ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატერაცი: ლეონარდო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი

მატერაცი: ლეონარდო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი

მილანის "ინტერში" ვესლი სნეიდერის და გორან პანდევის ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია
ბოლო ორი წელია, ვისაც არ ეზარება ლეონარდოს ყველა მოღალატეს ეძახის და ამ ადამიანთა რიცხვს მარკო მატერაციც შეუერთდა. 37 წლის მცველმა ამ ზაფხულს დატოვა "ინტერი" და ჯერ კიდევ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. თუ რატომ არის მარკო ასე გაბრაზებული ექს-დამრიგებელზე, ამას მისი კომენტარიდან შეიტყობთ:

"ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი გული "ინტერს" ეკუთვნის, ამიტომ, ამ გუნდიდან ჩემი ნებით არასდროს წავიდოდი. მილანურ გრანდში მსურდა დარჩენა, მაგრამ ლეონარდოსთან საუბრის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს აბსურდული გადაწყვეტილება იქნებოდა.

ლეომ მითხრა, რომ მის გეგმებში არ ვჯდებოდი და შემეძლო სხვა გუნდი მომეძებნა. კიდევ ერთხელ ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ მოკლედ მომიგო, რომ ახალგაზრდებზე აპირებდა აქცენტის გაკეთებას. სხვა არაფერი დამრჩენოდა და გუნდიდან წამოსვლის გადაწყვეყეტილება მივიღე, კონტრაქტი კი ორმხრივი სურვილის შესაბამისად გაუქმდა. ერთი სიტყვით, "ნერაძური" ლეონარდოს გამო დავტოვე, მან კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და "ინტერიდან" საერთოდ წავიდა.

ერთი ხანობა, ხმას არ ვიღებდი, რადგან ჩავთვალე, რომ ლეომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად, ფიქრის გარეშე მიიღო და გაგებით მოვეკიდე მომხდარს, რადგან ყველას გვაქვს უფლება შეთავაზებას მომენტალურად დავთანხმდეთ. თუმცა, შემდეგ თავად ლეოს კომენტარი წავიკითხე და გავიგე, რომ თურმე ფრანგებთან მოლაპარაკება სეზონის დასრულებისთანავე წამოუწყვია.

სამწუხაროა, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ისე გამიშვა გუნდიდან, არც კი იცოდა, თავად დარჩებოდა თუ არა დაკავებულ პოსტზე. ლეო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი".

"ინტერთან" დაკავშირებით, იტალიურ პრესაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და ზოგადად, ბოლო კვირაში ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ სკუდეტოს "ნერაძურისთვის" დაბრუნების ამბავი გახლდათ. მასიმო მორატიმ კმაყოფილება გამოთქვა მომხდარით და ამის შესახებ გუშინდელ ნომერში გამცნეთ, დღეს კი ვესლი სნეიდერის შესაძლო გასხვისების შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას გავეცნოთ:

"ყველამ იცის, რომ სნეიდერის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და მასში საკმაოდ დიდ თანხასაც გვაძლევენ. თუმცა, ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტი და თუ კი ჰოლანდიელი ჩვენთან დარჩენას მოისურვებს, არც ერთ შემთხვევაში არ გავახსხვისებთ. ვესლიმ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და ჩვენც პასუხის მოლოდინში ვართ. უახლოეს დღეებში ჯანპიერო გასპერინისაც გავესაუბრები და ამ საკითხზე მის მოსაზრებასაც მოვისმენ".

მორატის ჯანპიერო გასპერინი ტყუილად არ უხსენებია - არის ეჭვი, რომ ახალი მწვრთნელის გეგმებში ჰოლანდიელი არ ჯდება და თუ ეს მართლაც ასეა, კლუბის პრეზიდენტმა დროულად უნდა გაიგოს. გასპერინის "ჯენოა" 3-4-3, ან 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, სადაც ერთ გამოკვეთილ ფორვარდს, ფლანგებიდან გარემარბები, უკნიდან კი სამი საყრდენი ნახევარმცველი უმაგრებდა ზურგს. ანუ, გასპერინი გამთამაშებლის პოზიციას არ წყალობს, 27 წლის ჰოლანდიელს კი "ინტერში" სწორედ ეს როლი ჰქონდა დაკისრებული. ვნახოთ, საინტერესოა რას იტყვის გასპერინი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად სნეიდერი.

გასარკვევია კიდევ ერთი ფეხბურთელის, გორან პანდევის ამბავი, რომელსაც "ინტერში" სურს დარჩენა და ამას მისი აგენტი, კარლო პალავიჩინო ადასტურებს: "გორანი საკმაოდ კარგ ფორმაშია და საკონტროლო შეხვედრებში მაღალ დონეზე ასპარეზობს. მისი სურვილია, რომ ახალ მწვრთნელს თავი საუკეთესო კუთხით დაანახვოს და კიდევ დიდ ხანს დარჩეს "ინტერის" შემადგენლობაში. პანდევს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ყველაზე უკეთ გარემარბობა გამოსდის - გასპერინი სამი შემტევით თამაშობს და გამომდინრე აქედან, პანდევის საჭიროება სრულიად აშკარაა".

ჯერჯერობით, სრულიად აშკარა მხოლოდ ის არის, რომ პანდევს "ინტერში" სურს დარჩენა, აი გასპერინი კი თავის სიტყვას მოსამზადებელი ციკლის პირველი ეტაპის შემდეგ იტყვის. ბოლოს, სწორედ სენიორ ჯანპიეროს მოვუსმინოთ:

"საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპის შემდეგ, შემადგენლობასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული ვიქნები და ისიც მეცოდინება, ვინ უნდა დატოვოს გუნდი და ვინ შეიძლება დავიმატოთ. ჯერჯერობით, ფეხბურთელთა გარჯით კმაყოფილი ვარ და იმედია, ასევე გაგრძელდება. მონდომება და ენთუზიაზმი არ აკლიათ, რაც წარმატების მთავარი საწინდარია. პირველი სერიოზული გამოცდა პეკინში გველის, სადაც იტალიის სუპერთასის პაექრობა უნდა გავმართოთ. "მილანთან" დაპირისპირების პრინციპულობაზე საუბარი ზედმეტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. ფავორიტი? - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტის დასახელება უმადური საქმეა - შანსები 50/50-ზეა და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც უკეთ აღმოჩნდება მომზადებული კონკრეტული შეხვედრისთვის. ვპირდები თუ არა გულშემატკივრებს გამარჯვებას? - ეს არასერიოზული განცხადება იქნებოდა ჩემი მხრიდან, რადგან 100%-ით დარწმუნებული ვერაფერში იქნები. ერთი ვიცი და შემიძლია თამამად ვთქვა: "ინტერის" თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად მოინდომებს, დანარჩენი კი გამოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა