რატომ დატოვა გოგუამ "ვოლგა"? რუსულ-ქართული ვერსიები
24 ივნისს გადაწყდა, რომ ევრო 2012-ის თანამასპინძელი პოლონეთის ნაკრები 10 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა ლიუბინის "დიალოგ არენაზე" გაიმართება.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის შეკრებას 8 აგვისტოს პოლონეთშივე გეგმავს, თბილისში შეკრება არ მოეწყობა.

სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" წამოსული ნახევარმცველი გოგიტა გოგუა. თუმცა, ისიც გვითხრეს, რომ ეს შეკრებაზე მის გამოცხადებას არ ნიშნავს, რადგან სია მხოლოდ გაფართოებულია და არა საბოლოო. რეალობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ამასობაში გოგუა კვლავ უგუნდოდაა, "კრასნოდარში" არ გადასულა და, რაც დრო გადის, რუსული "სპორტლაიფის" მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნო ჩანს. ჩვენი ცნობით, გამორიცხული არ არის, გოგუა ნალჩიკის "სპარტაკში" დაბრუნდეს.

გუშინ "სპორტლაიფმა" გოგუას ამბავზე მორიგი ვერსია გაავრცელა, ქართველმა უკმაყოფილება გამოხატა "ვოლგას" თამაშით, რის გამოც პირდაპირ შეკრებისას გაუშვეს გუნდიდანო და წყაროდ კლუბის წევრი დაასახელა.

"დიდი ხანია, გოგუას "ვოლგას" მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვამჩნევდით. მას აშკარად არ მოსწონდა ჩვენი კლუბი. ცოტა ხნის წინ კი, ავსტრიულ შეკრებაზე, მწვრთნელთა შტაბის, მოთამაშეთა და კლუბის მისამართით უსიამოვნო ტონით ალაპარაკდა.

ამასთან შეგუება შეუძლებელი იყო და ნიჟნინოვგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. იმავე დღეს აუღეს ბილეთი და უკან გააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ გოგუა "ვოლგაში" წლეულს ჩაირიცხა და ძირითადში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.

მისი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაც იყო. მას უფრო ხშირად სურდა ძირითადში თამაში. თუმცა საამისოდ ვარჯიშებზე დიდად არც იტვირთებოდა. შემადგენლობის შერჩევა კი მწვრთნელის საქმეა, მაგრამ ამასთან შეგუება არაფრით სურდა.

ამჟამად გოგუა ახალ კლუბს ეძებს, "ვოლგა" მზად არის, ამაში დაეხმაროს, ნიჟნი ნოვგოროდში კი, საეჭვოა, როდესმე დაბრუნდეს", - წერს "სპორტლაიფი".

"სპორტლაიფის" ცნობა ნაკლებად სანდო ჩანს, რადგან გოგუას უკმაყოფილების მიზეზმა დაგვაეჭვა - გოგიტამ მხოლოდ სამჯერ ითამაშა ძირითადშიო. არადა, გოგუა წლეულს "ვოლგას" სასტარტოში 12-ჯერ მოხვდა და მხოლოდ ერთხელ შევიდა შეცვლაზე.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, გოგიტა ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდში თავს კარგად ვერ გრძნობდა, რადგან "ვოლგას" ხელმძღვანელებთან კონფლიქტი ჰქონდა და ავსტრიული შეკრების დროს გუნდი საკუთარი ნებით მიატოვაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემური
ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. უბრალოდ ასეთი ამბიციებით ერთ დროს საყვარელმა ფეხბურთელმა შეიძლება თაყვანისმცემლები დაკარგოს. ასეთი პრეტენზიები უფრო დიდ გუნდებში ნათამაშებ ქართველებს არ ქონიათ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა