იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "სპეციასთან" 3:0 გამარჯვებისა და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ჩინებული თამაშის შემდეგ გამომცემლობა ilmattino ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"ამჯერად არა, არ უყოყმანია, ბურთი აიღო და პირდაპირ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივიდა, რადგან ლუჩანო სპალეტის უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვინ შეასრულებს პენალტებს... რეკას ხელით თამაშის შემდეგ ქართველი ნიშნულთან მივიდა და დრაგოვსკის კარიც აიღო, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ ვინ უნდა შეასრულოს თერთმეტმეტრიანები. მოგეხსენებათ, აქამდე ამ მოვალეობას ჟელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, ელმასი და პოლიტანო ითავსებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა "ჯენოასთან" ვერ გაიტანა და იერარქიაში ხვიჩა დაწინაურდა. კვარაცხელიამაც გაიტანა და დიდი მოთამაშეების გვერდით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

ევროპის წამყვან ჩემპიონატებში აწ უკვე ხუთიოდე ფეხბურთელია, რომლებმაც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს (ლიონელ მესი, ნეიმარი, კოლო მუანი და სერჟ გნაბრი), ჩამონათვალში ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდაა, თანაც ნეაპოლურ გუნდს 10 მილიონ ევროდ შეუერთდა და იმ წამიდან ქალაქში კვარამანია დაიწყო (კვარადონადან-კვარავაჯომდე). მიზეზი? ეს მარტივია, ქართველი მოედანზე მხატვრულად თამაშობდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ხვიჩამ 2022 წლის მიწურულს ზურგის ტრავმის გამო 4 შეხვედრა გამოტოვა, ამ წელს კი სალერნოში გაციების გამო ვერ ითამაშა, თუმცა "პარტენოპეიმ" მის გარეშეც მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება, მაგრამ როცა ხვიჩა მოედანზეა, გუნდი სხვა სიჩქარეზე თამაშობს. ეს ყველაფერი ქართველის თამაშის ხედვის, ფეხის სიჩქარისა და მოწინააღმდეგის ბანაკში პანიკის დათესვის უნარის წყალობით ხდება. დღეს უკვე ჩემპიონატის დაწყებიდან ნახევარზე მეტი გავიდა და უიღბლო მცველებმა ქართველის გასაჩერებლად გზა ჯერ კიდევ ვერ გამონახეს. ხვიჩა უტევს მარჯვენა და მარცხენა ფეხით, სირბილში თუ ადგილიდან... თუ კვარაცხელია მოედანზეა, მეტოქე გუნდის მცველები შავ დღეში არიან.

და კიდევ ერთი: "ნაპოლის" ასეთი ძლიერი შეტევის მნიშვნელოვან ფაქტორად ხვიჩასა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთგაგება გვევლინება. "პარტენოპეის" ორივე შემტევი მოედანზე ერთმანეთს სისტემატურად ეძებს და როდესაც პოულობენ, მეტოქე ფეხბურთელები განეიტრალებული არიან. "სპეციას" კარში გატანილი მესამე გოლი ამ ურთიერთგაგების ჩინებული გამოხატულებაა. დრაგოვსკის კარში გატანილი გოლის შემდეგ (ხვიჩას პენალტს ვგულისხმობ), "კვარამ" ვიქტორს ცარიელ კარში გაატანინა, ალბათ ყველამ იცით, რომ ოსიმენი სერია A-ს ბომბარდირობაზე ოცნებობს და ისეთი ტემპით მიდის და ისეთი თანაგუნდელები ჰყავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სპალეტის მდგომარეობა მხოლოდ სასიამოვნოა, ამ ორ ფეხბურთელს მოედნის კიდიდან უყურებს და ტაშს უკრავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსიმენმა ხვიჩას გადაცემით სერია A-ში უკვე მე-6 გოლი გაიტანა - "ბოლონია" და "სასუოლოსთან" ორჯერ, "იუვენტუსი", "რომა" და "სპეცია" (ჯამში 16 გოლი აქვს), ქართველმა ვუნდერკინდმა მეტოქეს კარში ბურთი 8-ჯერ შეაგორა. ჯამში "ნაპოლის" გოლების 47% ამ ორმა კაცმა შეაგდო, დანარჩენი თქვენთვის მომინდია..." - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით ჩვენც ჩვენს აზრს ხვიჩას მიერ ოსიმენზე გაკეთებულ ასისტზე - დამწყებმა ფეხბურთელებმა ეს ვიდეო არაერთხელ უნდა ნახონ, რათა გაიაზრონ, რამდენად დიდია ფეხბურთელი, როდესაც არა პირად, არამედ გუნდურ წარმატებაზე ფიქრობს. სპალეტიმ სწორად აღნიშნა, შემდეგ შეხვედრაში ხვიჩას ვიქტორი გაატანინებს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროპული ფეხბურთის გიგანტები შესაძლოა დამანგრეველი დუეტის ერთად ყიდვით დაინტერესდნენ, რაც გამორიცხული სულაც არაა. "კვარამანია" გრძელდება...

გულშემატკივარი
!!- ს გეთანხმებით,მაგრამ შეგახსენებთ რომ თასიდან გამოვარდნის დროს,მაგ შეხვედრაში ჩვენი ბიჭი არ თამაშობდა:))) ვფიქრობ რომ ეთამაშა შეიცვლებოდა მატჩის ბედი:))) წარმატებები ჩვენს ვარსკვალვს!!! მრავალი ბედნიერი და მოკაშკაშე წლები!!!

კრემონეზემ თასიდან გამოაგდოთ და მიუხედავად ცხრილში ადგილისა, საკმაოდ ძლიერი გუნდია, ასევე უხეშიც.
შიშველი სიმართლე
რაო, გაიბრწყინოსოოო? მერედა ვისთან, კრემონეზესთან?! გაბრწყინება ცოტაა, მინიმუმ დუბლს (იქნებ ჰეთ-თრიქსაც) ველოდები, გოლი + პასის პრინციპით. მიდი ხვიჩა, შენს თავსაც და ჩვენც გაგვიკეთე საჩუქარი შენს დაბადების დღეს 12-ში
სანაია
როგორ შევცდი, რომ უდიდესმა სპეციალისტმა, ქართველთმოძულემ, ვერ განვსაზღვრე კვარაცხელიას შესაძლებლობები.
გულშემატკივარი
ასეც იქნება!!!:))) თან “სახლში” აქვთ თამაში

როგორ მინდა დაბადების დღეზე გაიბრწყინოს და მოიგონ❤️
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა