"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

საქართველომ განვითარებისთვის ესოდენ საჭირო ტურნირის საგზური „ალაფის“ მოგებით 2015 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი ზედიზედ ოთხჯერ შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე 12 მოწინავეს შორის დარჩენა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო.

2020-22 წლებში ტურნირი არ ჩატარდა, თუმცა შარშან ზაფხულში, მსოფლიო რაგბის ინიციატივით რეგიონული ტურნირები გაიმართა და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ექვსი ერის" 20-წლამდელთა სერიებში ითამაშა, სადაც "ექვსი ერის" წარმომადგენლებთან (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, სამხრეთი აფრიკა და საქართველო იყვნენ მიწვეული. ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას, უელსს და საფრანგეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შოტლანდიას კი სარეკორდო სხვაობით – 55:17 სძლიეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში კვლავ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა და უელსი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში ჩატარდება ტურნირი და ვინ იქნება მასპინძელი ქვეყანა, თუმცა გუნდები უკვე ემზადებიან აღდგენილი მსოფლიოს ფორუმისთვის.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უკვე გამართა 3 სასელექციო შეკრება – ნოემბრის დასაწყისში, დეკემბრის მიწურულს და ნაახალწლევს. ლადო კილასონიამ ქართულ კლუბებში მოთამაშე 50 კანდიდატი ქუთაისში 10 იანვარს შეკრიბა, 18-ში კი დიდი 10-ის ბინადარ ქუთაისის "აიასთან" საკონტროლო თამაში გამართა:

„ეს ჩვენი მესამე ხანმოკლე შეკრება იყო. თუ აქამდე მხოლოდ ორმხრივ თამაშებში გვქონდა ნამუშევრის შეფასების შესაძლებლობა, ამჯერად დიდი 10-ის გუნდთან გვქონდა სპარინგი. ჩვენთვის საინტერესო იყო გვენახა, ასეთი წყვეტების ფონზე როგორ შევკრავდით გუნდს. როდესაც ამდენი მოთამაშე გყავს, რა თქმა უნდა, რთულია თამაშის დალაგება და ეს ყველას კარგად გვესმის, თუმცა რაღაც ეპიზოდებით კმაყოფილი ვარ. როგორც წესი, მწვრთნელები ბოლომდე არასდროს ვართ კმაყოფილი, მაგრამ მუშაობის შემთხვევაში ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თებერვლის შეკრება. წელს ძალიან ბევრი, 20-მდე ლეგიონერი გვყავს, რომლებსაც თებერვალში შესვენება აქვთ და ვეცდებით ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.

rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა