სიამაყე და სიხარული - აი, ორი დიდებული გრძნობა, რასაც ქართველი გულშემატკივარი განიცდიდა „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ. მოლოდინი დიდი იყო, ნერვიულობაც, რამეთუ ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრები ჩვეულ დონეზე ვერ ჩაატარა და ჩვენი ყველა ფიქრი იმასთან იყო დაკავშირებული, როგორ ითამაშებდა „იუვესთან“, რომელმაც ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო.

რა თქმა უნდა, გამარჯვებისა და კვარაცხელიას იმედი გვქონდა, მაგრამ მთლად ასეთ შედეგს ძნელად თუ წარმოვიდგენდით. ჩენ ვიხილეთ ტურინული გუნდის სრული და უპირობო კაპიტულაცია, რომელმაც ერთ მატჩში ჩემპიონატზე ხუთი გოლი 1993 წლის შემდეგ პირველად გაუშვა და „ნაპოლისთან“ იმდენივე გაუშვა, რამდენიც წინა 12 ტურში ერთად აღებული. გამარჯვების მთავარი შემოქმედები კი უდავოდ ხვიჩა და ვიქტორ ოსიმენი იყვნენ. დეტალებზე აღარ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ.

ქართველს უკვე შეხვედრის წინ ეტყობოდა სრული მობილიზაცია, ნერვიულობაც, ვიდრე თამაში დაიწყებოდა, მოედნის ცენტრში თავისთვის ჩუმად ლოცულობდა და შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო! ოსიმენის პირველი გოლი ხვიჩას მიერ ნახევარბრუნში დარტყმულ ბურთს მოჰყვა და სამწუხაროა, რომ ეს საგოლე მოქმედებაში არ ჩაეთვალა. 39-ე წუთზე ოსიმენის პასი მიიღო, შენსისთან პირისპირ დარჩა, მყისებრ შეაფასა ვითარება და გააკეთა ის, რაც დიდ ფეხბურთელს უნდა გაეკეთებინა: მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ბურთი კუთხეში გაუტანა. გავიხსენოთ რაჰმანის გოლი: ყველა კუთხურის მაღალ ჩოწოდებას ელოდა, ხოლო „კვარამ“ ძლიერად დაბალი ტრაექტორიით გაუშვა ბურთი. ამან იმუშავა, რაც შეიძლება ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია გახლდათ. ჩემი აზრით, საუკეთესო ოსიმენზე გაკეთებული საგოლე გადაცემა იყო, როდესაც ისე აუგდო ბურთი, როგორც კალათბურთისას (დანქი) - იუველური სიზუსტითა და სიჩქარით. მოკლედ, ჩინებულმა დუეტმა თამაში გააკეთა და მეტოქეთათვის ნამდვილ სტიქიურ უბედურებას წარმოადგენს.

ოსიმენი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 79-ე წუთზე შეცვალა, კვარაცხელია კი 89-ეზე, მიზნმიმართულად, რათა გულშემატკივრებს ოვაციებით გაეცილებინათ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ლამაზი ჟესტი გამოუვიდა, მადლიერი ტიფოზები ხვიჩას ფეხზე წამოუდგნენ და კარგი და შედეგიანი თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველმა ქომაგებმაც გავიხარეთ, ვინაიდან არ შეიძლება ასეთ დიდ მატჩში შენი თანამემამულის ესოდენ წარმატებულმა ასპარეზობამ სიამაყის გრძნობა არ მოგგვაროს - ასეთი რამ ხომ ყოველდღე არ ხდება. „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 10 ქულით გაექცა, სკუდეტოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი ბრძოლები, ჩვენ კი იმედია მორიგი გამარჯვებები და ხვიჩას ბენეფისები გველის. გუშინ მან ამის იმედი კვლავ ჩაგვისახა.

ბაბაია
'ხვიჩა დიახაც არის ჩვენი შვილი საქართველოს შვილი,სანაქებო შვილი " ხომ გვიხარია რომ კარგი ბიჭია, გვიხარია და სამწუხარო ის არის რომ "სანაქებო შვილი" რომ გახდე იძულება გაქვს სამშობლო მიატოვო და უცხო ქვეყანაში ეძებო ბედი , რატომ ?(ეს ყველამ ვიცით სამწუხაროდ)
ჟორა ხვედელიძე-ს
თუ ფული გადაიხადა, ეგრე ხომ ყველა უყურებს. მუქთად ყურებას აქვს მუღამი. :)) არ სჯობს, საკუთარი ქვეყანა ლანძღოს? ეგეც მუქთა საქმეა.
ჟორა ხვედელიძე
ნაპოლის თამაშის ყურება პრობლემა არ არის. სეტანტას არხზე ყოველთვის აჩვენებენ ნაპოლის თამაშებს, უბრალოდ, უნდა შეიძინოთ სეტანტა არხების პაკეტი. სულ ეგ არის.
ზაზა
ხვიჩა დიახაც არის ჩვენი შვილი საქართველოს შვილი. სანაქებო შვილი რომლითაც ყველანი ვამაყობთ და კიდევ ღმერთმა გვიმრავლოს ახალგაზრდები რომლებიც გვასახელებენ მთელს მსოფლიოში

ხვიჩა და ოსიმენი არიან "ნაპოლის ტვიქსი"
კახა
იმას რატომ არავინ ჩივის, აქ საიტზე ხალხი რომ იხვეწება ლინკი ლინკი, რომ როგორმე ნაპოლის თამაშს რომ ვუყუროთ,ნუთუ ეგეთი შეუძლებელია ჩვენ ვარსკვლავს ვუყოროთ ტელევიზორში და დავტკბეთ..იუვესთან რუსულ არხზე უყურე,,, მაგრამ ჩვენ ხომ ქვეყანა არ ვართ. იტალიაში ხალხი ტკბება მისი თამაშით და ცვენ კიდევ ქვეყანაში ვერცერთ არხზე ვერ უყურებს იმას რასაც საფეხბურთო სილამაზე ქვია
ბაბაია
მადლობ ხვიჩა ,ბრწყინვალე საახალწლო საჩუქრისთვის. გასაოცარია შენი თამაში , გასაოცარია ის აღფრთოვანება რასაც შენი წარმატება იწვევს თანამემამულეებში,ეს ყველაფერი გაზაფხულის ლამაზი დღესავითაა , დიდი გზის დასაწყისია, დასაწყისია და ჩავთვალოთ რომ ეს აბლოდისმენტები ავანსია დიდი წარმატების წინ, დიდი ადამიანური ძალისხმევა უნდა რომ გახდე დიდი ფეხბურთელი და უფრო მეტი რომ დარჩე თავმდაბალ, ღვთისნიერ ადამიანად, ცთუნება ხომ დიდია , როცა მრავალისთვის ფეხბურთი მეორე რელიგიაა ხოლო კუმირი ფეხბურთელი თითქმის მესიაა, როგორც მესი და რონალდო.
თენგო
მარტო ვუყურე თამაშს, მარტო ვიყავი ცოტა შექეიფიანებული რამდენი ვიყვირე ვიხტუნე და ვიტირე, მოთქმით ვტიროდი ეს საქართველოს მორიგი დიდი გამარჯვება იყო!
G.LA
ჩვენი ზაქარიანი სჯობია ხვიჩას.სლავა ჰაესტან ელი!
Las
სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშის ტიტული ჯიბეში აქვს. არ გამოვრიცხავ ოსიმენსაც დაეწიოს ბიმბარდირიბაში. ლიგის მოგება გაუჭირდება ალბათ ნაპოლის თორემ ოქროს ბურთზეც გვექნებოდა პრეტენზია :)
ჟორა
მაპატიეთ, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ხვიჩას ათასჯერ მეტი თაყვანისმცემელი ყავს საქართველოში, ვიდრე ჩასაფრებული ნაბიჭვარი? ამ ჩასაფრებულებმა ხვიჩა კი არა საქართველო გაყიდეს ფოჩიან კამფეტებზე და მათთვის ხვიჩა ვინ არის? გთხოვთ ნუ აზვიადებთ ნაბიჭვრების ნაქნავს, რადგან ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში არიან და ხვიჩას 100%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა, ვიდრე ის რომ რამდენიმე ჩასაფრებული ნაბიჭვარი ყავს.
ლაშა
არაქართველის იყო დისლაიქი თუ ვაიქართველის?!
Spain
ამ სიხარულის და ბედნიერი ემოციის ჩაშხამებას არ ვაპირებდი და ვაიგნორებ იმ გასაცოდავებულ ხალხს, ვისი წკავწკავიც კომენტარებში და პოსტებში ისმის. ერთს დავწერ მხოლოდ. ეგ ბიჭი თავისი ნიჭით და დაუღალავი შრომით აკეთებს საყვარელ საქმეს და იხდენს თავის ოცნებებს. არავის ავალდებულებს არც გულშემატკივრობას, არც ტაშის დაკვრას და არავისგან არაფერი უთხოვია ამ ქვეყანაში. ლანძღვა-გინების მეტი არაფერი შეხვედრია ისედაც. მტვერსა და ნაგავში ამოსული ბრილიანტივითაა. იუვენტუსის სექტა ფანებიღა აკლდა ახლა საგინებლად. მესმის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი განუვითარებელია, ყველამ სხვადასხვა ქვეყნების გუნდების გულშემატკივრობით დავიწყეთ ფეხბურთის ყურება, გვყავდა და გვყავს კუმირები, ვინებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, გვყავს საყვარელი გუნდები და მათ წინააღმდეგ თამაში კვარას უწევს, კიდეც მოუწევს და ამით უდიდეს გამოცდილებას იძენს, უფრო მაღალ და მაღალ საფეხურზე ადის. ტვინი გაბურღეს უკვე იმის მტკიცებით, რომ საყვარელი გუნდები ჰყავთ და კვარას იმის წინააღმდეგ როგორ უგულშემატკივრებენ და ასე შემდეგ. ხალხო ვინმე გავალდებულებთ კვარას გულშემატკივრობას? რას ილანძღებით და იწყევლებით? არც ქართველობაა კიდე პრიორიტეტი. ჩემს შემთხვევაში კვარას ქართველობა უბრალოდ დამთხვევაა, სხვა ქვეყნიდან რომ იყოს მაინც ვუგულშემატკივრებდი ისეთ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. სერია ა ში მსგავსი ლამაზად მოთამაშე არავინ მახსენდება პირადად. გოლების გატანაზე არაა აქ საუბარი. რატომაა ჩვენი გულშემატკივარი ასეთი შეუგნებელი. ვინც არ გიყვარს უბრალოდ დააიგნორე და ვინც გიყვარს იმას უგულშემატკივრე, რად უნდა ამას ამხელა დრამების დადგმა! ახლა რომელ გუნდსაც შეხვდება იმათი ქართველი ფანებიც გინებას უწყებენ, რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი!
ქართველი
თითქოს ჩემი შვილი იყოს ისე მიხარია. ეს არის რაც ჩვენნაირ პატარა და განსაკუთრებულ ერს გვჭირდებოდა. არგენტინელებს უყვართ ალბათ მესი ისე როგორც ჩვენ ხვიჩა. სხვა არმახსენდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?