21 იანვარს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ "ა" ლიგის 2 შეხვედრას უმასპინძლა. ორივე შეხვედრა ფავორიტად მიჩნეული გუნდების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. სტუდენტურ დერბიში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს სძლია, ხოლო გათამაშების ლიდერმა "ასტრალმა" "დინამო" დაამარცხა.

პირველ მატჩში გთუნის ერთი პერიოდი დასჭირდა, საკუთარი თამაში რომ ეპოვა და მატჩზე სრული კონტროლი დაეწესებინა. საწყისი პერიოდის 22:18 მოგების შემდეგ დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გთუნიმ მეორე ათწუთეული 32:10 მოიგო და შეხვედრის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტა. მეორე ნახევარში თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა და საბოლოოდ 68 ქულით – 113:45 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

23 ქულით გთუნიში ბომბარდირი გიორგი დვალი გახდა. 18 ქულა კამარ მაკნაითის ანგარიშზეა. 17 ქულა ნიკა გოგოხიამ მიითვალა, ხოლო ლევან რევაზაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა. ქუთაისელთაგან 20 ქულით პაპუნა კირთაძე გამოირჩა, გიორგი ჭეიშვილმა 7 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.

მეორე მატჩში "ასტრალმა" სუპერლიგიდან დაქვეითებული "დინამო" დაამარცხა. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა დინამოელებს 27 ქულით – 89:62 (სტატისტიკა) აჯობა. მატჩი თანაბრად მხოლოდ პირველ პერიოდში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ასტრალელთა უპირატესობა გამოიკვეთა და თამაშმა ფორმალური სახე მიიღო. "დინამო" ცდილობდა, მაგრამ წარმატების რეალური შანსი არ მისცემია.

"ასტრალს" 28 ქულითა და 13 მოხსნით ჯონ კერიმ ულიდერა. ჯამალ რაითმა 14 ქულა მოაგროვა, ბრენდონ მაკქვინის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 17 ქულით საუკეთესო იყო ანტონიო ალქორნი.

"ა" ლიგის მორიგი მატჩი 23 იანვარს, გორში გაიმართება, სადაც "ივერიონი" ტყიბულის "ორბს" უმასპინძლებს.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა