ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.

მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტშივე შექმნა მომენტი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქეს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კოტრიერიშებით პასუხობდნენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კიმ ჯემ და მერეტმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და კორეელმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა. შემდეგ ოსიმენმა კვარაცხელიას გადაცემული ბურთი მიიღო და რომაელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლას ჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ქართველს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა რთულ სიტუაციაში ლოსანოს გადაცემული ბურთი ვერ დაიმორჩილა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი შეტევებით: ჯერ კრისტანტეს თავური მერეტმა, ცოტა ხანში კი ლოსანოს დარტყმული რუი პატრისიომ მოიგერია. ხვიჩა 69-ე წუთზე ელმასით შეცვალეს და ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა. სპალეტიმ მოედანზე ლოსანოსა და ოსიმენის ნაცვლად სიმეონე და რასპადორი შეუშვა და სიმეონემ ზილენსკის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვარას" ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ხოლო ოსიმენი 14 გოლით ბომბარდირია.

„ნაპოლიმ“ ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო, 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს გასვლაზე „სპეციას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - რომა 2:1

გოლები: 1:0 ოსიმენი (16), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)

• სოსო

დაახლოებით 60 მეტრიანი "რიოკი"გააკეთა ლოსანომ და სრულ სისწრაფეზე,რისკი იყო,რომ პასის ძალა ვერ მოეზომა.თანაც კარის წინ,ზონა გაუხსნეს,მცველებმა და მანაც სცადა.ზურიკოსაც ხშირად ემართებოდა ხოლმე,რუსეთში,სრული სისწრაფით გადადიოდა შეტევაზე,ატყუებდა შემხვედრებს და საჯარიმოს ხაზთან მისული,ვეღარც ზუსტ და მოზომილ პასს,ვეღარც ზუსტ და ძლიერ დარტყმას ვერ ახერხებდა.ახლა უფრო პასებით გადადის დასისწრაფეს ბოლოს რთავს. შესაბამისად,მისი ნაყოფიერებაც გაიზარდა.

• gega

ვერ გავიგე, ქოცებს გულაობა არ უნდათ? პარტია ქვეყნისთვის წელზე ფეხებს იდგამს, შენ კიდე აქ საქოციანეთს ნეაპოლიტანულ პიცასაც კი უშლი.

ბოღმაააააა!!!!!! არ გასკდე.იყავი შენც ქოცი და წახვალ დროშით ხელში.ხა ხა ხა.ნაცი რომ ხარ რა მოიგე?"ხაბე"?ფარჩაკებოოოო.

• საბურთალო

ესეთი პასი და გოლი, უიშვიათესია მსოფლიოს მასშტაბით. მარცხენა ფეხი და მარჯვენა რომ სულერთია, ესაა გასაგიჟებელი, ბრავოოოოოოოოოოოოოო. მთელ თამაშს უდრიდა დასაწყისშივე ამ უმაგრესი დუეტის მოქმედება

• ქ. გ.

ეს მოკლე ვიდეო ნახეთ! :) https://www.youtube.com/watch?v=8EI7YLLlxa8

• ამაშია საქმე

ბოლობოლო ფეხბურთში მთავარი გოლია. ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა რა ცოტაა? ისე ლოსანოს პასიც რომ გაეტანა დაგლიჯავდა.

• საბა

ხომ ხედავ კახას ვენაცვალე ამ სატირულ პოსტს ხალხის დაბნევა მოჰყვა

• toti

თამაშს არ უყურებდი? საკმაო ტექნიკური წუნი ქონდა, თავის თავს არ გავდა

• Irakli

რა თქმა უნდა სპალეტის მე ვერ ვასწავლი მაგრამ ჩემის აზრით კვარაცხელიას ზედმეტად ბევრი უწევდა დაცვაში თამაში, რაც თავდასხმაში მისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას ხელს უშლის.

• საქაჯეთი

ბიუჯეტის ხარჯზე უსაქმური ქოცების დელეგაციებს რომ აგზავნიან ერთი კაცის საგულშემატკივროთ ამდენი საქართველოს დროშებით უკვე სამარცხვინოა.თუ გონიათ რამე ღვაწლი აქვთ ხვიჩას წარმატებაში.ბავშობიდან რუსეთში გააქციეს რადგან ჩვენთან ელემენტალური პირობები არა აქვთ.

• Givi

Losanos pasis dros mashinve unda daertka rogorc iuventustan golisas, araushavs mainc moiges da unda daiviwkos,erti rac ar momwons cota moridebulad aris da ufro aqtiurad unda iqceodes,tuntac kutxurisas ratom dautmo mario ruis ver gavige...

ჰოო, ახლა მართლა გარდაიცვალა. მაშინ რომ გაავრცელეს ტყუილი იყო, რადგან ცუდად იყო იმიტომ გაუვრცელეს :( რა სამწუხაროა. ხელზეც ეწერა ხვიჩას...

კი ამერიკის აგენტები ვართ დისლაიქების ავტორები, სოროსმა ჩაგვირიცხა უკვე :დ რა დონის ბოროტი უნდა იყო, ხვიჩას ყოფნა რუსეთში გინდოდეს და გროზნოსთან და ურალთან გინდოდეს მისი ნიჭის ჩაკვლა. ბიჭი იუვენტუსს, მილანს, ლივერპულს, აიაქსს, რომას ეთამაშება და თურმე ტულის არსენალთან უნდა თამაშობდეს შენ რომ კმაყოფილი დარჩე? რუსეთის მომხრეები პატრიოტები არ ხართ. საკუთარი თანამემამულეები გძულთ!

• ამი

უხერხული პასი იყო, ხვიჩამ რომ იცის ხოლმე რბილად ფეხზე და თავზე დასმა, ისეთი კი არა. მაინც შეიძლებოდა მისი გოლად გადაქცევა და ხვიჩა თვითონაც განცვიფრებული დარჩა, ეს რომ ვერ მოახერხა.ხვიჩა ამ ეპიზოდსაც გაითვალისწინებს მომავალში მსგავსი სიტუაციების შეფასებისას.

• მირო

ბიჭს საყვარელი ბებია გარდაეცვალა და, რაც ითამაშა, ისიც როგორ ითამაშა.

• ამი

ხვიჩა მაინც 100 %-იან საგოლე პოზიციაზე იყო და ლოსანოს მისთვის რომ გადაეცა, ხვიჩა გაიტანდა და წინა ეპიზოდის რეაბილიტაციასაც მოახდენდა. მაგრამ ლოსანომ იღორა. ასეთი რამ ხვიჩას რომ გაეკეთებინა, ქილიკით აიკლებდნენ. უხერხული პასი რომ ვერ დაამუშავა, ხომ ნახეთ როგორ განცვიფრდა სპალეტი.

• kaxa-ს

ანგარიში ნახე. დაგერიცხა უკვე 30 ვერცხლი?)))))))))))))

• dato

რა ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ნაპოლი და ხვიჩა ჩემპიონები ვერ გახდნენ ..ერთად ერთი რაც მინდა ინტერის გაფენაა ნეპოლში ხვჩას თამადობით პ.ს მარიო რუი ბიჭიმა კუთხურის ჩაწოდება გადაწყვიტა და შენ ჩააწოდე ? კარგი არა უშავს მოვა მაისი .

• zura222

რა თქმა უნდა ხვიჩამ დღეს ვერ აჩვენა სუპერ თამაში მაგრამ ასე რომ ეთამაშათ მაგალითად მირანჩუკს ან შამუროდოვს რუსეთში და უზბეკეთში ეროვნულ დღესასწაულს გამოაცხადებდნენ

• საბურთალოელი

პივის ჩეკივით

• ალექს

კაცურად, მოკიდე ბარგს ხელი და წადი შენს ავადმყოფ სულიერ ძმებთან, შენც მოგეშვება გულზე და ბედნიერი იცხოვრებ საპუტინეთში, ჩვენც ტვირთს შეგვიმსუბუქებ.

• Ku Ku .

პოზიციაზე შენ გახვედი? მაგ ბურთის ჩასაწოდებლად 2 კაცში რომ გაძვრა საჯარიმოში სივრცე უცებ რომ გაჭრა.

• ბაჩო

ლოსანო მაგარი ღორია, იმ მომენტში პასი რო გაეკეთებინა 100% გოლი იყო

• Tite

რატომ შეცვალა თითქმის მარტო თამაშობდა..ნაპოლი კვარაცხელიაა გარეშე გუნდი არაა..

• Jordan

ოსიმენი იმენა ლეგენდა ხდება. * რა გოლი თხარა მსოფლიო კლასი, კლასიკებში და ანთოლოგიებშია შესატანი

• kaxa

მიდი, მიდი ხო, დისლაიქები წერეთ მოგზავნილო ამერიკის აგენტებო, თქვენ ხომ ქართველები არ ხართ! თქვენ ნჯო-შნიკი აგენტები ხართ! სიმართლე კი აგენტ ქართველთმოძულეებს არ უყვართ! საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ერთობას თავის სულიერ ძმებთან! ამინ!

• დავით 67

შენ კაიფობ თუ სერიოზულად მასე ფიქრობ? თუმცა ორივე შემთხვევაში ფეხბურთი ფეხებზე გკიდია!

• დავით 67

დღეს არ იყო ხვიჩას საუკეთესო მატჩი, მაგრამ არაუშავს. სკუდეტო ვფიქრობ მოგებული აქვთ ნაპოლის. ლოსანოს მეორე შემთხვევაში რომ მიეცა პასი ხვიჩასთვის ვფიქრობ გაიტანდა ან კიმისთვის მაინც მიეცა. არადა ერთერთ მატჩში ხვიჩამ თითქმის მსგავს შემთხვევაში სწორედ ლოსანოს გაატანინა.მე უფრო ლიგის თამაშები მაინტერესებს ნაპოლი აინტრახტი. ადვილი არ იქნება გერმანელებთან. და კიდევ თუ ნაპოლის პრეტენზია აქვს მომავალშიც ოსიმენი არაფრით არ უნდა გაყიდოს. ხვიჩა და ოსი საუკეთესო ტანდემია დღეს მსოფლიოში. მე ასე ვხედავ, სხვისი არ ვიცი

• ქ. გ.

კარგად ითამაშა ხვიჩამ. უბრალოდ ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს და გვინდა, რომ სამი გოლი გაიტანოს. უხერხული პასის გამო "გაფუჭებულ" მომენტში ძნელი იყო გატანა. კორეელი კიმი არ მომწონს. იუვენტუსის წინააღმდეგ საერთოდ წონასწორობა დაკარგა მარტივ სიტუაციაში და გოლი გავიდა. რომასთან გუშინ კიმი უაზროდ ჩაერთო შეტევაში და გადაუკეტა სივრცე ლოზანოს. ლოზანო ვერ წავიდა მარჯვნივ, რომ მერე მარცხნივ მიეცა ბურთი. ამიტომ ლოზანომ ვერ მიაწოდა ბურთი ხვიჩას და თვითონ დაარტყა.

• kaxa

აგერ დასტურდება თუ არა ჩემი სიტყვები? რომ მეცით და გამლანძღეთ! ხვიჩა უნდა დარჩენილიყო რუსეთში! მხოლოდ რუსეთი თუ დააფასებდა ჩევნს ტალანსტს! სამწუხაროდ მან გააკეთა დამღუპველი არჩევანი, ევროპა ეს დაღუპვაა, ხვიჩა მხოლოდ საბიზნესოდ ჭირდებათ ევროპაში! ბოლოს და ბოლოს ზოგ-ზოგიერთებმა შეიგნეთ, საქართველოს მომავალი არის ჩვენს სულიერ ძმებთან, რუსებთან, წივილ-კივილი არაა საჭირო, რასაც ვწერ ეს მისართლეა, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო გაგებით, ეს ესეა! კიდევ კარგი საქართველო დღე-დღეზე გადარჩა როცა დღეს უკვე მმართველმა და სწორად მოაზროვნე პოლიტიკურმა ელიტამ სწორი გეზი აიღო! ჩვენ, ქართველები გავიმარჯვებთ! ერთად ერთობისკენ!

• gori

არ უხდება ამ კაცს დასვენება, ზედმეტად არ უხდება, ჟილკა ეკარგება რაც მთავარია, მაგრამ პასი სუპერი იყო რა თქმა უნდა. ისე სიცხეების მერე თამაში უთუოდ ძნელია, უზომოდ მინდა, ინტერს ის გაუკეთოს რაც იუვეს, ..... კალბასის ჩეკივით

ახსნას სპალეტიმ, რუი პასს რატომ არ აძლევს ხვიჩას ან მაგაზე არაფერს რატომ არ ეუბნება ???????????????????

• Charley

პირველი ტაიმში უკეთესი იყო, ხვიჩას ტონუსზე როგორც ჩანს ცუდად მოქმედებს თუნდაც ერთი/ორი მატჩის გამოტოვება, ძაან მძიმე თამაში იყო, ხვიჩამ შეიძლება ბევრი ვერაფერი გააკეთა მაგრამ მაინც ასისტი დადო, ძან ამოკეტილი ყავდათ, ფეხზე აჯდნენ, თან ამ 10 დღიანი პაუზიდან პირველივე მატჩშში ასეთი "სვარკა" გუნდი დახვდა. წინა თამაშზეც ეგრე იყო რომასთან, ასეთ თამაშებში უფრო დახვეწს და მოუმატებს, წინაა ყველაფერი მის კარიერაში. ნაპოლის კი გუნდი რომელიც ასეთ ჩეხვა, დრამატულ თამაშშიც კი იმარჯვებს ის გუნდი ჩემპიონია.

• რაბუ

ოსი როგორი დაგეშილი, ცივსისხლიანია. მაგარი გუნდია ძალიან, სკამიც ძლიერი ჰყავს და რა ეშმაკი დაუდგება წინ ამათ ჩემპიონობას. ინტერის თრევა მინდა ვნახო მარადონაზე კვარას ბენეფისით

• გულშემატკივარი

ჰა ჰა ჰა :))) კარგად გამაცინეთ:)))

• G.LA

ყველას სიხარულს გვჩუქნის და რა თქმა უნდა ყველას გვიყვარს. ❤️

• რაბუ

მარიო რუი თუ კითხულობ ამ კომენტარს მიეცი პასი ხვიჩას დევიღალეთ დევიღალეეეთ

• giorgi 3

იტალიური გაზეთები და საიტები მატჩის წინ ერთმანეთს აპირისპირებდნენ კვარას და მსოფლიო ჩემპიონ პაოლო დიბალას (ვინ აჯობებდა). გაიმარჟვა კვარამ (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი არ იყო

• გულშემატკივარი

მეც ძალიან მიყვარს და მეამაყება!!!:)))

• გულშემატკივარი

რათქმაუნდა ხდება ხოლმე,თუმცა უნდა დაერტყა როგორც თვითონ ჩვევია შეუჩერებლად,აქვე კიდევ ერთი “მაგრამ”, არ დაგვავიწყდეს რომ ორი თამაში გამოტოვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. რაც შეეხება მაგ მომენტს თვითონაც გაბრაზდა თავის თავზე:)) თუმცა ვის არ მოსვლია!!! წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! ყველაფერი მაგრადაა!!!:))

ერთი თამაში თავის დაბადების დღეზე უწევს, 12 თებერვალს, კრემონეზესთან. 22 წლის ხდება, ფაქტიურად ჩვენს თვალწინ გაიზარდა და ჩამოყალიბდა ისეთად, როგორსაც დღეს ვხედავთ. სასწაულად მიყვარს და მეამაყება!

• ელიასი

კვარინჩა ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ის საგოლე პასი მხოლოდ წმინდად სტატისტიკური თვალსაზრისით თუ იყო.

• გულშემატკივარი

რაო მოურინიომ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ყავს ნაპოლისო??? რა გააკეთა დღეს დიბალამ?გარდა იმისა რომ ყვითელი აიკიდა!!! ხვიჩამ კი საგოლე გადაცემა შეასრულა,რომელსაც ორი თამაში გამოტოვებული ქონდა ავადმყოფობის გამო:)))

• ტტტ

ლოსანოს გადაცემაზე რატომ სცადა დამორჩილება და ერთი შეხებით არ დაარტყა, ცოტა ვერ გავიგე, მარა არა უშავს ხდება ხოლმე.

• გულშემატკივარი

შესანიშნავი თამაში იყო!!! სანახაობრივი,დაძაბულობა,გოლები… გილოცავთ!!! ესეც 53 ქულა!!! წინ ხვიჩა!!! წინ ნაპოლი!!!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ