ბიჭი, გაიჭედება ამ რუსეთში. თვითონაც ფაქტია აწუხებს ეს ამბავი, მაგრამ გამოსავალი რა აქვს? ასეთ გრძელვადიან კონტრაქტზე რომ მოაწერა/მოაწერინეს ხელი მაშინ უნდა ეფიქრათ ამაზე.
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ლუის ენრიკე: შედეგი კანონზომიერია - უნდა მოვუმატოთ
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
"პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ" - "ბოტაფოგოს" მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? - ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]