ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აგერ, აგერო, მაგრამ ტევესი?

აგერ, აგერო, მაგრამ ტევესი?

აგუერო 'მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესის შემცვლელად უნდა, მაგრამ ისტლენდელები 27 წლის ფორვარდს ვერა და ვერ ყიდიან
„მანჩესტერ სიტი“ „ატლეტიკოს“ 38 მილიონი ფუნტის ანუ 43,2 მილიონი ევროს გადახდას დაჰპირდა - ამ თანხის სანაცვლოდ მადრიდიდან მანჩესტერში 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო უნდა გადავიდეს.

ცნობილია, რომ აგუერო მანჩესტერელებს კარლოს ტევესის შემცვლელად უნდათ და, ალბათ, საბოლოოდ ასეც მოხდება, მაგრამ ისტლენდელები 27 წლის ფორვარდს ვერა და ვერ ყიდიან. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ტევესის ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადასვლა ზუსტად მაშინ ჩაიშალა, როდესაც „სიტი“ და „ატლეტიკო“ აგუეროს გამო ხელს ხელზე ურტყამდნენ.

მართლაც საოცარი რამ მოხდა ტევესთან დაკავშირებით - „კორინთიანსს“ და „სიტის“ ბრაზილიური სატრანსფერო კარი ზედ ცხვირწინ მიუჯახუნეს. მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება სახტად დარჩა. თუ მხარეებს უნდოდათ საქმე გამოსულიყო - და თავიდან მართლაც ასე ჩანდა - როგორ მოახერხეს, რომ ბოლო დღემდე მივიდნენ და სატრანსფერო ვადებიც ამოიწურა? „კორინთიანსის“ პრეს-სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„კლუბის დირექტორატი ოფიციალურად აცხადებს, რომ არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის ყიდვა შეუძლებელია. „მანჩესტერ სიტისა“ და მოლაპარაკებებში ჩართული სხვა მხარეების პოზიციების შეჯერებამ იმდენი დრო წაიღო, რომ ბრაზილიაში სატრანსფერო სეზონი დასრულდა. „კორინთიანსის“ დირექტორატი სწუხს, რომ ვერ ასრულდა გულშემატკივრის სურვილი, კიდევ ერთხელ ენახათ ტევესი საყვარელი გუნდის შემადგენლობაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს მომავალში მაინც განხორციელდება“.

გუშინ ვწერდით, რომ „სიტიმ“ და „კორინთიანსმა“ თანხაზე თავიდან თითქოს მოილაპარაკეს, მერე კი ბრაზილიურმა კლუბმა განაცხადა, რომ ასეთ ფულს ვერ გადაიხდიდა. დღეს ინგლისური პრესა აზუსტებს: „კორინთიანსი“ და „სიტი“ 40 მილიონ ფუნტზე ანუ 45,5 მილიონ ევროზე მოლაპარაკებულან, მაგრამ პრობლემა ამ ფულის გადახდის ვადები გამხდარა. ბრაზილიელები, თურმე, ამბობდნენ, რომ თანხის პირველ ნაწილს წინასწარ ვერ გადაიხდიდნენ. ფულის ოთხი წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად გადახდაზე ყოფილა ლაპარაკი. ბრაზილიელებს უნდოდათ პირველი ნაწილი 2012 წლის თებერვალში გადაეხადათ, როდესაც მათი გაფორმებული ძვირფასი სატელევიზიო კონტრაქტები ძალაში შევიდოდა და ფულიც გაუჩნდებოდათ, მაგრამ „სიტი“ ამ თანხას თავიდანვე ითხოვდა. სესხება „კორინთიანსმა“ არ ისურვა, რადგან ბრაზილიური ბანკები მსოფლიოში გაუგონარ პროცენტს ითხოვენ.

მოგეხსენებათ, ტევესს შვილებისგან შორს ცხოვრება არ შეუძლია და ამიტომ გადაწყვიტა „მანჩესტერ სიტის“ დატოვება. თავდამსხმელის ოჯახი არგენტინაში ცხოვრობს, ცოლი ფეხბურთელს ქმარს მანჩესტერში არ მიჰყვება. ბრაზილია კი, არგენტინასთან ახლოს არის და „კორინთიანსის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ფორვარდი ნებისმიერ ევროპულ კლუბს მათზე უკან დააყენებდა. ახლა, სან პაულუელები იანვარს დაელოდებიან და მანჩესტერელებს ახალი წინადადებით მიმართავენ, მაგრამ დაიცდის მანამდე „სიტი“? ნუთუ, ისტლენდელები ტევესს ამდენი ხანი დაიტოვებენ და ვეებერთელა ხელფასს გადაუხდიან?

ამბობენ, რომ ახლა იტალიაში ან ესპანეთში გადასვლაზე დაიწყება ლაპარაკი - ეს ქვეყნები არგენტინასთან კულტურულად და კლიმატით უფრო ახლოს არიან და ტევესის მეუღლემ შესაძლოა იქ ცხოვრება ინებოს. დაიწერა, თითქოს, საქმეში უკვე ჩაერია „ინტერი“ თუმცა ვინც გინდა იყოს, „კორინთიანსივით“ 40 მილიონად ვერ მოაგვარებს ამ საქმეს. ევროპული კლუბისგან „სიტი“ 50 მილიონ ფუნტს ანუ 56,9 მილიონ ევროს მოითხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ისტლენდელები თავიანთ ფორვარდს 10 მილიონ ფუნტს პატივისცემის ნიშნად უკლებდნენ - მშობლიურ კონტინენტზე გინდა გადასვლა და ჩვენც ხელს შეგიწყობთო. აი, ევროპელ კონკურენტებს კი ფასდაკლების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „კორინთიანსთან“ საქმის ჩაშლამ „სიტი“ აგუეროს ფრონტზე არ დააბრკოლა. ამბობენ, რომ აგუერო „რეალისგან“ ელოდებოდა წინადადებას, მაგრამ ჟოზე მოურინიოს თვალი „სანტოსის“ ნეიმარისკენ ეჭირა და არ იაქტიურა. დღეს, როდესაც ინგლისური მას-მედიის მტკიცებით „სიტისა“ და „ატლეტიკოს“ შორის ყველაფერი მოგვარებულია, ჯერი თავად ფეხბურთელზეა. დიეგო მარადონას სიძეს ისტლენდზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ხელფასს, ხელზე კვირაში 152 ათას ფუნტს სთავაზობენ. აგუერომ, გასულ სეზონში, 32 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

"ხელზე კვირაში 152 მილიონს", რა სასაცილოა არა, ასეთი შეცდომები როგორ გეპარებათ, ამხელა საიტია, ომამდე ტანკისტი იყავი , პრინციპია რა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა