იტალიის სერია "ა"-ში 1-ელი წრე სრულდება, ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" კი "სალერნიტანას" ესტუმრება - დღეს, 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე.

საგარეჯოში განვითარებული მოვლენის გამო საქართველოში ტრაგიკული განწყობაა. ასეთ დროს ფეხბურთს დიდი ძალა აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებს კი განსაკუთრებულად ველით (ამ ამბავს თავადაც გამოეხმაურა). თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებურს ვერ ვნახავთ. გაციების შემდეგ ქართველი გარემარბის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უმჯობესდება, თუმცა მიმდინარე კვირაში მან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა და სავარაუდოდ, 29 იანვარს, მეორე წრის პირველ დაპირისპირებაში, "რომასთან" დაბრუნდება. "კვარა" გასულ ტურში შეუდარებელი იყო და "იუვენტუსის" დიდი ანგარიშით (5:1) დამარცხებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

თუკი ხვიჩა არაა, მისი შეცვლის უპირველესი კანდიდატი მაინც ელიფ ელმასია და არა ჯაკომო რასპადორი. ჩრდილომაკედონიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ მოიაზრება, თუმცა, როცა ლუჩანო სპალეტის სჭირდება, სხვადასხვა ადგილას წარმატებით თამაშობს, ამასობაში კი 5 გოლი და 1 შედეგიანი მოქმედებაც დაუგროვდა. 23 წლის ელმასი მარჯვენა ფლანგზეც კი გაისარჯა თუმცა თითქოს მინდვრის ცენტრში ყველაზე პროდუქტიულია.

ასეა თუ ისე, ელიფი მზადაა, თავისი შანსი მიიღოს და კვარაცხელია შეცვალოს, თუმცა ეს რთული ამბავია. ჩვენებურის ირგვლივ მუდმივად რამდენიმე მეტოქე მოძრაობს, რაც ზონებს სხვა ნეაპოლელებს უხსნის, ამავდროულად კი, "კვარადონას" განსაკუთრებული დრიბლინგი და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია. მას მესის, ნეიმარსა და საკასთან ერთად ევროპის ტოპ-ლიგებში მინიმუმ 7 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, სულ კი ხვიჩას ანგარიშზე 9 გოლი და 12 შედეგიანი მოქმედებაა. აღსანიშნავია, რომ როცა ტრავმის გამო ქართველმა 3 შეხვედრა გამოტოვა, ნეაპოლელებს წარმატებაში ხელი არ შეშლიათ.

"ნაპოლი" და "სალერნიტანა" ყველა ტურნირზე ერთად 27-ედ დაუპირისპირდებიან, აქედან ნეაპოლელებმა 12 მოიგეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მეტოქეს მხოლოდ სამჯერ გაამარჯვებინეს. ბოლოს "სალერნიტანამ" 21 წლის წინ, 2002 წელს მოიგო, როცა გუნდები სერია "ბ"-ში გამოდიოდნენ.

ნეაპოლელთა მოწინააღმდეგემ უკანასკნელად 30 ოქტომბერს გაიმარჯვა, როცა "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციოს" (3:1) აჯობა. გუნდი 37 წლის მექსიკელი მეკარით, გილერმო ოჩოათი გაძლიერდა, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნება. გუნდის დაცვის ხაზში სახელოვანი ვეტერანები, ფედერიკო ფასიო და ანტონიო კანდრევა გამოდიან, წინ კი ერთ დროს "მილანელი", პოლონელი კრისტოფ პიანტეკია. საინტერესოა, რომ დავიდე ნიკოლა გუნდიდან გაუშვეს და ორ დღეში ისევ დააბრუნეს - ჯერჯერობით უკეთესი კანდიდატურა ვერ იპოვეს.

სპალეტის გუნდმა თასზე ასპარეზობა "კრემონეზესთან" შეწყვიტა, თუმცა ხასიათის გამოსწორება მათ ნაკლებად სჭირდებათ, იტალიის ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ. "ნაპოლის" დამრიგებლისგან ოპტიმალურ შემადგენლობას უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ მარჯვენა ფლანგს ირვინ ლოსანო დაუბრუნდება, მატეო პოლიტანო კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. ვიქტორ ოსიმენი სეზონში მე-13 გოლის გატანას და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურებას ეცდება.

მატჩს 38 წლის დანიელე ჩიფი განსჯის, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ ხშირად აფრთხილებს და პენალტის დანიშვნაც არ უძნელდება.

ელიბო
ისე ერთი რამ ცოტა უცნაურია, მე არსად არასდროს წამიკითხავს ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები ლაურენტისის მხრიდან, რას ერჩის კი მარა ეგ ბებერი მელა. ახალ ხელშეკრულებაზეც რაღაც ფეხს ითრევს.
ვა რა დონეა
ვისაც ეჭვი გეპარებათ შანსი რომ იყოს ხვიჩას დაყენების და სპალეტი არ ათამაშებს ჯობია ექიმს ეჩვენოთ.გამოდის რომ სპალეტი თავისთავის მტერია ანუ მაზოხისტია.ანდა სპალეტი მატყუარაა.გამოსაკვლევია საიდან ასეთი შავბნელი აზრები.
გრიშა
სპალეტიმაც და ჯუღელმაც იციან ტყუილების თქმა, მაგრამ ამჟამად ალბათ ჟუღელი მართალს ამბობს, რადგან ამ შემთხვევაში მას ტყუილის თქმა არ ჭირდებოდა.
Rezo
აი უეჭველი ვიცი რომ არაფერი არ ჭირს ხვიჩას აქ უკვე ნეაპოლური მაფიაა ჩართული სპალეტიც დათრეული ყავთ კარიერას დაუნგრევენ ამ ბიჭს
ლაშა
ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის დაფოფინება (გაფრთხილება-ცივი ნიავის არმიკარება)! იმედია ნაპოლი მოიგებს, მაგრამ მოგება შნოიანი უნდა...
beqa
ჟხვინტის გამო დატოვეს სიცხე არააქო და ხველება.
გია
მართალია. 100 მილიონი + დიდი ცდუნებაა.
გიო
ნეტა ითამაშოს. სალერნიტანასნაირ გუნდებთან უფრო ადვილია კარგი სტატისტიკის აკრეფა
ქოსატყუილა
როგორც ყოველთვის, იტყუება სპალეტი.
ზაზა
პოზიტიური რომ ვეძებოთ ამ ცუდ სიახლეში, ისაა, რომ კვარაცხელია ლიგის თამაშისთვის აინტრახტთან მოწყურებული გავა.
სოსო
სალერნიტანას სხვებიც ეყოფიან,აი რომასთან კი,პრინციპული თამაშია,ყველაფერი საუკეთესო უნდა აჩვენონ და ხვიჩაც ბოლომდე ჯანმრთელი დასჭირდებათ.
ზურა
ფარჩაკებთან არ რისკავს, ტრავმა რომ არ მიაღებინოს არ ათამაშებს.
ამაშია საქმე
არადა ამ სიცოცხლე ბიჭის თამაშის ყურება რა დიდი სიამოვნებაა.ბედი არ გინდა.
ზურა
იმედია ხვიჩას იპოქონდრიკად არ გადააგცევენ!!! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ზედმეტად დაფოფინებენ, რა თქმა უნდა არ შეიძლება სერიოზული რისკების გაწევა, უბრალოდ რაღაც ყველაფერზე ნამეტანი ცახცახებენ, აღარ აქვს სიცხე და განაცხადში მაინც რატომ არააა? იქნებ დაჭირდეს გუნდს, თუ რახან ორი ვარჯიში ჩააგდო ვერ დაეხმარება?! არა და ბევრი ვიცი სიცხიან ხალხს თამაშის ბედი რომ გადაუწყვეტიათ, ეჰ წავიდა ეგ დრო, როცა ფეხბურთი ფულზე მეტი იყო!!!
lebron
რაღაც სიგიჟეა ... ჰაგენტი ჰამბობს, რომ კარგადაა ვარჯიშბსო ან ეგეთი რა გაცივდა 1 კვირა რომ ვერ დააყენეს ფეხზე. არადა აგრ ჩვენი სპერციანი და ზახარიანი რეალებში გადადიან მაქარაშვილს, გვარამიას, სანაიას და სხვა ჩვენებს კიდე სპერციანის კაი თამაში უფრო უხარიათ ვიდრე ხვიჩასი :))))))))))
მეგრელი
ამ იტალიაში ანალგინი არაა? )))
ქ. გ.
სპალეტი: "კვარაცხელია დარჩება სახლში. დღეს სიცხე არ აქვს, მაგრამ წამლებს ღებულობს ამ დღეებში და ვფიქრობ, რომ დასვენება სწორი გადაწყვეტილებაა".
beqa
როგორ ველოდი ამ თმაშს... კიდე ათი დღე მომიწევს ლოდინი
ალექსა
ღვთისავარ, შენი სტატიები საუკეთესოა!

ცუდია ძალიან მარა სიცხიანი ხო ვერ ითამაშებს.
რომაელი
საინტერესო თამაშს ველი, ორივე გუნდი შეუტევს
მეგრელი
ეს თამაში უნდა მოვიგოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. კვარათი თუ კვარას გარეშე ნაპოლიმ უნდა მოიგოს აუცილებლად
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა