გაიოზ ნიგალიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 55-ე სვლაზე დავით ბენიძეს სძლია და 7,5 ქულით ნანა ალექსანდრიას თასთან ერთად 4000 ლარიც დაიმსახურა
ფოთში ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშებას ახალი გამარჯვებული რომ ეყოლებოდა, ეს გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რადგან 2010 წლის ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელმა კონსტანტინე შანავამ ბოლოსწინა ტურში დათმო პოზიციები.

პირველობისთვის ბრძოლის შანსი სამ მოჭადრაკეს შერჩა. ერთ-ერთი ბაქოელი საერთაშორისო ოსტატი ზაურ მამადოვი გახლდათ, რომელიც 8 შესაძლებლიდან 7 ქულით ერთპიროვნულად მეწინავეობდა. გუშინ მან თეთრი ფიგურებით ვერ შეძლო საქართველოს ნაკრების წევრის - ლევან ფანცულაიას წინააღმდეგობის დაძლევა და 28-ე სვლაზე მეტოქეს დაუზავდა.

მთავარი კონკურენტების დაზავებით ისარგებლა გაიოზ ნიგალიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 55-ე სვლაზე დავით ბენიძეს სძლია და 7,5 ქულით ნანა ალექსანდრიას თასთან ერთად 4000 ლარიც დაიმსახურა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი და 2000 ლარი მამადოვს ერგო. 7-7 ქულით მესამე-მეხუთე ლევან ფანცულაიამ (1500), დავით კალაშიანმა (სომხეთი, 1200) და გიგა ყუფარაძემ (1000 ლარი) გაინაწილეს.

ქალებში 6,5 ქულით პირველი იყო მერი არაბიძე (1500 ლარი), ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ნინო ბაციაშვილს (900) ხვდა, 6 ქულით მესამე ადგილი მაკა ფურცელაძემ (600) დაიკავა.

გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკში:

16-წლიანები

გოგონები. 1. საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი, 5,5), 2. ანა შამათავა (5), 3. ნატო იმნაძე (4,5).

ვაჟები. 1. ირაკლი ბერაძე (6), 2. არმან მიქაელიანი (სომხეთი, 6), 3. შალვა ნადირაშვილი (6).

14-წლიანები

გოგონები. 1 მარიამ ჭოლაძე (5,5), 2. ნინო ხომერიკი (5), 3. ადა ქაქუთია (4,5).

ვაჟები. 1. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (5,5), 2. ნოე თუთისანი (5), 3. გიორგი სიბაშვილი (5).

12-წლიანები

გოგონები. 1. ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი, 8), 2. ნინო დახუნდარიძე (6,5), 3. თეა ჭოლაძე (6).

ვაჟები. 1. ლუკა ლიჩელი (7), 2. ავთანდილ ფანჩულიძე (7), 3. გურამ კოკაია (6,5).

10-წლიანები

გოგონები. 1. ელენე კოსტავა (9), 2. ლილე ქორიძე (7), 3. გვანცა მარგველაშვილი (6,5).

ვაჟები. 1. ცოტნე მამულაიშვილი (7), 2. გორ ტადევოსიანი (სომხეთი, 7), 3. არიან ხოლამი (ირანი, 7).

8-წლიანები

გოგონები. 1. თამარ ესაძე (9), 2. სოფიკო გოგინავა (7), 3. ანაიდ მკრტიჩიანი (სომხეთი, 7).

ვაჟები. 1. შოთა ხოდაშნელი (8,5), 2. ნიკოლოზ კაჭარავა (8), 3. საბა ლომსაძე (6,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე