თორნიკე მაისურაძე: "ჩვენი ბიჭები ისევე თუ ითამაშებენ, როგორც რუსთავში, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ"
21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგი" პავლოდარში "ირტიშთან" განმეორებით მატჩს გამართავს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.

რუსთავში პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, მაგრამ თუ "მეტალურგებისა" და მათი მეტოქეების თამაშს გავიხსენებთ, ვფიქრობთ, ქართულ გუნდს შესწევს უნარი, "ირტიში" მისსავე მოედანზე დაამწუხროს. იგივეს ფიქრობენ რუსთაველები.

კლუბის პრესატაშე შოთა შერმადინის თქმით, რუსთაველთა დელეგაცია პავლოდარში დღეს, 20 ივლისს დილით ადრე ავიაკომპანია "აირზენას" ჩარტერული რეისით გაემგზავრება. "მეტალურგს" ახლავს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც, რომელიც გაურკვევლობაში მყოფ გუნდს უპატრონოდ არ ტოვებს.

ყაზახეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ:

მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურა ბათიაშვილი.

მცველები: ლაშა ჯაფარიძე, გიორგი მურველაშვილი, მიხეილ მახვილაძე, ალექსანდრე კვახაძე, სერგო ორბელაძე, დავით ლომაია.

ნახევარმცველები: გიორგი ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, ლუკა რაზმაძე, ვაკო ტყემალაძე, გიორგი მიქაბერიძე, რევაზ გეწაძე;

თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე, ირაკლი ქობალია, დიმიტრი ტატანაშვილი, ილია პავლიაშვილი.

შერმადინის თქმით, ჯერ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და გუნდს ვერ გაჰვა დენის დობროვოლსკი.

"გუნდში მშვენიერი განწყობაა და ბიჭები არაფრის დათმობას არ აპირებენ. სხვათა შორის, დადებითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ დაფინანსების საკითხში დამაიმდებელი ამბებია", - თქვა შერმადინმა.

თურმე, "ირტიშთან" ირაკლი მოდებაძემ, რომელმაც ოთხი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, საზარდულის ტრავმით ითამაშა: "ასეთ მდგომარეობაში თავის გამოვლენა ძალიან ძნელია. თუმცა, მატჩისთვის ირაკლი უკვე სრულ მზადყოფნაშია და აშკარად ეტყობა, რომ მოტივირებულია, ყაზახებთან განმეორებით შეხვედრაში რომ გამოიჩინოს თავი. საერთოდ, ყველას სურვილია, რომ 28 ივლისს "რენი" საქართველოში ჩამოვიდეს და არა ყაზახეთში".

"საწყენია, რომ რუსთავში ჰანდიკაპით ვერ მოვიგეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დაცვაში ერთადერთი დასანანი შეცდომა დავუშვით და ყაზახებმა გამოიყენეს, როდესაც ჩვენ ბევრად მეტი, რეალური საგოლე მომენტიდან ერთი გამოვიყენეთ და მხოლოდ ფრეს დავჯერდით. ვერ ვიტყვი, რომ "ირტიში" საკუთარ მოედანზე ფავორიტია, შანსები 50/50-ზეა. მაგრამ ჩვენი ბიჭები ისევე თუ ითამაშებენ, როგორც რუსთავში - და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ - დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ", - გვითხრა "მეტალურგის" სპორტულმა დირექტორმა თორნიკე მაისურაძემ.

"მეტალურგი" დღეს, 20 ივლისს საღამოს პავლოდარის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს, "ირტიში"-"მეტალურგის" მატჩი კი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
მართალი ხარ, გეთანხმები tsope, თუ რამე შეეძლოთ, აქ უნდა მოეგოთ, თუნდაც მინ. სხვაობით...პავლოდალურ მატჩზე კი რა ვთქვა...ალბათ 0-3-ს წავაგებთ...
tsope
ამას ქვია ბლატაობა. თუ თავი გქონდა აქ მოუგებდით. იგივე თამაშით აქ ვერ მოიგე და იქ ვის რა უნდა გაუკეთო?
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა