მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის სუპერთასზე "ჩელსის" 3:1 დამარცხების შემდეგ რიხიანი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ...

მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის სუპერთასზე "ჩელსის" 3:1 დამარცხების შემდეგ რიხიანი პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ ეს ჯერ დასაწყისია. მოგეხსენებათ, ფერგიმ ამ ზაფხულზე, სატრანსფერო ბაზარზე, ჯერ მხოლოდ 20 მილიონი ფუნტი დახარჯა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არაფერს ნიშნავს. შოტლანდიელის რწმენით "იუნაიტედმა" კვირას "უემბლიზე" დაამტკიცა, რომ ახალი ფეხბურთელების დამატების გარეშეც ძლიერია და ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება შეუძლია.

"ასეთი გუნდი სრულიად მაკმაყოფილებს. ახლა მთავარია ეს ბიჭები კარგ ფორმაში შევინარჩუნო და თუ ეს მოვახერხე ჩემპიონობის დიდი შანსი გვექნება", - თქვა სერ ალექსმა. ჩვენ კი აქვე შეგახსენებთ, რომ "ჩელსის კარში გოლები ანტონიო ვალენსიამ, ხავიერ ერნანდესმა და დიმიტარ ბერბატოვმა გაიტანეს.

"ვფიქრობ, დღეს ყველამ დაინახა, რომ ჩემი ფეხბურთელები თამაშის ჟინით არიან შეპყრობილები. ამ შეხვედრაში ეპიზოდურად ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ასეთი თამაში ვეტერანების გამოცდილებაზე აგებული. ნემანია ვიდიჩს, პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს ვგულისხმობ. როდესაც თავმოყვარე გუნდი ჩემპიონი ვერ ხდები, ვალდებული ხარ ტიტული შემდეგ წელიწადს მოიპოვო. ფეხბურთს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს: შემდეგ წელიწადთან ერთად გამოსწორების შანსიც ყოველთვის მოდის".

რასაკვირველია, ფერგიუსონი თავისი საყვარელი ფეხბურთელის უეინ რუნის შექების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. რუნიმ, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლისთვის "უემბლიზე" ტრადიციული ინგლისური "ბუუ" უძახეს, ვალენსიას საგოლე პასი ჩააწოდა:

"დღეს ისეთი დრო დადგა, რომ კარგ ფეხბურთელებს მეტოქის ფანები "ბუუს" აუცილებლად ეძახიან, მაგრამ უეინმა ვალენსიას საუცხოო პასი რომ მიაწოდა, ფაქტია. მას ყველაზე მეტად გამძლეობაში უჭირდა და ამ კომპონენტში სჭირდება გაძლიერება, თორემ რაც ითამაშა დიდებული იყო".

დამარცხებულების თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კი ყველაფერი ზაფხულს დააბრალა. მან თქვა, რომ მის საუკეთესო ფეხბურთელებს საუკეთესო ფორმამდე ჯერ კიდევ აკლიათ რამდენიმე კვირა, თუმცა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ყველა ღონეს რომ იხმარენ და ამის უნარიც შესწევთ, რად უნდა ლაპარაკი. სხვათაშორის, მოსამზადებელ პერიოდში "ლურჯებმა" ამხანაგური შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, "კრისტალ პალასთან", თუმცა ისიცაა, რომ კალენდარმა ჩემპიონი დაინდო და პირველი თამაში შინ, "სტემფორდ ბრიჯზე", პრემიერლიგაში ახალ აღზევებულ "ვესტ ბრომვიჩთან" არგუნა.

"ვიცოდით, რომ სეზონისწინა პერიოდში გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამას ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს. მთავარია წინ ვიყუროთ, მომავლისკენ. ამხანაგურ თამაშებში ცუდი შედეგები გვქონდა, მაგრამ ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ. ჩემი ვარაუდით, ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გვიან შემოუერთდნენ ორი კვირის შემდეგ კარგად ათამაშდებიან. "ქომუნითი შილდზე" დამარცხება არ მაღელვებს, თუმცა ფაქტია, რომ იმ დღევანდელთან შედარებით თამაში უნდა გამოვასწოროთ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა