ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ავსტრიელები ქართველებს იაპონიაშიც ამოწმებენ

ავსტრიელები ქართველებს იაპონიაშიც ამოწმებენ

იაპონურ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გარჯით გუნდის ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი კმაყოფილია
უნგრელი ძიუდოისტი ატილა უნგვარი (73) დოპინგზე ჩავარდა. სპორტსმენს ანალიზი თებერვალში მშობლიურ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე გამარჯვების შემდეგ აუღეს, გამოკვლევამ კი სისხლში სტანოზოლოლის კვალი აღმოუჩინა.

როგორც უკრაინული წყაროებით ირკვევა, უნგვარისთვის ეს მეორე შემთხვევა ყოფილა - პირველად იმავე პრეპარატის კვალი იანვარში ბაქოში გამართულ მასტერსზეც გამოვლენილა, მაგრამ გაურკვეველია, ამის შემდეგ ბუდაპეშტში გამოსვლის ნება რატომ მისცეს!

ერთი სიტყვით, დოპინგი საბოლოოდ დადასტურდა და უნგვარიც ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. უნგრეთის ძიუდოს ისტორიაში ის ამ დარღვევისთვის დასჯილი პირველი ძიუდოისტია. თუმცა ძიუდოს სამყარო უფრო მის უფროს ძმას - მიკლოშ უნგვარის (66) იცნობს, რომელიც ევროპის სამგზის ჩემპიონია და მსოფლიოს ასევე სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი. თავად ატილა ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორია. მართალია, სამწუხაროდ, ამ წონაში არ გვყავს იმ რანგის ფალავნები, უნგვარს კონკურენცია გაუწიონ, მაგრამ თავად ფაქტი მაინც საინტერესოა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის კვლავაც იაპონიაშია და იქაურ უნივერსიტეტებში აგრძელებს წვრთნას. ავსტრიიდან იქვე ჩავიდა ექიმთა ჯგუფი, რომელიც იმაზე უფერო მასშტაბურ გამოკვლევებს უტარებს სპორტსმენებს, ვიდრე თბილისში ჩაატარეს. ამჯერად თითეულ ათლეტს აკვირდებიან ყოველი შეხვედრის მერე, დილით - საუზმემდე უტარებენ რამდენიმე სახის ტესტს და ცდილობენ მათი სისხლის საერთო ანალიზის დადგენას. სწორედ ამის საფუძველზე გაირკვევა მათი ყოველდღიური სავარჯიშო გრაფიკი მსოფლიომდე, ვინ როგორი დატვირთვით მოემზადება. ეს ტესტები კიდევ ორი დღე გაგრძელდება, სულ ხუთდღიანი გამოვა, 24 ივლისს კი გუნდი თბილისში დაბრუნდება.

თავად იაპონური შეკრება სრული დატვირთვით მიდის, გაძლიერებული ვარჯიშებით. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი შეხვედრის გამართვა უწევთ ადგილობრივ ფალავნებთან. იქვე რამდენიმე დღით იაპონიის ნაკრებიც ვარჯიშობდა, ოღონდ არა ძირითადი. თუმცა, ადგილობრივ ფალავნებთან პაექრობა ჩვენებისთვის მაინც დიდი სკოლაა. ალექსიძის თქმით, ჩვენი ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი კმაყოფილია შეგირდების გარჯით. ბუნებრივია, ყველა ერთნაირ ფორმაში ვერ იქნება - ზოგი ახლა ჩაერთო ნაკრებში და შესაბამისად, ზაიზენბახერის ვარჯიშებსაც ახლა ეჩვევა, ზოგმა კი დიდი ხნის წინ აუღო ალღო, მაგრამ ყველა ერთნაირი მონდომებით ვარჯიშობს და მწვრთნელიც ამითაა კმაყოფილი.

ამავე შეკრების დღეებში უნივერსიტეტში სემინარები ოლიმპიურ ჩემპიონებს - ჰიტოში საიტოსა და კოსეი ინუეს ჩაუტარებიათ, რომელშიც ჩვენი ფალავნებიც მონაწილეობდნენ. აგვისტოს დასაწყისში ჩვენები რომში გაემგზავრებიან ასევე ერთობლივ შეკრებაზე, სადაც 12 აგვისტომდე დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა