მიუხედავად იმისა, რომ „კორინთიანსში“ გადასვლა გამოირიცხა, 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნებას მაინც არ აპირებს
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადასვლა გამოირიცხა, 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნებას მაინც არ აპირებს. ის ახალი კლუბის ძიებაშია. ისტლენდელები ტევესის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ანუ 56,7 მილიონ ევროს ითხოვენ, ასეთი თანხის გადახდაზე კი, რამდენადაც ცნობილია, „რეალმა“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ უკვე თქვეს უარი.

ტევესის აგენტმა, ბრაზილიელმა აგენტმა კია ჯურაბჩიანმა თქვა: „კარლოსი ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია და ის თავის კლუბს პატივს სცემს, თუმცა სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ექვსი კვირაა. ჩემი კლიენტი ბუნებით მშვიდი ადამიანია. ის ახლა დასასვენებლად წავა და დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები“.

მოგეხსენებათ, ტევესმა ახლახან „კოპა ამერიკაში“ მიიღო მონაწილეობა, რის გამოც შვებულების გრაფიკი გადანაცვლებული აქვს. ევროპულ კლუბებში არდადეგები კარგა ხნის დასრულებულია და გუნდები სეზონისწინა შეკრებებზე იმყოფებიან, ტევესი კი ახლა მიდის სამი კვირით დასასვენებლად. და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ სამი კვირის განმავლობაში ბრაზილიელი აგენტი არგენტინელს ახალ კლუბს ვერ უშოვნის? სავარაუდოდ, მას „ეტიჰედ სთედიუმზე“ მოუწევს დაბრუნება - ეს იგივე „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმია“, რომელმაც სახელწოდება სპონსორის მიხედვით გამოიცვალა.

„ეტიჰედ ეარვეიზი“ არაბთა გაერთიანებული საემიროების, კერძოდ კი აბუ დაბის მთავარი ავიაკომპანია გახლავთ. ცნობისთვის: არენა სახელწოდებით „ეტიჰედ სთედიუმი“ დედამიწაზე ორგანაა, მელბურნსა და მანჩესტერში.

ზოგიერთი ინგლისური გაზეთი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტევესი ისტლენდზე დაბრუნდება, გუნდს ვეღარ უკაპიტნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა