ევროპული პრესა აქტიურად წერს მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკისა და ცნობილი გოლფისტის რორი მაკილროის რომანტიული შეხვედრის შესახებ
ევროპული პრესა აქტიურად წერს მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკისა და ცნობილი გოლფისტის რორი მაკილროის რომანტიული შეხვედრის შესახებ.

დანიელმა და ირლანდიელმა ლონდონის ცენტრის ერთ-ერთ ბარში ივახშმეს. ისინი რომელიღაც უცნობმა გულშემატკივარმა დააფიქსირა და საკუთარი ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადაუღო. რამდენიმე დღის შემდეგ უცნობი გოგონა სინდისი ქენჯნამ შეაწუხა და "ტვიტერიდან" ფოტოები წაშალა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

რამდენიმე დღის წინ, როცა კაროლინმა დაბადების დღე იზეიმა, მაკილროიმ მას "ტვიტერის" საშუალებით ასაკი ჰკითხა. ჩოგბურთელმა საპასუხოდ ირონიულად აღნიშნა, რომ ახლა მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლის შეძენა შეუძლია (აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ამ ქვეყანაში ალკოჰოლის მიღება 21 წლიდან არის შესაძლებელი). როგორც ჩანს, ეს ხუმრობა რორისთვის აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას ნიშნავდა.

ამ ფაქტის პიკანტურობას ისიც მატებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მაკილროი დაშორდა თავის მეგობარ გოგონას ჰოლი სუინის, რომელთანაც ოთხწლიანი რომანი ჰქონდა. შესაძლოა, არც ღირდეს ამ ფაქტისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება და უბრალოდ, რორიმ რჩევები მისცა კაროლინს, როგორ უნდა დიდი ტურნირების მოგება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ირლანდიელმა გოლფში აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა