ცნობილმა ამპუტანტმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა მაინც მიაღწია საწადელს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
ოცნება აისრულა ცნობილმა ამპუტანტმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა. სამხრეთაფრიკელმა მაინც მიაღწია საწადელს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ორი დღის წინ იტალიის ქალაქ ლინიანოში გამართულ ტურნირზე 24 წლის მძლეოსანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა 400 მეტრზე სირბილში. დისტანცია მან 45,07 წამში დაფარა.

სხვათა შორის, ეს იყო ბოლო დღე, როცა პისტორიუსს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონდა. ასე რომ, ოსკარი პროთეზებით მოასპარეზე პირველი ათლეტია მძლეოსნობის ისტორიაში, ვინც პლანეტის პირველობაზე გამოვა.

"ეს ჩემი ოცნება იყო. ღამით ვერ დავიძინე, რადგან უამრავი მისალოცი წერილი მოდიოდა. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარში პისტორიუსმა.

ოსკარი 11 თვის იყო, როცა მუხლის ქვემოთ ორივე ფეხი მოკვეთეს, რადგან დაბადებიდან წვივის ძვლები არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, პისტორიუსმა ყველა სირთულე გადალახა და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.

ის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა, შევიდა პრეტორიის უნივერსიტეტში, სადაც მენეჯმენტს ეუფლებოდა. ბავშვობიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაში ცდიდა ძალებს - რაგბში, ჩოგბურთში, წყალბურთსა და ჭიდაობაში. სკოლის დასრულების შემდეგ მთლიანად სირბილზე გადაერთო.

პისტორიუსი კარბონის პროთეზებით გამოდის, რაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ფუნქციონერებთან სასამართლო გარჩევების მიზეზი გახდა. ისინი იშველიებდნენ გერმანელი პროფესორის გერტ-პეტერ ბრიუგემანის მოსაზრებას - ის ამტკიცებდა, რომ მსგავსი პროთეზებით პისტორიუსი ჩვეულებრივ მორბენლებზე გარკვეულ უპირატესობას მიიღებდა, რადგან დაღლას ვერ იგრძნობდა.

თავად სპორტსმენს მიაჩნია, რომ პროთეზი პირიქით, დამატებით სირთულეებს უქმნის.

"მიჭირს წვიმიან და ქარიან ამინდში გამოსვლა, - ამბობდა მაშინ სამხრეთაფრიკელი. - თანაც მე დაბალი სასტარტო სიჩქარე მაქვს. სარბენი ბილიკიდან ისე სწრაფად ასხლეტა არ შემიძლია, როგორც ამას ჩვეულებრივი სპორტსმენები აკეთებენ".

მიუხედავად ამისა, ოსკარს კარგა ხანი არ აკარებდნენ "ჩვეულებრივების" სტარტებს, რადგან ამას სახიფათო პრეცედენტის შექმნა შეეძლო. ტექნოლოგიები ყოველ წელს იხვეწება და ახალ პროთეზებს, შესაძლოა, მართლაც მოეტანა ოსკარისთვის კონკურენტებზე უპირატესობა.

მაგრამ პისტორიუსი ამ პრობლემასაც გაუმკლავდა. მან IAAF-ის გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა და საქმე მოიგო. მას 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებაც კი მისცეს, თუმცა აფრიკელმა ნორმატივი ვერ ჩააბარა. ახლა, ოსკარი ლონდონის საგაისო თამაშებს უმიზნებს.

ამ ოცნებისკენ პირველი ნაბიჯი გახდა მსოფლიოს 2011 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მოხვედრა. რა თქმა უნდა, პისტორიუსს ტეგუში მედლის მოგების უმცირესი შანსი აქვს. როგორც ვთქვით, ლინიანოში მან 400 მეტრი 45,07 წამში გაირბინა. შედარებისთვის, 1999 წელს მაიკლ ჯონსონის მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 43,18 წამს უდრის, ხოლო 2009 წელს ბერლინში ლაშონ მერიტმა მსოფლიოს ჩემპიონატი 44,06 წამით მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა