"უემბლიზე", "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" 3:1 რომ მოუგო, თამაშის შემდეგ მოედანს მიღმა ერთი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც...

"უემბლიზე", "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" 3:1 რომ მოუგო, თამაშის შემდეგ მოედანს მიღმა ერთი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც ინგლისური ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებული კი არაფერი, მაგრამ, თითქოს ეშლი კოულმა ფაბიო კაპელოს ხელი არ ჩამოართვა...

როგორც გითხარით, ეს მატჩის მერე იყო, როდესაც "ჩელსი" "დამარცხებულთა მედლების" მისაღებად ტრიბუნაზე ავიდა, სადაც ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა თავის მარცხენა მცველს ხელი გაუწოდა, მან კი აშკარად არ მიაქცია ყურადღება. ეს ყველაფერი მრავალრიცხოვანმა ფოტო და ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მეორე დილასვე გაზეთებში გახლდათ გამოქვეყნებული.

ნეტავ, ეს რამეს ნიშნავს თუ უბრალოდ, კოული ერთი ტლუ, უზრდელი ბიჭია (მერე რა, რომ მილიონერიც არის), რომელმაც წააგო, გუნება გაუფუჭდა და ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე ჩაუარა ყველასა და ყველფერს? სავარაუდოდ, ეს მართლა ასე იქნება, რადგან ოთხშაბათს, მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთისას ხვდება, "ჩელსის" ვარსკვლავი გამოძახებულია და მას ამ გამოძახების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ერთი სიტყვით, კაპელო და კოული მწვრთნელისა და შეგირდის ურთიერთობებს ინარჩუნებენ, თავაზიანობა კი...

სხვათა შორის, დაახლოებით იგივე დაადასტურა თავად "ჩელსიმაც", რომლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ეშლი კოულმა კაპელო ყოველგვარი განზრახვის გარეშე უგულებელჰყო. ასე ვთქვათ, ეშლია და ეპატიება...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა