"დინამო თბილისმა" თურქულ შეკრებაზე რიგით მეხუთე ამხანაგური მატჩი ლიეტუვის ჩემპიონთან, ვილნიუსის "ჟალგირისთან" გამართა. შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა და საგოლე მომენტების მიუხედავად, ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი თბილისელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. "ჟალგირისი" მწყობრად იცავდა თავს და კონტრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის დაჭერას. "დინამო" ბევრს უტევდა. საქმე რეალურ საგოლე მომენტამდე არ მისულა, თუმცა თორნიკე კირკიტაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა. სამაგიეროდ, იშვიათი კონტრშეტევის დროს ვილნიუსელებმა პენალტი მოინადირეს, თუმცა ზუსტად მისი გამოყენება ვერ შეძლეს და ტაიმი 0:0 მორჩა. მატჩის მეორე ნახევარი პირველთან შედარებით უფრო ხისტად წარიმართა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ისევ თბილისელთა მხარეს დარჩა. ხისტი სცენარიდან გამომდინარე, ერთ მომენტში ბარნს ოსეიმ მცირე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. "დინამო" ფლანგებიდან უფრო გააქტიურდა, ლუკა პარკაძე, უსმანე კამარა და დათო სხირტლაძე მწვავე შეტევებს ახორციელებდნენ. თბილისელებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა ბოლო წამს საბა ხვადაგიანი თამაშგარეში აღმოჩნდა და გოლიც გაუქმდა. ლიეტუველთა მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა გუნდი. მან იმრანის და დავით კობოურის რთული დარტყმულები მოიგერია. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 5 თებერვალს მაკედონიის ჩემპიონის - "შკუპის" წინააღმდეგ გამართავს.

დინამო 0:0 ჟალგირისი

დინამო: კერესელიძე (კუტალაძე 46), კალანდაძე (ლაცაბიე 70), ნზაბა (ხვადაგიანი 60), ტაბიძე (კობოური 46), მაისურაძე (მალი 46), მექვაბიშვილი (უგრეხელიძე 60), ოსეი (ოსიყმაშვილი 60), მოისწრაფიშვილი (იმრანი 60), გონსალვეში (პარკაძე 46), კირკიტაძე (კამარა 46), მარუშიჩი (სხირტლაძე 46)

ჟალგირისი: გერტმონასი, ბოპესუ, კაჟუკოლოვასი, კაშკენი, პაველიჩი, გორობსოვი, გოლუბიცკასი, იარუსევიჩიუსი, ორეგა, იანსონასი, ოივუსი

fcdinamo.ge

levani
კარგია, კარგი. ჟალგირისი ხომ გრანდად მიიჩნევა ჩვენ კლუბებთან შედარებით?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა