ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, როდესაც კუბომ შორიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. მე-40 წუთზე მენდესი მოედნის ცენტრში ბუსკეტსს ეუხეშა, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და ბასკური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და დემბელემ რემიროს კარი დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა სიორლოტმა ვერ გამოიყენა, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. კატალონიელები კვლავ ფლობდნენ ინიციატივას და გავიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს სანსებასტიანელებს კიდევ ორი შანსი მიეცათ, მაგრამ ნავაროსა და ოლასაგასტის ტერ შტეგენმა არ გაატანინა და ხავის გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

შემდეგ მატჩს "ბარსელონა" ლა ლიგაზე ჩაატარებს - 28 იანვარს გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ბოლო 12-დან კი 11 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 59 610 მაყურებელი

ბარსელონა - სოსიედადი 1:0

გოლი: დემბელე (52)

გაძევება: მენდესი (41)

სოსოს.
ახალგაზრდებთან ნამდვილად პრეტენზია არ მაქვს, მითუმეტეს მაგათ არაფერი დაუშავებიათ, პრეტენზია მაქვს გუნდის ხელმძღვანელობასთან და ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებმაც ლაჩრობა გამოიჩინეს და მხარში არ ამოუდგნენ ლეოს. ნუ ლაპორტა, რომ გაიძვერა მამაძაღლია ფაქტი სახეზეა, მესის სახელი გამოიყენა არჩევნებზე ( მესი ვისაც დაუჭერდა მხარს, ხალხიც იმას აირჩევდა) და მერე არაკაცურად მოექცა ლეოს. მერე, ლეოს გაშვებით თუ გუნდის "გაახალგაზრდავება" უნდოდათ გაეშვათ: ალბა, ბუსკეცი ( პიკემ მიიღო "დამსახურებულად" რაც დაიმსახურა) მაგრამ პარადოქსი იცით რა არის? ფაქტიურად მესის ტოლი ლევანდოვსკი მოიყვანეს და და ასევე ასაკოვანი ფეხბურთელებიც, ესეიგი რა გამოდის? მესი უშლიდა ხელს, ბარსას წინსვლაში? არ ვიცი, ასეთი დონის ფეხბურთელის "გაშვებით" როგორიც მესია, ბარსამ ბევრი გულშემატკივარი დაკარგა! ეხლა გინდ მოიგონ, გინდაც მსოფლიოს გადაუარონ, ჩემთვის პირადად, ბარსა როგორც გუნდი, აღარ არსებობს.
სოსოს-ს
მეც ზუსტად მაგ აზრზე და განწყობაზე ვარ,გუნდის ძველი და ახლანდელი ხელმძღვანელობის მიმართ,არც უფრო მაგარი გამოთქმების გაგზავნა მენანება მათთვის,მაგრამ ფაქტია,რომ ახალგაზრდებისაგან,დიდებული გუნდი კეთდება და მათ არაფერი დაუშავებიათ,რომ ეს ბრაზი მათზეც გადავიტანო!ეს ყველაფერი,შესაძლოა გუნდის ხელმძღვანელებმა,სწორედ გუნდის გაახალგაზრდავებისათვის გააკეთეს,მაგრამ ყველაფერი ისე დამპლურად გააკეთეს რომ მაგათთვის მაგის პატიება,მეც შეუძლებელი მგონია.თან იმ იურისტმაც,ვირთხობა რომ დააბრალა,თვითონ მართლაც მესის მიერ კლუბისათვის გამომუშავებულ ფულებზე გაზულუქებულმა ვირთხამ.ვითომ მესი დაამცირა და სინამდვილეში,საკუთარი არარაობა გამოააშკარავა, ქვეყნის თვალწინ.
vaxo
ლაპორტა და მთლიანად კატალონიაც, ლეოსთან მაგრად ჩაჭრილები არიან.
სოსოს
ბარსამ, რაც არ უნდა "დიდებულად" ითამაშოს, ჩემთვის როგორც ბარსას ყოფილი გულშემატკივრისთვის, მესის მერე, ნოლის ფასი აქვს. მითუმეტეს ლევანდოვსკი მოიყვანეს და ლეო გაუშვეს, რა ლეოზე რამეთი მეტია, თუ ბარსა ლეოზე ძალიან უყვარს? აი ეს ყველაფერი ლაპორტას მხრიდან, მაპატიე და გულისამრევია.
სოსო
ძალიან სანახაობრივი და სწრაფი თამაში გამოვიდა.მსაჯი დასაწყისში უარს ამბობდა ყვითელი ბარათების მოხმარებაზე და პირველი ტაიმის ბოლოს,უკვე თითქმის ჩეხვაზე რომ გადავიდნენ,მაშინღა,მაგრამ უკვე პირდაპირ წითელი ბარათი გამოიყენა.ბარსას დიდი უპირატესობა ჰქონდა,მრავალი საგოლე შანსიც,მაგრამ სტუმრებს 4 ისეთი მომენტი ჰქონდათ,რომ მათი გამოყენების შემთხვევაში და აქედან სამი მაინც,აუცილებლად გასატანი იყო,თავისუფლად შეიძლებოდა,ბარსას წაეგო!გაძევების შემდეგ,სოსიედადი,თითქოს უფრო შეიკრა და ორგანიზებულად ათამაშდა,ბარსელონას შეტევები კი,მართლაც ჩინებული სანახავი იყო.მესის ასე უნამუსოდ გაშვების შემდეგ,მათი ნახვაც კი აღარ მაინტერესებდა,მაგრამ ეს ბარსა,უკვე დიდებულად თამაშობს და ახალგაზრდობა,ბრწყინავს.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "სოსიედადს" მოუგო
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?