"იუვენტუსისთვის" ქულების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, იტალიიდან შორს, საქართველოშიც ვიფიქრეთ, რომ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვება უფრო უნდა გაუმარტივდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი უახლოესი კონკურენტები ტურინელები არ ყოფილან. ლუჩანო სპალეტის გუნდი მინდორზე მაინც ისეთივე მოტივირებული და მიზანდასახული გავიდა, როგორსაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია. "სალერნიტანას" ფორვარდ კრისტოფ პიანტეკს კარგი ჩხვლეტები ჰქონდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე ნეაპოლელებმა დამაჯერებლად (2:0) გაიმარჯვეს.

როცა საქმე შენს თანამემამულეს ეხება, რთულია, სუბიეტურობას ბოლომდე გაექცე, თუმცა "კვარას" არყოფნაში ნამდვილად იგრძნობოდა ის, რაც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია - ქართველმა გარემარბმა იქნებ თავისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინოს, დრიბლინგები წარუმატებელი ჰქონდეს, თუმცა მის მიმართ მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ, რასაც ჩვენებურის თანაგუნდელები ძალიან კარგად იყენებენ. ელიფ ელმასის თამაშის შემთხვევაში ასე ნაკლებადაა, ჩრდილომაკედონიელს უფრო სხვა დადებითი ელემენტები აქვს. საკმაოდ მძიმე პირველი ტაიმის მიწურულს ზამბო ანგისამ ითავა ის, რასაც უფრო კვარაცხელიასგან მივეჩვიეთ - ბურთი რამდენიმე მცველში კარგად გაატარა, მარიო რუისთან (ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მშვენიერი კომბინიაცია გაითამაშა და გოლი კაპიტანმა დი ლორენცომ გაიტანა, რომელსაც თასზე მცირე დასვენება მოუხდა და მშვენივრად გამოიყურებოდა. აქვე ვიქტორ ოსიმენის მე-13 შედეგიანი დარტყმაც უნდა აღვნიშნოთ (მის ირგვლივ ახლა ერთგვარი სკანდალური საუბრებია).

თასი ვახსენეთ და ის, რომ ლუჩანო სპალეტი (სერია "ა"-ში მწვრთნელის რანგში ყველაზე მეტი გამარჯვება - 276) ცვლილებებს არ ჩქარობდა, სწორედ წინა შეხვედრაში როტაციას უნდა გამოეწვია. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მოახლოებულია და ნაპოლელთა დამრიგებელს ძალებისა თუ რესურსების სწორად და წარმატებულად გადანაწილების საკითხი ისევ დაუდგება. გუნდს "აინტრახტთან" ტონუსის შენარჩუნება აუცილებლად დასჭირდება, ამავდროულად კი, მანამდე ფიზიკური გამოფიტვაც არ უნდა მოხდეს. "ნაპოლი" შესაშურად გუნდურად მოთამაშეა, ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება მაღალ დონეზეა. მათ თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და აქცენტი უფრო მის შენარჩუნებაზე გაკეთდა, რაშიც ნახევარდაცვის გარჯამ დიდი როლი შეასრულა, პიოტრ ზელინსკის გამორჩეული მატჩი ჰქონდა.

ბოლო პერიოდში "ნაპოლის" დაცვაში არსებულ სირთულეებზე მივუთითებთ. თუკი ვინმეს "სალერნიტანასთან" შეხვედრა არ უნახავს, მშრალად შენახული კარი გარკვეულწილად, შეცდომაში შეიყვანს. ყოფილმა "მილანელმა" პიანტეკმა პრობლემები შექმნა და გოლთანაც ახლოს იყოს. სამხრეთკორეელი კიმ მინ ჯე სერია "ა"-ს თვის ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა, ბოლო პერიოდში კი მისი სათამაშო ფორმა ის არაა, რაც უნდა იყოს (თუმცა რეკორდული, 136 ზუსტი პასი ჰქონდა). სპალეტი ნდობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაჰმანისა და კიმის წყვილის ძველებურად გამოსვლის იმედი აქვს...

"ნაპოლიმ", ასე თუ ისე, მუნდიალამდე არსებული ფორმა დაიბრუნა და მთავარ როტაციას ისევ მარჯვენა ფლანგზე, მატეო პოლიტანოსა და ირვინ ლოსანოს შორის თუ ვნახავთ. მექსიკელი შემტევი უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა, თუმცა თანამემამულე გილერმო ოჩოას კარი ვერ აიღო - მიმდინარე სეზონში 3 გოლი და ამდენივე "ასისტი" ლოსანოსთვის ბევრი ნამდვილად არაა.

ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნისას გუნდმა ჩემპიონატში ოთხჯერ გაიმარჯვა და მათ შორის ყველაზე ძლიერი მეტოქე "ატალანტა" იყო. "კვარას" არყოფნაში თასზე ასპარეზობას კი გამოეთიშა, თუმცა იქ როტაცია ვნახეთ. ასე რომ, რამდენად ეყოფოდა გუნდს შაბათის მატჩი, "სალერნიტანას" ნაცვლად სხვა მეტოქე რომ ჰყოლოდა ან დასკვნით ფაზაში უკანასკნელ მოწინააღმდეგეს მეტად ევარგა, ეს უფრო ვარაუდებს დაემსგავსება. იმედია, სეზონის ბოლომდე "კვარადონას" ჯანმრთელობის პრობლემები აღარ შეაწუხებს, სხვა მხრივ კი, კვლავ განაგრძობს იმ დიდებულ თამაშს, რასაც აქამდე ვხედავდით.

სოსო
მარადონას სახლში,მუდამ უამრავი მეგობარი და ნათესავი ცხოვრობდაო და ამას,მისთვის სიკეთე, ნამდვილად არ მოუტანია!კვარას ოჯახი და ცხოვრების სტილი,მარადონასაგან განსხვავებულია,მაგრამ ქართული სტუმართმოყვარეობა მაინც გასათვალისწინებელია და ამან მართლაც შეიძლება შეუშალოს ხელი,ხვიჩას განვითარებას.არც ყველას უნდა მოწყდეს,მაგრამ არც ისე გამოვიდეს,რომ სიმშვიდე და დასვენების საშუალება არ მივცეთ.ირაკლის ვეთანხმები და იმედი მაქვს,მისი მეგობრები,ოჯახთან ახლოს მყოფთა წრე,სწორად გაგვიგებენ.
დავით
მოკლედ ეს იუვე ჭკუას ვერ ისწავლის
Givi
Napols gauwirda magram mainc gaimarjva,kvara marsdonas anacvlebs amas vin ifiqrebda tvit maradonas!!!
სოსო
არც ნაპოლი დახარჯულა ბოლომდე,უბრალოდ აკონტროლებდნენ თამაშს.ასე რომ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით,ვის და რას ეყოფოდა ნაპოლის ეს ფორმაცია.ფაქტია,საკმაოდ კარგად თამაშობენ,ერთი,ან თუნდაც ორი ძირითადის ფეხბურთელის არყოფნაში. ოსიმენის არ ჩათვლილი გოლი,ყველაზე მეტად მომეწონა, მაგ თამაშში.ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულეს და უბრალოდ სამწუხაროა,ასეთი მაღალი დონის გოლი რომ გაუქმდა.

ნაპოლის შეიძლება ქულები დააკლონ იუვენტუსივითო. დიდი სკანდალი იქნება. იმედია ეგ არ მოხდება. თუ ფინანსური მაქინაციები ხდებოდა ფინანსურად დასაჯონ გუნდები. ქულების დაკლება რა შუაშია ფეხბურთელი შრომობს და ფეხბურთელს არაფერი დაუშავებია, გინდ იუვედან იყოს და გინდ მილანიდან. ქულის დაკლება ყველაზე სამარცხვინო სასჯელია. იმ ბობოლა პრეზიდენტებს მოთხოვონ, თუ ვინმე რაიმე მაქინაციაშია გარეული
ფეოლა
ხვიჩა ქმნის უპირატესობას მოედანზე, ეს არის ფაქტი და არა ის რომ ნაპოლი ვერ მოიგებს ხვიჩას გარეშე ან ხვიჩა მარტო იგებს. ხვიჩა თავის თავზე იღებს მოწინააღმდეგის ორი ფეხბურთელის ყურადღებას, რაც გზას უხსნის გუნდს შეტევები უფრო ეფექტურად განახორციელონ და გოლის გატანის ალბათობა იზრდება. ამას გარდა ყველაზე მეტი საგოლე პასი გასცა და ამას გარდა გოლებიც გააქვს. ამიტომ არის ის ძლიერი ფეხბურთელი რომ არის სასარგებლო.
ვაი შენს პატრონს
ჯერ ეს ერთი შენ მოჰქაჩე ყველა სიმონას! მერე მეორეც სალერნიტანაა შესაფასებელი დონეე?
giorgi 3
ნაპოლიში კვარას როლი უდიდესია, მაგრამ თვითონ გუნდიც შეკრულია და იცის როგორ ითამაშოს ლიდერების გარეშე, მანამდე ოსიმენიც აკლდა, მაგრამ იგებდა თამაშებს როგორც სეარია A -ში, ისე ჩემპინათა ლიგაზე
irakli
ახლა მატჩის შემდეგ თუ ნახევარი საქართველო აკითხავს კვარას სახლში თაყვანისაცემლად დონ კარლონესავით და თან ახლა მეგრულ სტუმართმოყვარეობას თუ გავითვალისწინებთ კარგ პურმარილსაც გაუშლიან სტუმრებს, არც სტუმრები დააკლებენ ალბათ საჩუქრებს და "საჩუქრებს" და ხან რას ვირუსს შეყრიან კვარას და ხან რას. ისევ ბაზაზე გადავიდეს სავხოვრებლად სჯობს:) ან სტუმრებმა დაანებეთ თავი რომ ითამაშოს ფეხბურთი.
პროფესტოს
კი, ჩემპიონატში იგულისხმება და ახსნილია სტატიაში. აკლია ხვიჩა გუნდსაც და გულშემატკივრებსაც, ეგ ფაქტია
პროფესტო
რომელი კიდევ ერთი? წინაზე არ წააგეს ხვიჩას გარეშე? თუ შარშან რომ სამი თამაში მოიგეს იმას გულისხმობთ???
ვა რა დონეა სიმონ
არიან"სიმონები" რომლებიც ფეხბურთს სხვანაირად აღიქვამენ და წერენ ნაპოლი ხვიჩას გარეშე სოფლის გუნდიაო,ლაძღავენ სპალეტის.მაინტერესებს ახლა რას იტყვიან
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
ხელები ამიწევია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს