სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეცია“ 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 გოლი და 9 საგოლე პასია.

მივყვეთ ქრონოლუგიურად: როგორც მოსალოდნელი იყო ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ, პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დი ლორენცომ დაასწრო, მაგრამ მიზანს ვერ უწია. შემდეგ კვარაცხელიამ ამპადუს ბურთი აართვა, მეტოქემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს ხაზთან მოცელეს, თავად დაარტყა კარში და ბურთი მცველმა გამოიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ისევ შეიჭრა საჯარიმოში, გატანა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა კარს. პირველი ტაიმის დასასრულს „კვარამ“ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, მასთან ბრძოლაში ბურთი საჯარიმოში ხელზე რეცას მოხვდა, პენალტი კი კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა. ნეპოლელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააგრძელეს, ხვიჩამ რამდენიმე მეტოქესთან გარემოცვაში მოახერხა დარტყმა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ცოტა ხანში ოსიმენმა გაიტანა, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მალე „კვარას“ ჩაწოდების მერე ბურთი მცველებმა გამოიტანეს, გამოსვლაზე მეკარეს ოსიმენმა აჯობა და ნეაპოლელები 2:0 დააწინაურა. ცოტა ხანში „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ყველა ელოდა, რომ თავად გაიტანდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი ოსიმენი მონახა და ამ სეზონში მეთექვსმეტე გოლი გაატანინა. მოკლედ, „კვარამ“ თავისი საქმე გააკეთა და სპალეტიმ შეცვალა.

„ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს „კრემონეზეს“ მიიღებს.

სპეცია. „ალბერტო პიკო“

სპეცია - ნაპოლი 0:3

გოლები: 0:1 კვარაცხელია (47, პენ), 0:2 ოსიმენი (68), 0:3 ოსიმენი (73)

გიორგი ს
უადგილო იაზვობის გარეშეც შეგიძლია შენი აზრი დაწერო, ყველას თავის აზრი და აღქმა აქვს, ამ დროს შენი თუნდაც საპირისპირო შეხედულება უნდა დაწერო ნორმალურად
ზაქრო
ფორმულა 1-ში, სტარტის წინ მოტორს რომ ახურებენ, აი ისე ხურდება ხვიჩა პენალტის დარტყმის წინ. ყველაფერს ლამაზად და პროფესიულად აკეთებს.
გიორგი ზურას
კიდე კაი შენი გადმოსახედიდან როა
papai
რუსეთში ბურთაობა და ტოპლიგაში თამაში, სადაც კლასიც და წნეხიც მაღალია უფრო ზღუდავს კვარას თავისუფლებას... თორემ ტექნიკურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად მომატებული აქვს აშკარად
ქართველი
99% გაიტანდა ხვიჩა იმ გოლს მაგრამ ოსიმენი პოზიციიდან გამომდინარე 100% გაიტანდა და პასიც გააკეთა. ესაა პროფესიონალიზმის თავმდაბლობის და გუნდური ის მაგალითი
გივი-ს
თამაშიდან მირჩევნია გაიტანოს მეთქი და თუ არ დაარტყამს როგორ იქნება გოლი? ) მე უბრალოდ არ მინდა რომ პენალტის გაფუჭების შემთხვევაში ვიღაცეებს არ გაუხარდეთ და არ ასტეხონ ყიყინი
ზოჰანას
ზოჰან მე კიდე რაღაც შენი ნიკი მხვდება ცუდათ თვალში.. ზ ასოს მაგივრად ფ რომ ჩაისვა , დაგხატავს ! )))))
დავითი
შენ რა გგონია,მის იმიჯთან დაკავშირებით, ხვიჩას ყველაზე ნაკლებად ადარდებს.
gerchi
წვერი გაიპარსე ხვიჩა , მე მგონია უკეთესი იქნება . ისე , მაგარი ბიჭი ხარ , წარმატებები !
გიო
კი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კიდე შეუძლია მასე თამაში და უფრო მეტად კიდეც მაგრამ სპალეტის დავალებებს ასრულებს და დამჯერი ბიჭის როლშია რა გინდა ამართლებს კიდეც ბევრად შედეგიანია გუნდურია და სკუდეტოსთვის ბრძოლობენ არაპატიებენ ბურთი რო ათრიოს ეგრევე დასვავენ სკამზე რავი ეს ჩემი აზრია აი შემდეგ სეზონებში რას იზამს ჩვენი ბიჭი საინტერესოა მე მგონია აიშვებს)) და ძალიან მაგრად
S.m
ეგეთი ზურა შენ როგორიც კვარა ნაკრებში ნახავ ხოლმე ან გაისად ოსიმენი თუ გაყიდეს:)
ზურა
არ ჩამქოლოთ მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ადრე უფრო ტექნიკურად თამაშობდა, მეტი წარმატებული დრიბლინგი ქონდა უფრო სანახაობრივი და კრეატიული იყო თითქოს, რავიცი ჩემი გადმოსახედიდან ასეა, რას ფიქრობთ თქვენ.
გივი
როცა შეგიძლია კლასის ხარჯზე მოიგო, არაა საჭირო მთელი ენერგია ჩადო ყველა თამაშში. წინ საჩემპიონო მარათონია, იქით ჩემპიონთა ლიგა. რატომ უნდა დახარჯო ზედმეტად ძალები, რომლებიც ამოუწურავი არაა.
გივი
მაგ ლოგკით, კარშიც არ უნდა დაარტყას, ვაი-თუ ააცილოს :))
ეეე
მერე რა სადღაც ალბათ გააფუჭებს კიდეც, თუმცა ამით არაფერი დაშავდება, მესისაც გაუფუჭებია პენალტი და თან არაერთხელ, ისევე როგორც სხვას ყველას. პენალტი არ გაუფუჭებია მარტო იმას ვისაც არასოდეს დაურტყამს.
L.J .
Netav ar gavapuchoo tavidande wamgebiani situaciaa da xvichas magari psiqika aqvs nu geshinia magis,bogmianebi iyvnen da iqnebian eg araperi piriqqit gadzlierdeba
L.J .
Magari tamashi hqondaa,ukve pormashia,driblindi,pasi ,dscvasac exmareboda penalic augebeli daartya,magram mtavari pasi iyo osimenze romelshic chans misi yvelaperi is ratomac gviyvars es bichi dzalian !!!
L.J .
Metad dzlieri psikika aqvs vidre shen ggonia da tu gaapuchebs rodesme atjer gaitans manamde ;)))magis rom eshinodes ar gavapuchoo ikneboda axla rubinshi isev,kvara gamarjrebulia mentalitetit
დავით 67
სულაც არ მინდა რომ ხვიჩამ არტყას პენალტები, ერთხელაც შეიძლება გააფუჭოს და მერე ნახეთ რა ამბავს ასტეხენ შურბოღმიანები. ისევ თამაშიდან მინდა გაიტანოს და ოქროს პასები დაარიგოს, როგორც დღეს
აჩი
ხო ნამდვილად ნაპოლის თამაშს უყურე?
L.J .
Chempionebi igeben aset tamashebs,sheni azrit vitom rom araperi gauketebiat da es didi pliusi aqvs napolis,meore golshi mekaris shecdoma ver dainaxe tu shenac mzem shegishala xeli :)))

ხვიცას საოცად დრიბლინგებზე, უმაგრეს მომენტებზე და ლამაზ თამაშზე წერს მთელი იტალიური პრესა და ეს მარტო ანგარიშის მნახველები ან ფეხბურთის არ მცოდნეები საიდან გამოხვედით :დ პენალი საერთოდ რომ არ გაეტანა, ისე ითამაშა ,მაინც საუკეთესო გახდებოდა. ისევ უკან შესვლა გიწევთ ჰეითერებს :დ
ისე მაინც
ძალიან კარგი იყო დღეს ჩვენი კვარა - გოლი და ასისტი - წარმატება დარჩენილ თამაშებში და სკუდეტოს მოგება (რაც ფაქტობრივად განაღედბულივით აქვთ უკვე). თან დღეს თუ ინტერმა ქულები დაკარგა, ხომ საერთოდ - სულ რამდენიმე ტურის შემდეგ უკვე მისალოცად ექნებათ საქმე... ❤❤❤
Soso
ლაშა პოლიტანომ იმ საქციელის გამო ადგილი დაკარგა ძირითადში ხვიჩას რომ არ დაარტყმევინა ერთერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა დასაჯა სპალეტიმო დღეს შემოვიდა იმ მატჩის მერე პირველად , მაგიტომ არც გაუხედია ბურთისკენ
Soso
ლაშა პოლიტანომ იმ საქციელის გამო ადგილი დაკარგა ძირითადში ხვიჩას რომ არ დაარტყმევინა ერთერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა დასაჯა სპალეტიმო დღეს შემოვიდა იმ მატჩის მერე პირველად , მაგიტომ არც გაუხედია ბურთისკენ
ასეა ეს
ნაპოლიმ მოსაწყენათ თან ცუდათ ითამაშა უბრალოთ ორი საჩუქარი გაუკეთეს მცველებმა.ერთი უაზრო შემთხვევითი პენალტი და მეორე უწყინარ სიტუაციაში ხვიჩა პირისპირ დატოვეს მეკარესთან სადაც არ გარისკა და ჭკვიანურად დაუგორა ოსიმენს.გამარჯვებულებს არ ასამართლებენო მაგრამ ოსიმენის სასწაული თავურის გარდა სხვა არაფერი გაუკეთებიათ არავის. .
გიო
ხვიჩას პასი, ას გოლს ჯობდა
ზოჰანს გულშემატკივარი
თქვენ მართლაც რომ არ უნდა გამოგეხმაუროთ ადამიანი,მაგრამ მაინც: თუ ხვიჩას ნამდვილი გულშემატკივარი ხართ,მაშინ უნდა იცოდეთ რომ ბებია გარდაეცვალა და ორმოცამდე მოშვებული წვერით ითამაშებს!!! სხვა შემთხვევშიც ნამდვილად არ არის თქვენი საქმე რა სტილიც ექნება,ნუ ალბათ სხვა ვერაფერი მინუსი მოუძებნეთ და…. :))))
giorgi 3
ბურთის როგორი რბილი მიღება აქვს, ბრწყინვალე ტექნიკა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ წინა თამაშში რომასთან იმ ბურთის ვერ დამუშავება (ერთი ამბავი რომ ატყდა) შემთხვევითობა იყო
spaleti
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისტვის
ზოჰანი
წვერი და თმა რაღაც ცუდად მხვდება თვალში.სტილი შეიცვალე მოგიხდება. მისი საქმეა და რასაც უნდა იმას იზამს ეს ხალხი ნუ გამომეხმაურებით
მხოლოდ ერთი ნაკლი
მესამე გოლი სად ოსიმენის ერთადერთი მომენტი უბრალოდ მაინც უსიამოვნოდ მომხვდა თვალში… ხვიჩას შეეძლო გატანა ხომ გასაგებია, მაგრამ მაინც პასი მოითხოვა მისგან ვიქტორმა…
ლევანი
დიდება შენ! დიდო ქართველო! ბრწყინავს, ბრწყინავს ქართული ნიჭი. დიდება საქართველოს!!!
ქართველი
ხოდა, ესაა ლაშა სწორი მიდგომა საქმისადმი. როცა გუნდი ერთადაა შეკრული, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანს. კვარაც და სხვებიც ასევე იქცევიან. რამდენჯერ დაინიშნა პენალტი კვარას წაქცევისთვის და სხვამ დაარტყა. ამ მხრივადაც კარგად აქვს სპალეტის საქმე დაყენებული. დიდი საქმეა, რომ კვარა პირველივე სეზონზე იტალიის ჩემპიონი ხდება. ღმერთმა ხელი მოუმართოს! კვარა-ოსის დუეტი ერთერთი უძლიერესია ამ სეზონზე და ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში ისინი სხვა გუნდებში აღმოჩნდებიან.
გულშემატკივარი
კაშკაშებს და ბრწყინავს ჩვენი საამაყო ვარსკვლავი!!! :))) წინსვლა და წარმატებები!!! უფალი ფარავდეს მუდამ!!!
ბესო შიოშვილი
ამიტომაც ბრავო სპალეტის!!!
მეგრელი
ხვიჩას თუ თამაში წაუვიდა, თუ გინდა ნესტა და მალდინი დაუყენე პერსონალურად.
მეგრელი
ვინ ჯანდაბაა ეს ფედელა?
Charley
ხვიჩა დიდი ხაარ, დღევანდელი პერფორმანსით ხვიჩამ პირდაპირ სპეციადან "მოიკითხა" ფედელე და მისნაირი ჰეითერები. ბიჭმა დაადასტურა მისი კოსმიურობა, ასეთ "ბეტონ" გუნდებთან ნაპოლის არაფერი გამოდიოდა და მან თავისი დიდოსტატური დრიბლინგებით დაიწყო სპეციას "ბოქლომზე" გასაღების მოძებნა და მოარგო კიდეც. ის პასი ოსიმენზე კიდევ უფლო ამაღლებს მის საფეხბურთო სიდიადეს. რანაირი კაცია ეს ვიქტორა, ფინტების კაცი არაა, მაგრამ საგოლე ალღო, ჯანი, მოედნის ხედვა ყველაფერი ადგილზე აქვს, არ ვიცი ვის შეიძლება შედარდეს, დროგბას ადარებენ, თუმცა შეუძლია უფრო მაგარი დადგეს. მინდა რომ კიდევ დიდხანს ატეროროს ამ დუომ აპენინის მწვანე მინდვრებზე მოწინააღმდეგეთა დაცვა მაგრამ თანამედროვე ასტრონომიული კაპიტალით "ახევაზე" დაგეშილი ბობოლები ამის სიამოვნებას სამწუხაროდ არ მოგვცემენ. მაგრამ საფეხბურთო ისტორიის ფურცლებიდან ვერაფერი ამოშლის ამ გამანადგურებელ ტანდემს რომელსაც კვარა-ოსი ქვია. სკუდეტო უკვე ნეაპოლშია უბრალოდ დარჩენილ ტურებში თავისი მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებისთვის გამოვა ნაპოლი მოედანზე. წინ ლიგაა და იქ უნდა აბობოქრდეს ვეზუვის ძირელები.
რატი
და აქაურ ფედელასტებს. :))))) წარმატებები, ხვიჩას! ეს ერთი და სხვა მრავალი!
ლაშა
კვარას პენალტის გატანა პირველად პოლიტანომ მიულოცა!...
გია
სად არის ის კლოუნი ფედელა?
Givi
Kvara SUPER!!! Napoli ki uewveli chempionia!!!
დათო
როგორ გვახარებ ოქრო!!! მადლობა შენ!!!
გოგი
მოკითხვა ფედელას.DDDDDDDDDDDDDDDDდ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვერნაძის "ფროზინონემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა
"სპეციამ" გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ივა გელაშვილი "იბერია 1999"-ში ითამაშებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კვერნაძის გოლი+საგოლე პასი - მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა