იტალიის ჩემპიონატში კომფორტული სატურნირო სიტუაციის მიუხედავად, "ნაპოლი" მოდუნებას არ აპირებს და ტროფეის კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. აქაურმა ემოციურმა გულშემატკივრებმა წარსული მწარე გაკვეთილის გამო თავშეკავება მაქსიმალურად გამოიჩინეს, თუმცა უკვე საჩემპიონო ტექსტების ამღერება დაიწყეს...

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს. ნიგერიელმა მე-16 გოლი გაიტანა, რითაც საუკეთესო ბომბარდირობისკენ კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიწია. ქართველი გარემარბის მიერ შესრულებული საგოლე პასის სრულად აღქმა კი სიტყვებით რთულია, ის მხოლოდ ექსტრაკლასის შემტევსა (მათგან ეს საქციელი უფრო დასაფასებელია) და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მოთამაშეს შეუძლია. ხვიჩას 17 მატჩში აქტივში 8 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. ჩემპიონთა ლიგასაც თუ ჩავთვლით - 22 მატჩი, 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. რაც შეეხება KO-ს, ანუ კვარაცხელიასა და ოსიმენის საერთო მონაგარს, მათ მონაწილეობა 27 გოლსა და 18 საგოლე მოქმედებაში მიიღეს!..

"კვარას" ნეაპოლურ კარიერის საწყის ეტაპზე არაერთხელ დაგვიწერია, რომ ხვიჩა სტანდარტულ მდგომარეობებში კარგად მონაწილეობს და მისი ამ კომპონენტში გამოყენება გუნდისათვის სასარგებლო იქნებოდა. შეგახსენებთ, ერთ დროს ქართველ ფეხბურთელს ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ვხედავდით. დროთა განმავლობაში ჯარიმებსა და კუთხურებზე მეტად და შედეგიანად ჩართული კვარაცხელია ვნახეთ. ცალკე საუბარები თერთმეტმეტრიანებზე მიდიოდა. ნიშნულიდან "ნაპოლის" მოთამაშეები საკმაოდ სცოდავდნენ, შორიდან კი ისე ჩანდა, რომ "კვარადონა" საკუთარ მოპოვებულ პენალტებზე და არა მხოლოდ, დარტყმის უფლებას "სათანადოდ" არ ითხოვდა. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირდაპირ თქვა, რომ თერთმეტმეტრიანი კვარაცხელიას უნდა შეესრულებინა, თუმცა ბურთთან პოლიტანო მივიდა და ვერ გამოიყენა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენებურს ოსიმენმა თითქოს ბურთი დაუთმო, არადა, სპალეტის გადაწყვეტილებით, მასთან ისედაც 77-ე ნომერი უნდა მისულიყო. ხვიჩა თავის შანსს მოთმინებით დაელოდა, თანაგუნდელებთან თუ მწვრთნელთან "საქმის გარჩევა" არ უცდია, 11 მეტრიდან დარტყმის შესაძლებლობა მიიღო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქმე უკვე გადაიბარა. ვიმედოვნებთ, მის რეალიზებას მომავალშიც ასეთივე წარმატებით შეძლებს.

რა თქმა უნდა, "კვარადონას" თამაში, მისი დრიბლინგისა თუ არაორდინარული მოქმედების უნარი სტატისტიკურ მონაცემებზე მაღლა დგას, თუმცა ყოველგვარი მოწიწების გარეშე, დიდია შანსი, კვარაცხელია სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ და ამისთვის მნიშვნელობა ყველაფერს ექნება. აპოკალიფსური სცენარი რომ გამოვრიცხოთ, "ნაპოლი" ნანატრ სკუდეტოს უნდა ეზიაროს, ამ შემთხვევაში კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესოს წოდება ან ვიქტორ ოსიმენმა უნდა მიიღოს, ანაც ხვიჩა კვარაცხელიამ. ნიგერიელი ძალიან მაგარი ფორვარდია. ის აქაურებს მალე გონსალო იგუაინსაც დაავიწყებს და ედინსონ კავანისაც. "ცხრიანი" ბომბარდირი დამაჯერებელი უნდა გახდეს, თუმცა ჩვენ მაინც სუბიექტური ვართ და მთავარი ჯილდო ჩვენებურისთვის გვსურს. ამაზე საუბარი ადრეა და ჯერ კიდევ დაუჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ ასეა - "კვარას" ევროპის ტოპ-ლიგის სეზონის ფეხბურთელობისა და შესაბამისად, "ოქროს ბურთის" ყველაზე ცოტა, ათეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდი მაქსიმალურად შორს გავა, მაშინ კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა იქნება. შედარებისთვის, გასულ სეზონში ლიონელ მესის 14 შედეგიანი პასი ჰქონდა, ახლა მისი ეს მაჩვენებელი ათს შეადგენს. "ბარსელონაში" საუკეთესო პერიოდში არგენტინელის "ასისტები" 21-იც ყოფილა. ეს ძალიან ღირებული და ზოგჯერ გოლზე დიდი მნიშვნელობის კომპონენტიცაა.

"ნაპოლის" დატვირთული გრაფიკი გრძელდება, მალე ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ "აინტრახტთან" ორრაუნდიანი დაპირისპირებებიც ელით. უკანასკნელ მატჩში ბოლო დროს დაცვის ხაზში არსებული პრობლემები მინიმუმამდე იყო დასული და დაველოდოთ, უფრო ძლიერ მეტოქესთან რას ვნახავთ. მნიშვნელოვანია, გუნდისთვის ერთ-ერთმა საყრდენმა წერტილმა, სლოვაკმა სტანისლავ ლობოტკამ, თამაში ასეთივე წარმატებით გააგრძელოს და სპალეტის გუნდი მინდვრის ცენტრში არავის არაფერს დაუთმობს, მთავარი შემოქმედებითი ამბები კი ხვიჩა-ვიქტორის დუეტს წარმატებით აბარია!..

გია
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას.არ გვინდა ხვიჩას განსაკუთრებული გამოყოფა. თვითონ ხვიჩა ძალიან თავმდაბალი და სასიამოვნო პიროვნებაა. ყველაფერი თავის სიტყვას იტყვის და შედეგს დადებს. მით უმეტეს არ გვინდა წნეხი 21 წლის ჭაბუკზე. წარმატებას ვუსურვებ, როგორც მთელი საქართველო. ვისურვებდი, რომ პარტნიორებმა ცოტა მეტი იფქრონ მასზე (როგორც ამას ოსიმენი აკეთებს), თუმცა ბურთს თუ ძალიან ხშირადაც არ მიაწოდებენ არც ეგ არის პრობლემა.დატვირთვები, რომლებიც ძალიან დიდია თანამედროვე ფეხბურთში უფრო რბილად და თანაბრად განაწილდება. შედეგიანი მოქმედებები, ხომ საკმარისად დიდია მით უმეტეს დებიუტისათვის.
ქ. გ.
პოლონელი გულშემატკივრები: "ნაპოლის ჟელინსკი მიათრევს". ნიგერიელი გულშემატკივრები: "ნაპოლის ოსიმენი მიათრევს". წინა სეზონში სად იყავით? რატომ არ მოიგეთ სკუდეტო? ძალიან მინდა, რომ ManchesterUnited-მა ოსიმენი მალე იყიდოს. იქ ოსიმენი დაიკარგება. ნაპოლი კი უფრო კარგად ათამაშდება. მერე გამოჩნდება, ვინ მიათრევს ნაპოლის.
Diego
და რატო უნდა გაყიდონ? ერთი 2-3 წელი მაინც უნდა დარჩეს ნაპოლიში სანამ ნაპოლი მაგარი იქნება. ოსიმენის ყიდვა მხოლოდ ნაპოლის დასასუსტებლად უნდათ "დაინტერესებულ მხარეებს". ეგ იქნება მისი ტრანსფერის ნამდვილი არსი. ტყუილად გააფუჭებენ არც გამოიყენებენ იმიტომ რომ ეს "ინტერესი" მოდის ხელმძღვანელობებისგან კლუბების მმართველებისგან და არა რეალურად მწვრთნელებისგან.ეს არის პოლიტიკური "ინტერესი." იმის მიუხედავად რომ მაგარი ფეხბურთელია, აქამდე სად იყვნენ
Spaletti
მთავარია ჩემპიონი გახდეს. ჩემპიონი თუ გახდება აღარ ჭირდება არანაირი სხვა ტიტულები და სტატისტიკები იმიტომ რომ ჩემპიონია და მორჩა. არც ბომბარდირობა არც საუკეთესოობა არც ისა არც ესა, მთელმა გუნდმა ჩემპიონობაზე უნდა იფიქროს და არა ინდივიდუალურ ტიტულებზე. თუ მაინც მოიგებ ოქროს ბუცს ან რაღაცას ეგ უნდა იყოს საჩუქარი ზემოდან და არა პირადი მიზნის მიღწევა ძალისხმევით.
ძველ გულშემატკივარს
კაცურად ჭიჭვეიშვილმა რა დაგიშავა?
სოსო
ამ ბოლო ხანებში,ამ საიტზე,კარგ ანალიზურ სტატიას რომ წავიკითხავ,სანამ ბოლოში გავალ,უკვე ვიცი,რომ ეს თარგმანი კი არა,ღვთისავარ ანთაძის დაწერილი იქნება და მადლობას ვუხდი,ასე სწრაფი დაოსტატებისათვის.რაც შეეხება საუკეთესოს ტიტულს,ეს დუეტი,ერთობლიობაშია ფანტასტიკური და ვფიქრობ,დიდი მნიშვნელობა არც აქვს,ვის დაასახელებენ,საუკეთესოდ.სწორედ იმიტომ არიან ასე ძლიერები,რომ საერთო საქმისათვის,პირად ინტერესს უკან იტოვებენ და სწორედ ამითი ფასობენ,ორივენი.სეზონის ბოლომდე, ჯერ კიდევ უამრავი მატჩია და ვნახოთ,რა როგორ წარიმართება.თანდათან,ყველაფერი უფრო მკვეთრად გამოჩნდება.ერთი ეგაა,რომ მომდევნო სეზონისათვის,გუნდის რიგ ფეხბურთელებისათვის ისეთ შეთავაზებებს მიიღებენ,რომ მათ შენარჩუნებას ვერ შესძლებენ და შესაბამისად,ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად,მხოლოდ ეს ერთი ცდა აქვთ.ასეთ ბატალიებში გამოუცდელ ფეხბურთელებს,რამდენად ეყოფათ ძალა,ბოლომდე გასასვლელად,ესაა საკითხავი.იმედია, სპალეტი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს იპოვის.მადრიდის რეალს რომ ვუყურებ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს ჩემპიონთა ლიგისათვის დაიწყო ძალების მოკრება.
მამუკა
ნაპოლი გახდება ჩემპიონი, კვარა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე, ოსიმენი საუკეთესო ბომბარდირი. მთავარია ეხლა აინტრახტის ბარიერი გადალახონ, მერე კიდევ ვნახოთ ვის შეხვდებიან
ჟორა გაბრიჭიძე
კარგია, რომ ხვიჩამ პენალტების დარტყმა დაიწყო და ორივეჯერ ცხრიანში გაუშვა, ოღონდ უფრო მეტი სიმაღლე უნდა მისცეს ბურთს. გუნდი თასზე თამაშობს, ამიტომ 6-7 პენალტისტი უნდა ყავდეთ, ანუ ყველა ვარჯიშზე 8-10 პენალტი ყველამ უნდა შეასრულოს და უნდა დასპეცდონ მეკარის მოძრაობის გამოცნობაში კი არა, არამედ ბურთის ცხრიანში დარტყმაში. როგორც არ უნდა გამოიცნოს მეკარემ ბურთის მიმართულება, ამსიგრძე ნახტომის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასევე ძველი
ვისაც გინდათ, იმას შევადაროთ, მაგრამ ეს სხვისი, თუნდაც მარადონასგან კოპირებული თიკუნი მაინც სასაცილოდ უფრო ჟღერს პირადად ჩემთვის და უკეთეს შემთხვევაში ლეგენდარული ფეხბურთელის ასლად აღიქმება.
თემო
ნამდვილად მაგარ ფორმაში არიან და მიქაუტაძე დაგავიწყდათ კიდევ
ზურა
მაინც მგონია რომ დაცვაში მოძლიერება გვჭირდება და კანკავას შემცვლელი გვაკლია. კვარა და ფორმაში ჩამდგარი ჩაკვე- ეს უკვე საშინელება იქნება ყველა მოწინააღმდეგისთვის!!!
ალექსა
ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში (ამის უდიდესი ალბათობაა), საუკეთესო ან კვარა გახდება, ან ოსიმენი. ამ ეტაპზე კვარას ეკუთვნის, იმედია ბოლომდე ასე იქნება. გააჩნია ვინ როგორ გააგრძელებს და დაამთავდებს ჩემპიონატს.
ძველ გულშემატკივარს
მარადონას უნდა შევადაროთ აბა ჭიჭვეიშვილს ხოარ შევადარებთ??ბიჭი საქართველოში ნასწავლი ფეხბურთით მსოფლიოს ანცვიფრებს და უცხოპლანეტელობა მეტი რას ქვია?? 21-წლისაა ჯერ ცოტაც მოითმინეთ და ნახავთ რამხელა სიკაშკაშის ვარსკვლავთან გვაქვს საქმე
თენგო
კიტეიშვილი შევა ბოლომდე ფორმაში ზივზივაძეს კაი პრაქტიკა ექნება უკვე დავითაშვილი დათვივით აწვება მაგრად რაც მაგარი სასიხარულოა, ჩაკვე ძლიერ ფორმაშია უკვე დაცვა საიმედო გვყავს მეკარე ხომ უებარი კვარა პლიუს ერთი გუნდია ვინ მოგვერევა? რომელ ნაკრებს არ ეშინია ჩვენი?
ქ. გ.
ნაპოლი ოსიმენს რომ გაყიდის, მერე ხვიჩა 100% საგოლე შანსებს თვითონ დაამთავრებს და სხვებს არ მიუგორებს ბურთს. გუშინწინ დავწერე აქ, რომ საგოლე პასების მიწოდების დავალება აქვს მიღებული ხვიჩას მწვრთნელისგან. და ასეც მოხდა.
ძველი გულშემატკივარი
ხვიჩა არის ძალიან ძალიან კარგი, ორი აზრი არააა ფეხბურთისთვის 30 წელი არ მიყურებია(ცოტა ზიდანს ვუყურებდი) და მაგისი წყალობით ფეხბურთის ყურება ისევ დავიწყე... მაგრამ ხალხნო უხერხულია მარადონას ნუ ადარებთ---მარადონა უცხოპლანეტელი იყო მარადონამდე ჰააა ჰააა მესიც ვერ მივა და 21 წლის ბიჭი?
Mdaa
ყველაფერი ეს კარგია მაგრამ სხვა ფეხბურთელებზე დაწერეთ რამე ერთი კაცით შორს ვერ წავალთ
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა