ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურ საიტზე შეაჯამეს იანვრის შედეგები და გიორგი შერმადინი რეალელ ედი ტავარეშთან ერთად თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

იგი თვის MVP მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე მასსა და ტანოკა ბერდს ეს ჯილდო 10-10-ჯერ ჰქონდათ მოგებული.

იანვარში შერმადინი საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ორქულაინები 69.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, საჯარიმოები – 97.1 პროცენტით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ლიგა ენდესამ" ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში NBA-დან გადასულ ლო როს. ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.

GBF

ბექა-ს
და არა მარტო კლუბურადაც ერთ ერთი ტიტულოვანია, ევროპის მასშტაბით,ორჯერ აქვს ევროლიგა მოგებული,ერთხელ ჩემპიონთა ლიგა!!
სოსო
შერმადინი,საქართველოში თამაშისას,სამქულიანებსაც კარგად ისროდა,მაგრამ რაც წავიდა,ამას არასოდეს აკეთებს.როცა ჰკითხეს,სხვებიც კარგად ისვრიან და მე,ფარქვეშ უფრო ეფექტური ვარო,თავმდაბლად თქვა.რატომ არ ისვრის,ჩემთვისაც გამოცანაა.მისი ეფექტი ხომ, კიდევ უფრო გაიზრდებოდა.ძალიან კი მიყვარს,ეს ბიჭი,ვარსკვლავური დაავადებისა,ჩრდილიც კი არ მიჰკარებია და იგივედ დარჩა,რაც იყო.მჯერა, ყველას გადაასწრებს.
ბექა
შერმადინს ინდივიდუალურად!! ყველაზე მეტი ტიტული აქვს ქართველ კალთბურთელებს შორის
ირაკლი
ამ კაცმა რო კარიერა შეიქმნა რაა,უჩუმრად ყველანაირი ხმაურის და თავკერძაობის გარეშე,მიბაძეთ სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც,ბრავო გიო!!!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში