ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩას შეჩერება მხოლოდ ხვიჩას შეუძლია - კვარაცხელიას განეიტრალება ალეგრის მთავარი ამოცანაა

ხვიჩას შეჩერება მხოლოდ ხვიჩას შეუძლია - კვარაცხელიას განეიტრალება ალეგრის მთავარი ამოცანაა

13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს და ცხადია, მასპინძლებს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა, ყველაზე რთული მატჩი ელით. ტურინელებმა იტალიის პირველობაზე ზედიზედ რვა გამარჯვება გოლგაუშვებლად იზეიმეს. მართალია, გაჭირვებითა და წვალებით იგებენ და არა ლაღად და თავისუფლად, მაგრამ მათთან თამაში ძნელია და ბევრი რამ ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება დამოკიდებული. ხვიჩას განეიტრალება „იუვეს“ მთავარი ამოცანაა, რომელიც წაგების შემთხვევაში ლიდერს უკვე ათი ქულით ჩამორჩება და საჩემპიონო რბოლას, ფაქტობრივად, გამოეთიშება. თუმცა „კვარას“ შეჩერება მხოლოდ „კვარას“ შეუძლია. რატომ? შევეცდები, ჩემი სუბიექტური მოსაზრება განგიმარტოთ.

ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ვთვლი, რომ კვარაცხელიას მსგავსი შემტევი თანამედროვე ფეხბურთში ბევრი არ არის, თანაც ისეთი, რომელიც თავისი ლამაზი თამაშით ასეთ სიამოვნებას ანიჭებს გულშემატკივარს. იდეალური გარემარბი იდეაში რომ შექმნა, სწორედ ასეთი მონაცემებისა უნდა იყოს, პრაქტიკულად უნაკლო: აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა, პასი, დრიბლინგი, შეუძლია მეურვის მოტყუება, კარში დარტყმა, გოლების გატანა და ფიზიკურადაც ძლიერია. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის, ეს საჯარიმოების უზადოდ შესრულებაა და ღმერთმა ისეთი ნიჭით დააჯილდოვა, დროთა განმავლობაში ამასაც მოახერხებს. ეს არაა პრობლემა, პრობლემა მოცემულ მომენტში მისი სათანადო ფორმაში არყოფნაა. ტრავმის შემდეგ თითქოს მოახერხა აღდგენა, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩადგა მწყობრში, ჯერ კიდევ რაღაც აკლია და მახსენდება, „რუბინში“ ჩავარდნის პერიოდი როდესაც ჰქონდა. მაშინ ბათუმის „დინამოში“ დაბრუნებულმა გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი. ახლაც გარკვეულწილად იგივე სიტუაციაშია და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ხვალინდელ დაპირისპირებაში.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „ბიანკონერის“ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის კითხვა დაუსვეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ქართველს, რაზეც მიუგო, რომ ჯერ არ იცის და, ფაქტობრივად, პასუხის გაცემას თავი აარიდა. ამ დროს, რა თქმა უნდა, გეგმა აქვს: ხვიჩას პერსონალური მეურვე დანილო იქნება, მას უესტონ მაკენი და ადრიენ რაბიო დააზღვევენ, თუ საჭირო გახდა - დანიელე რუგანიც (სიტუაციის მიხედვით მონაცვლეობით).

ზოგიერთის აზრით, ხვიჩამ სეზონის პირველ ნახევარში მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, ახლა კი მის სტილს ალღო აუღეს, უფრო ახლოს ეთამაშებიან, გასაქანს არ აძლევენ და ძველებურად ეფექტური ვერ იქნება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, როცა სამი-ოთხი მოწინააღმდეგე მის განეიტრალებაზეა კონცენტრირებული, სხვებს ეძლევათ უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება და სიტყვაზე, სულ რომ არაფერი გააკეთოს, მისი მოედანზე ყოფნაც კი სასარგებლოა. და კიდევ ერთი - ეს მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის საქმეა, მაგრამ არ არის კვარაცხელიას ბოლომდე დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა აუცილებელი, ვინაიდან მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ენერგიის დაზოგვა სჭირდება და თანაც, როდესაც ვიზავი შეტევაზეა, ქართველს უმეთვალყურეოდ ვერ დატოვებენ და სრული ძალებით ვერ წავლენ წინ.

მოკლედ, დიდი მატჩი გველის და იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლი“ მასპინძელია, ხვიჩას მეურვეებს მსაჯი ვერ მისცემს უხეშობის უფლებას. თუ ის ჩვეულად გაირჯება, მისი შემჩერებელი არავინაა, მან შეიძლება საკუთარი თავი მხოლოდ თვითონ შეაჩეროს.

• თემური

რა ვერ გაიგო ამ ხალხმა ,სიყვარული ვერტიკალურია თანაც ბრუნვადი''

• გიორგი

ჩვენ შენი გვჯერავს ,გააკეთე ის რაც იცი ჯიუტად და განუწყვეტლივ დამიჯერე არავის ექნება შანსი რამე დაგიპირისპიროს ნუ უსმენ ბრბოს ის გოლგოთაზე მიგიყვანს უსმინე გულს და ისევ და ისევ მიიღე სიამოვნება თამაშით ეს ყველაზე კარგად გამოგდის . გვიყვარხარ..............

• giorgi 3

სლავა მეტრეველიც მახსოვს 1965 წლიდან, სულ ფეხებში ურტყამდნენ, მაგრამ რაღაც თავდაცვითი უნარები ჰქონდა და იშვიათად მინახავს გამოეთიშათ თამაშიდან. მესმის ეხლა სხვა ფეხბურთია, მაგრამ შესაბამისად ეს თავდაცვითი კომპონენტიც ხომ დაიხვეწა

• სოსო

დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა.ის ყოფილი მოჭიდავე იყო და ფიზიკურ ორთაბრძოლაში,ძალიან ძნელად თუ ვინმე წააქცევდა.ხშირად, ცდასაც ვერც უბედავდნენ.

• გიორგი

ხვიჩა ძმაო ასე ძალიან ნუ ცდილობ ეცადე სიამოვნება მიიღო თამაშით დანარჩენი თავისით მოვა,

• მთაწმინდელი

რას ეწევი ასეთს სულ ჰალუცინაციებით რო ცხოვრობ

• გუსანი

ახალი რეალობა შეგვიქმნა ხვიჩამ, აღტკინებით, გულისფანცქალით ველოდებით ნაპოლის თამაშებს. ხვიჩას საჯარიმოებამდე კიდევ ბევრზე აქვს სამუშაო- იმ მწვერვალზე რომ ავიდეს ჩვენ რომ გვინდა... პირველი ფიზიკა-გამძლეობაა, ევროპაში თავგამოჩენილ თავის ასაკის ბიჭებს ჯერჯერობით ჩამორჩება ფიზიკაში, სხვა უნარებში კი აღემატება, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უჭირს თავისი უნარების დემონსტრირება, რუბინიდან ვადევნებ თვალს და სლუცკიც ურჩევდა დარბაზში მეტი ევარჯიშა, მესი პატარაა მაგრამ უჭირთ წაქცევა, მარადონა ხომ ფენომენი იყო, კოჭები ძლიერი ქონდა და მყარად იდგა- სულაქველიძემაც აღიარა რამდენჯერმე წასაქცევად დავეჯახე და ძვრა ვერ ვუყავიო... წუთებს ვითვლი თამაშამდე, პოზიტივს ველოდები , იფრინე ხვიჩა...

• გუსანი

სურათი- სწორედ თუ მახსოვს რომასთან თამაშის ეპიზოდია, ფლანგზე მეურვეს გაცდა და ხელით შეეცადნენ გაჩერებას...

• G.A.L.

ხვიჩას უმთავრესი კოზირი სისწრაფეა, რაშიც ჯერ კიდევ მოიკოჭლებს. ფორმის აღდგენა ძალიან რთულია, მითუფრო წელის ტრამვის შემდეგ. იუვესთან უკეთესი იქნება მაგრამ არა საუკეთესო. დრო არის საჭირო და მოთმინება. სპალეტიც ძალიან კარგად იცის საქმე და კვარა მიჰყავს სასურველ შედეგისკენ. ნდობა და ყურადღება, აი მთავარი რასაც კვარა უეჭველი გრძნობს. წარმატება საქართველოს ნაკრებს და კვარას!!!

• zura222

ამ სურათზე ხციჩა სპალეტის ეუბნება--ხომ ხედავ ა0ომკეტეს და დამახჩვეს 3-4 კაცით და ქენი რამეოო PP

• ზაქრო

შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ჩემი აზრით რაც უფრო იშვიათად ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი იქნება.

• Charley

ხვიჩას არსენალი მაშინ არის ეფექტური როდესაც ის არ არის მიჯაჭვული მარცხენა ფრთაზე. შეიძლება არ წაუვიდეს მარცხნივ (პერსონალურად მიჩენილმა) მცველებმა უბრალოდ რიცხობრივი უპირატესობით გაანეიტრალონ. ამ მომენტში კი მან პერმანენტულად უნდა დაიწყოს ცენტრისკენ შეწევა და იქედან განავითაროს იერიშები (მაღალი პასები საჯარიმოს სიღრმეში ან შორიდან გასროლები) ის მცველები მოულოდნელობის ეფექტის გამო იქ ვეღარ გადაყვებიან ასე თამამად ხოლო თვითონ პოტენციურ ჩავარდნილ თამაშს მარცხენა ფრთაზე (ამოკეტვის გამო) ცენტრიდან შექმნილი სიმწვავით გამოასწორებს ვინძლო გააუმჯობესებს კიდეც. მისი პლიუსიც ხომ ეს არის უნივერსალიზმი ესთეტიკასთან ერთად. სპალეტიმ ბოლომდე უნდა აითვისოს კვარას რესურსი და მაქსიმალურად აამოქმედოს ხვიჩას მარგი ქმედების კოეფიციენტი მოედანზე. ასეთ შემთხვევაში მისი ბოლომდე "დაკეტვა" პრაქტიკულად ნულის ტოლამდე დაეცემა.

• სოსო

გამორიცხულია,ხვიჩამ იუვენტუსთან წლის მატჩი ჩაატაროს.წინა თამაშზე უკეთესად ითამაშებს,შესაძლოა გაცილებით უკეთესადაც,მაგრამ არა წლის მატჩს.ეს თუნდაც იმიტომ,რომ ფორმას თანდათან კრეფს და მომდევნო თამაშებისთვის,თუ ტრავმა,ან რაიმე სხვა უბედურება არ მოუვიდა,ის საგრძნობლად უკეთეს ფორმაში იქნება.

• არჩი-ს

ვინც ურევს და არ ასვენებს ქალი იქნება შეყვარებული და კლავიატურის ლომები სადაც საკუთარ თავს იცნობს ბევრი..

• კაპიტან გარდენბურგი

1:0 rom დამთავრდეს და ხვიჩამ საგოლე პასი მისცეს, რამე პრობლემაა? მაინცდამაინც ჰეთტრიკი? :)

• არჩი

საინტერესოა - თავის დანებებაში რას გულისხმობთ?

• საბურთალო

როგორც კი ყველაფერ იმას რაც ფეხბურთს არ ეხება, ხვიჩა თავს დაანებებს, ყველა პრობლემა მოიხსნება. ეგ კაცი ფეხბურთისთვის არის გაჩენილი და მასზედ იქორწინა კაი ხნის წინ. ფრენას დაიწყებს ისევ , ფ რ ე ნ ა ს ..........

• რა მაფიაა?

ნაპოლის ფბ გვერდზე დაწერა ერთმა იტალიელმა, ეს ქართველები ზედმეტ წნეხს ხო არ უქმნითო კვარასო და რაღაც პონტში მართლია, ყველას გვაქვს მოლოდინები, ამას ვერაფერს ვუზამთ ალბათ, მარა ყველა შესაძლებლობისას იმის ხაზგასმა რომ კონკრეტულად ხვალ ველოდებით კიარადა აუცილებლად საუკუნის მატჩი და კავანის ჰეთთრიკი იუვესთან ან რამე მსგავსი უნდა ქნას... კი ამბობს ეს ბიჭი არ ვკითხულობო მარა ძირითადი აზრი ცხადია მიდის მასთან და ეს ძირითადი აზრი კიდე ერთსულოვანია რომ ყველა ველოდებით არა ზოგადად უახლოეს მომავალში ნელნელა ფორმაში ჩადგომას, არამედ კონკრეტულად ხვალ ან სამპდორიასთან ან ინტერთან და კარიერის მატჩი უნდა ჩაატაროს, მერე ჩვენშიც და მასშიც იმედგაცრუება ჩნდება თუნდაც უბრლაოდ კარგად ითამაშოს... შეცდომების იმატებს ზედმეტი მონდომებისგან და ზოგადად ცუდად მოქმედებს ყველაფერზე, მითუფრო როცა სრულიად ახალგაზრდა ბიჭზეა საუბარი...

• არჩი

ვეთანხმები ჟურნალისტს - რუბინში ტრავმის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა და ბათუმში გადმოსვლის მერე ათამაშდა. ძალიან მანერვიულებდა ნაპოლში ტრავმის მერე დაბრუნება. ინტერთან ვერ ითამაშა ხვიჩამ, მცველები უხეშობდნენ, თუმცა სამპდორიასთან უკვე გაცილებით იკეთესი იყო ხვიჩა. სპალეტიმაც აღნიშნა, ძალიან ჭკვიანი ბიჭია ხვიჩა და ბევრს მუშაობსო, სპალეტიც მაგარი მწვრთნელია და იმედი მაქვს, უკვე იუვენტუსთან პირველი პერიოდის ხვიჩასთან მიახლოებულ თამაშს ვიხილავ. აქვე, ძალიან ვისიამოვნე გიორგი მამარდაშვილის გუშინდელი თამაშით. ისტორიულად რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გუშინ გიორგის მოგება გამიხარდებოდა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს! მჯერა, ახალი პერიოდი იწყება ჩვენს ფეხბურთში და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შეიძლება პრიზიორობასაც გამოკრან ხელი, თუ ყველას, ვისაც უფლება აქვს, ეროვნულიდან გაუშვებენ ახალგაზრდულში. ეს ეროვნული ნაკრების ერთი ვარიანტია: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, დავითაშვილი - წიტაიშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია. როგორია?!

• F

რატომღაც მგონია, რომ ხვიჩა იუვესთან წლის მატჩს ჩაატარებს.

• ვაჟა მასწავლებელი

ნიკალა მართალი ხართ, მაგრამ ეს თქვენი ძალიან კარგი ანალიზური სტატია როგორმე უნდა ითარგმნოს იტალიურად და იტალიაში გავრცელდეს - ეფექტი მეტი ექნება!!! ხვიჩას კი ვთხოვ გაითველისწინოს, რომ ხვალ ღამით "ჩვენი ახალი წელი" დგება!

[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა

რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს

პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს

"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა