"ნაპოლითა" და ხვიჩა კვარაცხელიათი "რომასთან" მორიგი გამარჯვების (2:1) შემდეგ კვლავ აღფრთოვანებული ვართ. ნებისმიერი მოვლენის აწმყოში ბოლომდე გააზრება რთულია, შთაბეჭდილების სრულ შექმნამდე გარკვეული დროის გასვლაა საჭირო - ისტორია სწორედ ამას გულისხმობს. სპორტსა და ფეხბურთშიც ასეა, ხშირად დავმტკბარვართ ამა თუ იმ მოთამაშით, თუმცა გვიფიქრია, რომ სრულყოფილი დამოკიდებულებისათვის გარკვეულ ხანს უნდა გაევლო. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემიც ასეთად ჩამოყალიბდა - აქ და ახლა "დაფრინავენ", გულშემატკივრებს აღაფრთოვანებენ, გავა დრო და ქართულ-ნიგერიულ თავგადასავალს სხვების შესადარებლად გამოიყენებენ.

ზოგადად, ანალოგიები რთული საკითხია. ბიოლოგიურ ტყუპებს შორისაც კი გარკვეული სხვადასხვაობაა. ოსიმენს ზოგიერთი ასპექტით კოტდივუარელ დიდიე დროგბას ადარებენ. მსგავსება ყოველთვის გარკვეულ ლოგიკას ეფუძნება, თუმცა "ნაპოლის" შემტევი უფრო ტექნიკურია და ბურთს "ესაუბრება". მსგავსი გოლი, როგორიც ოსიმენმა "რომას" გაუტანა, თვალწარმტაცია. დროგბას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში აუღია მეტოქის კარის ბადე, მათ შორის, ფინალებში, ვიქტორი კი ჯერ მსგავს გამოწვევებში არ ყოფილა. თუკი დროგბას ვიხსენებთ, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიაზე არიენ რობენი უნდა მოგვაგონდეს, ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლებით თუ სწორედ კოტდივუარელთან ურთიერთქმედებით. მაშინდელ "ჩელსიში" კიდევ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ირლანდიელი დამიენ დაფი...

ერთია წმინდა საფეხბურთო ასპექტებით შედარება და მეორე, ურთიერთდამოკიდებულებებით. კვარაცხელია და ოსიმენი ერთმანეთს "თვალებახვეულიც" ხედავენ, სწამთ, რომ საერთო ძალისხევით შეუძლებელი არაფერი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ხავისა და ინიესტას წყვილი ჰარმონიულ კავშირში იყო, თითქოს განსხვავებული საუკეთესო თვისებები რომ ჰქონდათ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, ამავდროულად კი, მათი გარჩევა გვიჭირდა.

ახლო წარსულში გვახსოვს ფეხბურთელები, რომლებიც მართლაც ურთიერთს ავსებდნენ, ისე კი, აბსოლუტურად სხვადასხვა ფილოსოფია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მხოლოდ შემტევები არ იგულისხმება. ნეაპოლელი ფაბიო კანავარო ალესანდრო ნესტასთან ერთად იქნებ ამის კარგი მაგალითიც იყოს. იტალიის ნაკრებში მათი გამარჯვებისკენ მტკიცე რწმენა სხვადასხვა ხასიათს ეფუძნებოდა. აქაც, ხვიჩა მორიდებული ბიჭია, ვიქტორი კი - უფრო ხისტი, ექსცენტრიკული და პირდაპირი.

თავის დროზე ტიერი ანრისა და დენის ბერგკამპის მძლავრმა დუეტმა ინგლისის პრემიერლიგა სულ სხვა ეტაპზე, სათამაშო ფილოსოფიასა და სტილამდე აიყვანა. ის წყვილი ქართულ-ნიგერიულს არ ჰგავდა, თუმცა ტიტულებით ნაკლებად განებივრებულ ლონდონის "არსენალში" მეფური დროება დააყენეს, ეს კი "ნაპოლისთან" (სკუდეტოს 33-წლიანი წყურვილი) სწორედ დიდებული მსგავსებაა. სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება, წმინდა ქართულისაც კი, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს...

კვარაცხელია-ოსიმენის ერთობა თუკი ოდესმე დაიშლება, ეს ყველასთვის გულდასაწყვეტი იქნება. ლუჩანო სპალეტი ამას არ დაუშვებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება?! არც ისაა გამორიცხული, გამოჩნდეს გუნდი, რომელიც მათ შეძენას ერთდროულადაც კი გადაწყვეტს. თანამედროვე ფეხბურთს რას გაუგებ, ხსენებული მოთამაშები ტრანსფერზე გამუდმებით მოფიქრალი ნამდვილად არ არიან, თუმცა რეალობას ვერავინ შეცვლის. ყველაზე ცოტა, სეზონის ბოლომდე, ისინი ერთად იქნებიან და კიდევ ბევრ ლამაზ ეპიზოდს გვაჩუქებენ.

ნიკო
ექიმმა მოუკელ რყევასო არ გითხრა?!
Nodarichi
ბასი აჩუკი მაგარი დუეტია
მდააა
ხვიჩას გარეშე სოფლის გუნდია ეგ თქვენი ნაპოლი ,შარას მწყემსი ეგ თქვენი სპალეტი , მაღალ-მაგარი …. ეგ თქვენი ოსიმჰენი ფეხბურთის პონტში თორემ ისე ისედაც გასაგებია ….!!!! თუ არ გჯერათ ნახეთ შარშანდელი რეზულტატები !!!
ადამიანი
გივი და შენ თუ აკვირდები,ხვიჩა გოლის გატანისას პირველ რიგში პასის მიმცემ თანაგუნდელს უხდის მადლობას,ნაკრებში იქნება თუ ნაპოლიში,ამიტომ ბუნებრივად ხდება,რასაც შენ შენი გადმოსახედიდან შენებურად ხედავ,არა გივი-აკელა,თუ გივი-ტოტია?!
FEOLA
გენაცალე შედარებებში,,,,,))) ჩივაძე-ხინჩაგაშვილი მაგარი იყო)))
ჯონდო
ოსიმენი-ოსური ფესვების მქონე ქართველების მოყვარული ნიგერიელი მამაკაცი

ნუ ადისლაიქებთ, მართალი დაწერა ადამიანმა. მერე რა, სულაც არაა დამაკნინებელი ეგ. კვარა საყვარელი ბავშვივითაა, უზომოდ მონდომებული, უზომოდ ნიჭიერი და თავისი უდიდესი წვლილი შეაქვს ყველა გამარჯვებაში. საერთოდ არაა საჭირო გავლენიანი ტიპის როლის მორგება. ახლა მივიდა გუნდში და ისინი დახვდნენ. ძალიან მომწონს როგორიცაა, ჩუმი და ყველასგან გამორჩეული. თავისზე უფროსებს რომ ჩასახუტებლად მისდევს ეგეც კი უზომოდ ლამაზს ხდის მის მოქმედებებს. ამ კომენტარის ავტორა ცუდი არაფერი დაუწერია , ყველა ვხედავთ რომ ასეა. უბრალოდ ზოგს ეგ მოსწონს და ზოგს აღიზიანებს. არავინ დააკნინებს ხვიჩას ამ იმიჯის გამო რაც აქვს. ბავშვურია და არა გაყოყოჩებილი. მე ასეთი უფრო მომწონს! არაა საჭირო მობლატავე იმიჯის შექმნა.
ზურაბ
გოჩა ოსიმჰენი_ცუდად ჟღერს
Ivan
კი, მასეა. დასდევს ჩვენი კვარა. მაგრამ გაისად მოირგებს ალფა ლომობასაც ეგ. ნაკრებში უკვე კისრულობს ამ როლს და იმედია გუნდშიც მაგას გააკეთებს მალე
მწვრთნელი
ტრიოც არის - კოსტა ხეთა და გურო!
Charley
ვფიქრობ სამყარო უფრო სრულყოფილია რადგან კვარამ ის უფრო გაალამაზა.
გივი
ოსიმენი უფროსი ალფა მამრის როლშია, ხოლო ხვიჩა კი ახალგაზრდა ახალფაფარაყრილი ბოკვერის როლში რომელიც გოლებს ატანინებს ვიქტორას და მერე მას დასდევს მომეც საშუალება მოგეხვიო უფოსო ჩემო,ეს ხომ ჩემი პასი იყოო, ვიქტორა გამარჯვებულაძე კი ცდილობს გაექცეს აბეზარ ბოკვერს და მიანიშნოს აქ ალფა მე ვარო.. ჰო ასე მოსჩანს ეს კადრებში და ეს პირველი შემთხვევა არაა თუ აკვირდებით.
გიო
კვარაცხელია-მარიორუი--ვიკტორი ინიესტა-ხავი--მესი ))))
ცანგალა
რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა, ქეთო და კოტე, ბაში და აჩუკი, შაჰი და აბასი, ჭიჭიკია და ბიჭიკია - დუეტების მეტი რაა.
გაგა
ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ჯერ შორსაა "ნაპოლი"(სულით და გულით კი მინდა),თუმცა ნახევარფინალი და სკუდეტო რეალური მგონია.ისე მართლაც ისეთი შემტევი დუეტია და ისეთი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ,ნებისმიერი ე.წ. ბობოლა გუნდი ინატრებდა.ვნახოთ,ვნახოთ...წარმატებები ჩვენს ბიჭს!!!
პატრიოტს
აქამდე მეც ნესტა-მალდინის გადაღების მაგრამ ძალიან კარგადაა ახსნილი ნესტა-კანავარო. წერია, სხვა შედარებაც შეიძლებაო, თუმცა როგორც მივხვდი, სხვადასხვა თვისებებითაა გაშლილი. ოსიმენის სტილის მოთამაშე მართლა არ მინახავს
ზურა
რა გინდა ახლა ბატონო ,,პატრიოტო", ასაკით უფროსი ხარ და უპირატესობის დამტკიცებას ცდილობ? ეს ჩემო ბატონო ისევ თქვენი კომპლექსია, ფეხბურთზე საუბრის უფლება მარტო ასაკიან ხალხს აქვს? ან თქვენი შედარებები ადეკვატური გგონიათ? სად მესხის გახსენება და სად მალდინის? დროში ემთხვევიან ეს ფეხბურთელები თუ პოზიციით? გეტყობათ ფეხბურთის ,,კარგი ცოდნა"...
პატრიოტი
ბატონო ღვთისავარ, შენ ბევრი არ გინახავს ფეხბურთში, ამიტომ შედარებაბიც არ არის შესაბამისი, შესბამისი არის მესხი-კალოევის, მესხი-პონედელნიკის, ნესტა-მალდინის, ჩივაძე-ხიჩაგაშვილის წყვილები, მაგრამ შენ ეს წყვილები არ გინახავს

ჯერარდი და ტორესის დუეტი მიყვარდა ყველაზე მეტად და ახლა ამათი დუეტი მიყვარდება.
რეზო
ყოჩაღ! ძალიან კარგი სტატიაა! ისე, დროგბაზე მეტად ოსიმენს ეტო ოს ვამსგავსებ. რაღაც მომენტებში ანრისაც. ხვიჩა ყველაზე მეტად კაკას მაგონებს. წყვილად ჯერ ხავი-ინიესტას სინქრონულობაზე საუბარი არაა, მაგრამ კოილი- იორკის ტქვა უკვე შეიძლება. იმედია, მარადონა- კანიჯად იქცევიან
ქ. გ.
გეთანხმებით ყველას, რომ ძლიერი წყვილი ჩამოყალიბდა. მაგრამ ოსიმენის სხვა გუნდში გადასვლის შემდეგ ხვიჩა უფრო გამოკვეთილი ლიდერი გახდება და უფრო კარგად ითამაშებს.
ვაჟა ზაზაევიჩი
სრულიად სერიოზულად, დღეს მთელ ევროპას რომ დააინტერესებს, იმ თემაზე და იმ დონის სტატიაა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა