<p>იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.</p><p>შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).</p><p>როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.</p><p>ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.<br></p>
zura222
სოსო ძალიან კარგად იციან იტალიელებმა ფორეს შესახებ იმიტომ რომ უცხოელი პარტიზანებიდან მხოლოდ ორს მიენიჭა იტალიის ეროვნული გმირის წოდება--ჩვენს ფორეს და რუს პოლეტაევს ! სამხრეთ იტალიაშიც იციან სადაც 3 წელი ვცხოვრობდი (ბარიში და რომში) მაგრამ განსაკუთრებით იციან იტალიის ჩრდილოეთში ნოვარის და ასოლის პროვინციებში სადაც იბრძოდას და დაიღუპა ასევე კარგად იციან (განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხმა) სხვა ჩვენი ქართველი პარტიზანების შესახებაც ! ერთხელ ბარიში ჩემ იქაურ კოლეგასთან ვიყავი სახლში და მე ლაპარაკი დავიწყე იტალიაში ქართველ პარტიზანებზე და ამ დროს მოგვიახლოვდა იმ ბიჭის ბაბუა და გაკვირვებული მისმენდა და მერე მკითხა საიდან იცი გარიბალდელებზეო მეც თავი მოვიწონე და ყველაფერი გადმოვულაგე რაც ვიცოდი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობაზე და პარტიზანებზე(რეზო თაბუკაშვილის "ალპური ვარსკვლავი" 3-4 ჯერ მქონდა ნანახი)მერე იმ ბაბუმ მითხრა "ქართველ ჯენაროზე" თუ გაგიგიაო და მე სიმართლე ვუთხარი ყურმოკვრით მეთქი (ისევ რეზო თაბუკაშვილს მადლობა)და იმან რომ დაიწყოოო-ჩვენთან ლომბარდიაში ყველამ ვიცით მის შეესახებ მაგარი მებრძოლი და მომღერალი იყოო ! მე მაგრა დავინტერსედი და რომ ჩამოვედი გავიკითხე და აი რა გავიგე--იყო ასეთი ქართველი პარტიზანი გიორგი ჯეირანაშვილი ლაგოდეხიდან თურმე ისე მაგრა მღეროდა რომ თბილისში ჩამოიყვანეს და კონსერვატორიაში უნდა მიეღოთ ახალ ვანო სარაჯიშვილსაც ეძახდნენ ! მაგრამ დაიწყო ომი და სხვებივით ისიც მოხვდა იტალიაში პარტიზანებთან იქ ძნელად წარმისათქვამი გვარი გადაუკეთეს და "ქართველი ჯენარო" დაარქვეს ძალიან მაგარი მებრძოლი ყოფილა და ორი მედალითაც დაუჯილდოებიათ ! და ერთხელ ბანაკში იარაღს რომ წმენდდა თავისთვის იტალიური სიმღერა წაიღიღინა მერე აზარტში შევიდა და ხმამაღლა შემოსძახა და რომ დაამთავრა ატყდა ოვაციები ხვევნა კოცნა ბრავო ჯენაროო ბრავოოო ! თურმე სიმღერა რომ გაიგონეს მთელი ბანაკი ჩუმად მივიდა და უსმენდნენ ! ამის მერე ყოველ დღე სთხოვდნენ სიმღერას და ისიც უტარებდა კონცერტებს და რაზმის მეთაურმა უთხრა--ომი რომ დამთავრდება მე თვითონ მიგიყვან ლა სკალაში იქ ბევრს ვიცნობ და აუცილებლად მიგიღებენო (თანაც ლომბარდიაში იბრძოდა ის რაზმი იქვე მილანთან)და როცა მილანს ათავისუფლებდნენ "ჯენაროს" რაზმის წევრებიც იბრძოდნენ მლანის ქუჩებში და გიორგი ჯეირანაშვილი-ჯენარო დაიღუპა ზუსტად ლა სკალასთან ახლოს 500 მეტრში (((( და როგორც ამბობენ მილანში ერთერთ ქუჩას 1960-იან წლებამდე ერქვა "ქართველი ჯენაროს"ქუჩა და მერე გადაარქვესო ! ასე რომ არც ისეა საქმე რომ ქართველებს არსად არ გვიცნობენ და თურმე სააკაშვილმა გაააცნო მსოფლიოს საქართველოო ! ვინც ოდნავ განათლებულია ყველამ იცის დასავლეთში საქართველოს შესახებ !
zura222
ზურა კი ეგ ფილმია
ქ. გ.
ფრაგმენტი ქართველების შესახებ (რომელიც თქვენ აქ ახსენეთ წინა კომენტარში) გენიალური იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას კლასიკური იტალიური ფილმიდან "Maddalena ... Zero in Condotta" (1940) https://www.youtube.com/watch?v=VvZ4FfjFs70
zura222
ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი რომ ნაპოლი უკვე ჩემპიონია ? D პირიქით უდიდესი სასწაული ის იქნება რომ ვერ გახდნენ ჩემპიონები 13 ქულა ჰანდიკაპი ეს ხუმრობა არააა ინტერს უსწრებენ 13 ქულითდა მილანს კი საერთოდ 15 ქულით ! თანაც ეხლა 21- ტურში მილანში ერთმანეთს ხვდებიან და იქ თუ თუ ფრედ დამთავრდება ან მილანმა მოიგო და ნაპოლი კი სპეციას გაანადგურებს მორჩა 99 % გაიფორმებს ნაპოლი ჩემპიონობას იმიტომ რომ სხვაობა უკვე 15 ქულა იქნება და ნაპოლიმ უკვე ხუთი თამაში უნდა წააგოს და ინტერმა და მილანმა ის ხუთივე მოიგონ ! და ამ შემთხვევაშიც ვერ გაუსწრებენ ნაპოლის (თანაბარი ქულები ექნებათ) თანაც ორივესთან ნაპოლის სახლში ექნება თამაშები ! ერთადერთი რაც ნაპოლის ხელს შეუშლის ჩემპიონობაში იქნება ე.წ. "ოსიმენის საქმე" და თუ იუვენტუსივით დასჯიან და ჩამოაკლებენ 15 ქულას და ესეც საეჭვოა იმიტომ რომ სულ სხვა სიტუაციაა იქ და მაქსიმუმ ლაურენტისს თუ დააჯარიმებენ
გულშემატკივარი
ჩემი ნათესავი ქალი იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლის გარეუბანში მუშაობს, მოხუცებულს უვლის. თავიდან რომ ჩავედიო და ვუთხარი საქართველოდან ვიყავიო ვერაფერი გაიგოო, მერე რუკაზე მივუთითეო და ისე ავუხსენიო.ეხლა, რაც ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, აქ ყველა მასზე ლაპარაკობსო და ვერ წარმოიდგენთ როგორ შეიცვალა მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართო. ხვიჩა არის საქართველოს ელჩი იტალიაში!
zura222
მე ამ შემთხვევაში იტალიელები და ბერძნები არ მყავდა მხედველობაში (ძველი რომი და საბერძნეთის კულტურა-განათლება ცნობილია) მე მთლიანად ევროპა მქონდა მხედველობაში და ევროპა დავწერე იქ სხვათა შორის უკვე თვითონ ევროპელი მეცნიერებიც აღიარებენ რომ ევროპელი ხალხების 80-85% წარმოშობილია აღმოსავლეთიდან წამოსული მომთაბარე ტომებისგან (სკვითები სარმატები ჰუნები გალები) და ცოტაც სამხრეთელი არაბული ტომებისგან !
ზაზა . ივანას ეს კომენტარი !!!
ეჭვი ხომ არავის ეპარება რომ ქართველები პირველი ერია მსოფლიოში?ეგვიპტესაც ბერძნებსაც და ყველა ძველ ერს ჩვენ მივეცით კულტურა თუ განათლება, ცოტა ხანში ისეთ რამეებს გაიგებთ,პირი ღია დაგრჩებათ! ნუ აკნინებთ საკუთარ წარსულს და წინაპართ,თუ არ იცით, გაჩუმება სჯობს."ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".
ბას კი
ჰაგიოგრაფია არ არის მთლად ის ეპოქა, რომლითაც რომაულ კულტურასთან შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, თუმცა კოლხეთი - კი ბატონო. პელაზგებზე, იბერებზე, მოსინიკებზე, თუბალებზე, ხალიბებზე და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ... სიძველის და ცივილურობის მხრივ ძნელად რომ ქართველურ ტომებს ვინმე გაეჯიბროს...
სოსო
ქართული ანბანიც ძალიან მოეწონებათ,თუ ნახეს.მართლაც ძალიან ლამაზია!
სოსო
ზურა,ფორე მოსულიშვილზეც მოუყევი,იტალიის ეროვნული გმირია.ალყაში მოქცეული რაზმის მეთაურს,გერმანელებმა მოუწოდეს ტყვედ ჩაბარება და დანარჩენების თავისუფლად გაშვებას შეჰპირდნენ.წინააღდეგ შემთხვევაში,ყველას ამოგწყვეტავთო!მეთაური შეშინდა,ვერც ენდო და მის ნაცვლად,ფორე გავიდა,მე ვარო მეთაური!მერე კი,თავი აიფეთქა.საოცარია,მაგრამ გერმანელებმა პირობა შეასრულეს და დანარჩენები უვნებლად გაატარეს.იტალიელებმა, მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს და ძეგლიც დაუდგეს.ინტერნეტში,ალბათ უფრო აწვრილებით იქნება დაწერილი.
ivan
რა ტახებით, კაკ რას ჩვენ რომ დავდევით ტყეში ტახებს, მაშინ ციცერონი და ჰორაციუსი ფილოსოფიურ ტრაქტატებს წერდნენ მარმარილოთი მოპირკეთებულ აბანოებში. ყველას შეიძლება ედიდგულო, მაგრამ რომაელებს? :)
გიორგი
აბა აბა, ჰაგიოგრაფია რომ იწერებოდა, ტახებს დასდევდნენ ხომ? შენ აშკარად მაგარი აზრზე ხარ რომის, ჰაგიოგრაფიის და ეტრუსკების ამბავში
ზურა
სეხნია, მაგ ფილმს - "მადალენა, ნოლი ყოფაქცევაში" ხომ არ ჰქვია ?
ALONZO
დისლაიქებს სომხები უტყლაშუნებთ ?
zura222
იტალიელებმა ძალიან დიდი ხნის წინ იცოდნენ საქართველოზე და ქართველებზე ! ნაპოლის გვერდზე იტალიელები რომ კითხულობდნენ კვარას შესახებ და რა ქვეყანაა საქართველო და სადააო მე დავუდე ჯერ კიდევ 1940 წელს გადაღებული ცნობილი ვიტორიო დე სიკას ფილმის ნაწყვეტი სადაც მასწავლებელი გაკვეთილზე ელაპარაკებოდა მოსწავლეებს თეთრი რასის წარმოშობის შესახებ და სადაც ამბობს დაახლოებით ამას--თეთრი რასის სამშობლოდ უნდა მივიჩნიოთ საქართველოო სადაც ქალები არიან ტანადები და ლამაზები და კაცები მაღლები ძლიერი აგებულების შავ თმიანებიო ! და რომ ნახეს გაგიჟდნენ (ათზე მეტი გაკვირვების სმაილი დაიდო 1 საათში) და მე მეკითხებოდნენ საიდან იცი ამ ფილმის შესახებო და საერთოდ იტალიის შესახებ ამდენი რამეო ? იმათ მგონი ვიღაცა გაუნათლებელი ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ @ ის კი არ მითქვამს იმათთვის რომ როცა თქვენთან ტყეში ტახებს დასდევდნენ შუბებით და მშვილდისრებით და ხალხს კოცონებზე წვავდნენ ჩვენთან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იწერებოდა და დემოკრატიის წესებით იმართებოდა ქვეყანა და სიკვდილით დასჯაც იყო აკრძალული ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში ! მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ დავუწერე გასაგებია რატომაც !
777
მარშუტკაში დამეჭირა დისლაიქზე უნებლიედ, მაპატიეთ.....
!!
სასწაული იქნება ამათმა წელს რომ მართლა მოიგონ სკუდეტო. უბრალოდ დაუჯერებელი ზღაპარი იქნება. ახლა ხო აფანატებენ კვარაზე და ეგ რომ მოხდეს მერე ნახეთ ფანატიზმი. სადმე წასვლის შანსი თუ გაუჩნდა ხო საერთოდ გაგიჟდებიან. არ გაუშვებენ არსად. ისე მინდა ნაპოლიმ სკუდეტო მოიგოს, ყოველდღე ცხრილში ვიხედები:D 18 ტურია დარჩენილი,ჯერ რა დროსია მარა მაინც მეფიქრება, რომ მოიგოს რამოხდება, დაინგრევა ქალაქი. 33 წელია ელოდებიან.
Spain
კვარას ქართულ ინტერვიუებს უსმენენ იტალიელები და იძახიან რა ლამაზი ენააო, უკვე მერამდენედ შემხვდა. ახლა ვნახე კიდე იტალიელი ჟურნალისტი გოგოს (paolina saulino) ინსტაგრამსთორი, სადაც კვარას ქართული ინტერვიუ უდევს და იძახის პირველად ვუსმენ ქართულს და რა ლამაზი ენააო. ასევე ძალიან ბევრი მხვდება კომენტარები, სადაც იტალიელები მის ქართულ ინტერვიუებს აზიარებენ. ზუატად ვიცი, გულწრფელები არიან. ფეხბურთს შეუძლია ეგ, მახსოვს როგორ ვუსმენდი ბავშვობაში ესპანელი ფეხბურთელების ინტერვიუებს, ისე რომ ვერაფერს ვიგებდი. რა ბედნიერებაა ეგ ბიჭი რომ არსებობს!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა