დღეს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენს გუნდს სპარინგპარტნიორობა უკრაინული პრემიერლიგის ლიდერმა "დნიპრო 1"-მა გაუწია.

მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა, უკრაინული დროშის თანხლებით, გუშინ დნიპროში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას პატივი მიაგო. თბილისელებმა დღეს გარდაცვლილი ლეგენდარული ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის - ბუბა კიკაბიძის ხსოვნის საპატივცემულოდ შეხვედრა შავი სამკლავურებით ჩაატარეს.

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე გიორგი მოისწრაფიშვილის გოლით დაინაურდნენ. მე-9 წუთზე მოისწრაფიშვილის აქტიურობას თორნიკე კირკიტაძის ზუსტი თამაში მოჰყვა და ანგარში 2-0 გახდა. "დინამო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ეპიზოდში მესამე გოლის გატანაც მართებდა, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო - არტიომ დოვბიკმა 35-ე წუთზე შედეგიანად ითამაშა. უკრაინელებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი გოლი გაიტანეს - მე-40 და 41-ე წუთებზე თავი ევჰენი პიდლეპენეცმა და ვალენტინ რუბჩინსკიმ გამოიჩინეს. მეორე ტაიმი დინამოელებმა ახალი თერთმეტეულით დაიწყეს, თავად მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე საგოლე ეპიზოდი ორივე გუნდის კართან იხილა მოედანთან შეკრებილმა მაყურებელმა. შეხვედრის 75-ე წუთზე საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ანზორ მექვაბიშვილმა ზუსტი და ჩახვეული დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში, 3:3 დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას დინამოელები 18 იანვარს პლოვდივის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

დინამო 3:3 დნიპრო-1

დინამო (პირველი ტაიმი): კუტალაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, უგრეხელიძე, მაისურაძე, სიგუა, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, ულად ომარი, კირკიტაძე, ბილენკი (იობაშვილი 33)

მეორე ტაიმი: კერესელიძე, მალი, ტაბიძე, ლაცაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, ოსეი (პარკაძე 85), სხირტლაძე, კამარა, პარკაძე (ოდიშარია 65), იობაშვილი (მარუშიჩი 60)

დნიპრო: კინარეიკინი, ბაბენკო, გომესი, გუცულიაკი, ჰამაჩე, ნაზარენკო, პასიჩი, პიდლეპენეცი, რუბჩინსკი, სვატოკი, დოვბიკი

fcdinamo.ge

ლაშა
ძაან მაგარი შედეგია!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
უკრაინული გუნდი კონფერენს ლიგიდან მოკვეთეს
უკრაინული გუნდი კონფერენს ლიგიდან მოკვეთეს
"შახტარი" დამარცხდა - აზაროვი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ
უკრაინელი თავდამსხმელი დოვბიკი შეიძლება "ჟირონამ" შეიძინოს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ჟირონაში" შეიძლება კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელი გადავიდეს
ინგლისში უკრაინელ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა