"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი შეიყვანა.

ფრთა ოთარ ლაშხი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯი სერგო აბრამიშვილი კი მარქაფაში არიან. სამივე მორაგბეს სამწვრთნელო შტაბი დიდი ხანია აკვირდება, თუმცა აქამდე მათი საქმეში ხილვის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

მათ გარდა, განაცხადში 8 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. სასტარტო შემადგენლობაშია და მეორე კეპს მოიხვეჭს ცენტრი თორნიკე კახოიძე; მესამე თამაშს ატარებს და პირველადაა ძირითადში მგეზავი ლუკა მატკავა; მეექვსე შეხვედრას ატარებენ ბურჯები ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე;

თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან ბურჯი ვახტანგ აბდალაძე (1 კეპი), მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე (5 კეპი), 9 ნომერი მიხეილ ალანია (7 კეპი) და ცენტრი ლაშა ლომიძე (2 კეპი).

დებიუტანტებს და ახალბედა მორაგბეებს ზურგს გამოცდილი "ბორჯღალოსნები" გაუმაგრებენ. 3 წლის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და ცენტრში იწყებს თამაშს ლაშა მალაღურაძე, რომელიც მე-100 კეპს მოიხვეჭს და მეხუთე ქართველი ცენტურიონი გახდება – დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.

მერაბ შარიქაძის არყოფნაში "ბორჯღალოსნებს" ბექა საღინაძე უკაპიტნებს. ის გახდება 34-ე მორაგბე, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების არსებობის 34 წლის განმავლობაში გუნდს გასძღოლია.

გერმანიასთან თამაშს იწყებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი, მეორე ხაზის წყვილი – ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე; გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა და ცოტა ხნის წინ "სტად ფრანსეში" სადებიუტო ლელო გაიტანა და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია. სასტარტოში არიან 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ფრთა აკა ტაბუცაძე და ფულბეკი მირიან მოდებაძე.

ორი გამოცდილი მორაგბეა მარქაფაში – მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

"ბორჯღალოსნები" 2023 წლის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, "ავჭალაზე" გერმანიასთან გამართავს. მატჩი 13 საათზე დაიწყება.

5 თებერვალი. ავჭალა. 13:00

საქართველო – გერმანია

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 12. ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა).

ნიდერლანდები – საქართველო (11 თებერვალი)

ესპანეთი – საქართველო (18 თებერვალი)

Rugby.ge

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის