ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გთუნიმ გორის "ივერიონი" 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა

გთუნიმ გორის "ივერიონი" 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა

ოლიმპიურ სასახლეში "ა" ლიგის 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ნამდვილი ბრძოლა ერთ მატჩში შედგა, მეორე კი, მოლოდინისამებრ, ფავორიტად მიჩნეული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საინტერესო, ემოციური და ძალიან დაძაბული მატჩი ლიგის დებიუტანტ გორის "ივერიონსა" და გთუნის (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) შორის გაიმართა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი შიდაქართლური გუნდი დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ ძლიერია და სუპერლიგაში გადასვლის ამბიციაც გააჩნია, თუმცა რეალური შესაძლებლობით გამაგრებული ანალოგიური სურვილი "ა" ლიგის კიდევ 3 გუნდს – ტყიბულის "ორბს", "ასტრალს" და გორელთა დღევანდელ მეტოქე გთუნისაც აქვს და შესაბამისად, მომავალ ორთაბრძოლებს მათ თამაშებში უნდა ველოდოთ.

დღეს სწორედ ამ ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ და მოედანზეც ნამდვილი ბრძოლის ცეცხლი დაინთო. "ივერიონი" თავიდანვე ხელჩასაჭიდად დაწინაურდა და პერიოდი, რომელსაც ერთხანს 17 ქულით იგებდა, საბოლოოდ 14 ქულით – 32:18 მოიგო. ამხელა უპირატესობა კარგია, მაგრამ შენარჩუნებას გააზრებული, დალაგებული თამაში სჭირდება, რაც გორელთა გუნდს ამ ეტაპზე არ აღმოაჩნდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეორე პერიოდი 20:14 მოიგეს და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოუმატეს და ლეგიონერებისა და ქართველი კალათბურთელების ერთიანი ძალისხმევით ლიდერობასაც დაეპატრონნენ. მესამე პერიოდი გთუნიმ 26:11 მოიგო და 7 ქულით გალიდერდა.

"ივერიონი" არ გატყდა, ბოლო პერიოდში კონსოლიდაცია მოახდინა და ლიდერობა დაიბრუნა, რაც ამერიკელი ლეგიონერის, აიზია ლუისის დიდი დამსახურება იყო. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გორელები 78:77 იგებდნენ, თუმცა მომდევნო 3 შეტევა გააცუდეს, რითაც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა ისარგებლეს და შედეგიანი შეტევების, გიორგი დვალის სამქულიანის შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. საბოლოოდ 89:81 (სტატისტიკა) და გთუნიმ "ა" ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ივერიონმა" კი პირველი მარცხი განიცადა.

გამარჯვებულებს 11 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 17 ქულა და 6 მოხსნა ედი ჰანტმა მიითვალა, კამარ მაკნაითის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა, ნიკა გოგოხიამ 14 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით მოიპოვა: 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო.

დღის მეორე მატჩში თბილისის "ასტრალმა" 81:74 (სტატისტიკა) დაამარცხა ქუთაისის აწსუ (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი). ანგარიშში სხვაობა 7-ია, თუმცა ამ შეხვედრაში ბრძოლა არ ყოფილა და არც ამ გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა განისაზღვრება 7-ქულიანი სხვაობით. "ასტრალმა" პირველი პერიოდი 28:7 მოიგო, რის შემდეგაც ყველა პერიოდი დათმო, მაგრამ მწვრთნელი ბექა ჩიკვილაძე გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული იყო, სამიდან არც ერთი ლეგიონერი მოედანზე არ შეუყვანია.

"ა" ლიგის მორიგი მატჩები 21 იანვარს გაიმართება.

GBF

• kombato

rustavma rom tasi moigo eg newsi araa? a ligas ashukebt da superligas ara???

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა